Back
ნაჩვენებია 51-100 სულ 147 კურსიდან

ჩვევები აყალიბებენ ჩვენს ფასეულებებს, ფასეულობები კი ქმნიან ჩვენს ცხოვრებას

სექტემბერი 22, 2020

აფირმაცია ეს არის ადამიანის აზრების და ფიქრების პოზიტიური ფორმულირება.ყველა ადამიანი ქმნის თავის პიროვნულ აფირმაციას,რომლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,რომ პიროვნება მთელი დღის განმავლობაში ფოკუსირდება პოზიტივზე,დადებით ემოციებზე.დადებით ემოციებს კი იგი გადაჰყავს ცხოვრების მაღალ ვიბრაციებზე.მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანი ასხივებს დადებით ემოციებს,რაც მას ხელს უწყობს …

შეუძლია თუ არა შეძახილს ხის გახმობა!?

სექტემბერი 22, 2020

„აფირმაცია“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „დამტკიცებას“, „დადასტურებას“. აფირმაცია არის მოკლე წინადადება, ფრაზა, ე.წ. „ვერბალური ფორმულა“. როცა ადამიანი ამ ფრაზას მრავალჯერ იმეორებს გააზრებულად და ემოციურად, ასე აჯერებს წარმოთქმულსა და გაჟღერებულ სიტყვებს თავის ქვეცნობიერს. აფირმაციების ხშირი გამეორება ადამიანისთვის სტიმული ხდება და ცხოვრება …

მე ვიპოვე ის გზა, რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში

სექტემბერი 22, 2020

აფირმაცია მაგიის მსგავსია. არსებობს უამრავი მსგავსი მაგია, რომელიც იზიდავს წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ა.შ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მაგია საბოლოოდ მთავრდება ჩვენი აზრებით, რისიც ჩვენ გვჯერა ან გვწამს და ა.შ. ეს სამყარო ხომ ზუსტად შეიქმნა აზრებით თუ როგორი უნდა ყოფილიყო …

RPT- ეს არის თერაპია და პიროვნული განვითარება.

სექტემბერი 21, 2020

რპტ (RPT -მყისიერი პერსონალური გარდაქმნა)-ეს არის თერაპია და პიროვნული განვითარება. ეს არის ერთადერთი ტექნიკა რომელიც იძლევა გარანტირებულ და გრძელვადიან შედეგს. უფრო მეტიც რპტ-ს შეუძლია გადაჭრას თქვენი პრობლემები და განკურნოს ტრავმა: პრობლემაზე ლაპარაკის გარეშე, მტკივნეული თუ ტრავმული მომენტების გაცოცხლების გარეშე, კონსულტაციებზე თვეების …

საიმონ როუზი-შეცვალე ცხოვრება სამუდამოდ

სექტემბერი 21, 2020

საიმონ როუზი არის რპტ-ს შემქნელი. ის ექსპერტია, რომელსაც უამრავი ფსიქოლოგი უხმობს მაშინ, როდესაც არ შეუძლიათ კლიენტის დახმარება. ის წამყვანი ავტორიტეტია ემოციურ თერაპიაში, რომელმაც შეიმუშავა ახალი სახელმძღვანელო იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაეხმარონ თერაპევტები კლიენტებს. მისმა ტექნიკებმა გადაწყვიტა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა …

რა არის ერ პე ტე -RPT?

სექტემბერი 21, 2020

რა არის ერ პე ტე -RPT? მყისიერი პერსონალური გარდაქმნა (RPT-ერ პე ტე) არის სპეციალური თერაპიის ინსტრუმენტების სახელწოდება და თერაპიის ახალი მიდგომა. ჩვენ აღვწერთ ერ პე ტეს, როგორც ყველაზე სწრაფ და ეფექტურ გზას სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ემოციური მდგომარეობა. გსურთ შეცვალოთ თქვენი …

შემიძლია თუ არა ერ პე ტეს ტექნიკის შესწავლა?

სექტემბერი 21, 2020

RPT ყველასთვის მუშაობს? არსებობს გარკვეული შეზღუდვები ერ პე ტეს გამოყენებისას. კერძოდ, ერ პე ტე ადამიანისან მოითხოვს მას ჰქონდეს საკუთარი ემოციებისა და ინსტიქტების შეგრძნება. იმ შემტხვევაში თუ ადამიანი ვერ ფლობს ამ შეგრძნებებს მოსალოდნელია, რომ ვერ გააკეთებენ ერ პე ტეს ტექნიკას. ჩვენ …

როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ RPT-თი მიღებული შედეგები სამუდამოა? 🤔

სექტემბერი 21, 2020

“ერ პე ტესგან” მიღებული შედეგები მუდმივია! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სესიის შემდეგ კარგად გრძნობთ თავს ამ კუთხით თავს ყოველთვის კარგად იგრძნობთ მომავალშიც (იმავე ზუსტ კონტექსტში ან სიტუაციიაში) მეორე დღეს, მომავალ კვირას და მომავალ წელსაც (და ა.შ.). განსხვავებით ყველა სხვა …

რა განასხვავებს RPT სხვა ფსიქოლოგიური ტექნიკებისგან?

სექტემბერი 21, 2020

რა არის ერ პე ტეს ინსტრუმენტები და როგორ შემიძლია ვისწავლო? ერ პე ტე არის ინსტრუმენტების ნაზავი (ან ტექნიკა) რასაც ჩვენ სტრუქტურას ვუწოდებთ (ჩვენი მიდგომა თერაპიისადმი). ერ პე ტეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სტრუქტურაა. ეს ჰგავს განსხვავებას, როდესაც ხელში ჩაქუჩი გიჭრავთ …

მყისიერი პერსონალური გარდაქმნების ტექნოლოგია

სექტემბერი 21, 2020

RPT , სწრაფი ცვლილებების მეთოდიკა (Reference Point Therapy), ან როგორც კიდევ უწოდებენ საწყისი წერტილების თერაპია, მყისიერი პერსონალური გარდაქმნები (RPT) – ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია საკუთარი და სხვა ადამიანების განკურნებისთვის. წამიერი ცვლილებების და წამიერი განკურნების ტექნოლოგია შეიქმნა საიმონ ივეტ როუზის (ავსტრალია) …

წონის კლების ფსიქოლოგია

სექტემბერი 21, 2020

წონასთან დაკავშირებით არის გავრცელებული მოსაზრება რომ წონაში კლება ეს არის ციფრების თამაში,  კვების მრეწველობაც მის სასარგებლოდ იყენებს ამ იდეას,  (ცილები, ცხიმები,  პროტეინები, შაქარი, მარილი, ბოჭკოები  და ეს ყველაფერი რიცხვებშია მოცემული), თუმცა ეს ყველაფერი არაა სიმართლე- დიახ, ეს არაა სიმართლე, წონაში …

რა არის ემოციური ჭამა?

სექტემბერი 21, 2020

ემოციური ჭამა (ან სტრესული ჭამა) არის მიზეზი იმისა თუ რატომ არის არაეფექტური დიეტები. ჩვენ ყოველთვის არ ვჭამთ იმიტომ რომ ფიზიოლოგიური შიმშილი დავიკმაყოფილოთ.  ბევრი ჩვენგანი ასევე ვჭამთ იმიტომ რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ,  ვჭამთ იმიტომ რომ დავკმაყოფილოთ ემოციური საჭიროებები, შევიმსუბუქოთ სტრესი ან …

განსხვავება ემოციურ შიმშილსა და ფიზიოლოგიურ შიმშილს შორის

სექტემბერი 21, 2020

ემოციური შიმშილი ძალიან ძლიერია, ძალიან ადვილად შეიძლება შეგვეშალოს ფიზიოლოგიურ შიმშილში. მაგრამ არსებობს განსხვავებები რისი ცოდნაც დაგეხმარება ემოციური და ფიზიოლოგიური შიმშილი ერთმანეთისგან განსასხვავებლად. ემოციური შიმშილი უეცრად გესხმის თავს. ის გესხმის თავს და სასწრაფო და აუცილებელ რეაგირებას ითხოვს შენგან. ფიზიოლოგიური შიმშილი თვის მხრივ …

აღმოაჩინე შენი ემოციური ჭამის ტრიგერი

სექტემბერი 21, 2020

რა სიტუაცია, ადგილი ან შეგრძნებები განიჭებენ კომფორტს ჭამის დროს? ემოციური კვება დაკვშირებულია, გადაბმულია არასასიამუვნო ემოციებთან, მაგრამ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს დადებით, პოზიტიურ ემოციებთნაც, როგორიცაა საკუთარი თავის დაჯილდოვება როდესაც მიაღწევ დასახულ მიზანს, ან იდღესასწაულო დასვენება ან სხვა დღესასწაული საკვებთან ერთდ, ძირითდი …

იპოვე სხვა გზები ემოციების საკვებად

სექტემბერი 21, 2020

თუ არ იცი როგორ მართო შენი ემოციები საკვებთან მიმართებაში,  შენ ვერ შეძლებ აკონტროლო კვება დიდი ხნის განმავლობაში. დიეტები ხშირად ვერ აღწევენ სასურველ მიზანს რადგან ის მხოლოდ გაცნობიერებული კვების შეზღუდვაში ეხმარება.  ის არ მუშაობს მაშინ როდესაც ემოციები უძღვებიან პროცესს და ითხოვენ …

როგორ შეგიძლია გააზრებული ჭამის პროცესი პრაქტიკაში დანერგო

სექტემბერი 21, 2020

როდესაც ჭამ სხვა საქმიანობის პარალელურად –  უყურებ ტელევიზორს, მართავ ავტომანქანას, საუბრობ ტელეფონზე ხელს შეგიშლით კვების პროცესის სრულ სიამოვნებაში. სანამ თქვენი გონება სხვაგანაა თქვენ ვერ გრძნობთ კმაყოფილებას ან აგრძელებთ ჭამას მაშინაც კი როდესაც არ ხართ მშიერი. გააზრებულ ჭამის პროცესს შეუძლია დაგეხმაროს, …

ფსიქოთერაპიის ბნელი მხარე

სექტემბერი 20, 2020

რატომ არ უნდა გაიაროთ ფსიქოთერაპიის კურსი : ფსიქოთერაპიის ბნელი მხარე ინტერნეტში შემხვდა გამოგონილი ამბავი მოსკოვის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის შესახებ, რომელიც პირველ ლექციას იწყებდა გაფრთხილებით : „რაც უფრო ჩაუღრმავდებით ფსიქოლოგიას, ყველა თქვენი ურთიერთობა დაინგრევა, მეგობრები ჩამოგშორდებიან და სანაცნობო წრე სრულიად შეიცვლება“. …

როგორ ვაწვდით სამყაროს „არასწორ გზავნილებს“

სექტემბერი 20, 2020

როგორ ვაწვდით სამყაროს „არასწორ გზავნილებს“ და როგორ ვირთულებთ საკუთარ ცხოვრებას: თუ შესაძლოა, რომ ჩვენი ნათქვამი არასწორად იქნას გაგებული – ასეც მოხდება! ის აუცილებლად არასწორად იქნება გაგებული! თანაც, უბრალოდ ვინმეს მიერ კი არა (ამას როგორღაც გადავიტანთ), არამედ ჩვენივე ქვეცნობიერისა და სამყაროს …

თუკი მინდა და სიამოვნებით გავაკეთებ – ესე იგი სწორია არჩევანი.

სექტემბერი 20, 2020

საინტერესო ინსაიტი მქონდა დღეს განწმენდის რიტუალის გაკეთებისას. იქნებ თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იყოს, ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა: შემოქმედს ვთხოვე, რომ გამანთავისუფლოს მერყევი ხასიათისგან, არასტაბილური შინაგანი მდგომარეობისგან, რომელიც როგორც მეგონა ჩემი ზოდიაქოს ნიშნის გამო მქონდა – სასწორი ვარ. ვფიქრობდი – ნუ რას …

რატომ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს!?

სექტემბერი 20, 2020

ხშირად ვისახავთ მიზანს და გვწადია მისი მიღწევა, მაგრამ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს, თითქოს რაღაც უხილავი ბორკილები გვაკავებს… რატომ?   ამ შემთხვევაში 2 მიზეზი არსებობს: 1. შინაგანი ბლოკები – როდესაც ჩვენი ქვეცნობიერი (გაუზარებელი, ფარული)თვლის, რომ მიზნის მიღწევა დიდ საფრთხესთან, ტკივილთან და …

შეიძლება თუ არა სტრესი გახდეს სერიოზული დაავადების მიზეზი

სექტემბერი 20, 2020

24 თებერვალს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ფსიქოლოგი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი ინგა ბლესსი სტუმრობდა. ფსიქოლოგმა რადიოს ეთერში სტრესზე და სტრესის თანმხლებ დაავადებებზე ისაუბრა. – ქალბატონო ინგა, რამდენად შეიძლება გახდეს სტრესი სერიოზული დაავადების მიზეზი? – ადრე ითვლებოდა, რომ …

თუკი არ უფრთხილდები შენს სხეულს, სად აპირებ ცხოვრებას?

სექტემბერი 20, 2020

დადგა დრო ჩვენი ფიზიკური სხეულისა- სრულიად გამაოგნებელი, სრულყოფილი, ურთულესი და ამავე დროს უმარტივესი, საიდუმლოებით მოცული ჩვენი სულის ნავსაყუდელის, ჩვენი ემოციების საბადოს და უბრალოდ კარგად აწყობილი სისტემისა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენი სხეული ჩვენივე ბედნიერებისა და სიხარულის განცდას დიდხანს ემსახუროს. …

სიმსუქნე, დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები

სექტემბერი 20, 2020

 სიმსუქნე, დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები  ზედმეტი წონა ყველას აწუხებს, ყველაზე მეტად კი ამას ქალები განიცდიან და მის მოსაშორებლად ნებისმიერ დიეტაზე თანახმა არიან. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესიც ემატება. დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით უფრო ძლიერია სტრესი. ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებდართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის. ეცადეთ გახალისდეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას,  ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს – თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა, ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ და მეტ და მეტ წარმატებას მიაღწევთ. უნიკალური პროგრამა „სასურველი ტანადობა“: ingabless.com  

ტკივილი, რომელიც ცხიმს მიღმა იმალება

სექტემბერი 20, 2020

ტკივილი, რომელიც ცხიმს მიღმა იმალება    ცნობილია, რომ ჭარბი წონა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს. მსუქნების მიმართ ხშირად გარშემო მყოფებსაც ირონიული დამოკიდებულება აქვთ, უტაქტო პიროვნებისგან დაცინვა და აბუჩად აგდებაც მოსალოდნელია. გონიერი ადამიანები კი, პირიქით, განსაკურებით თბილად არიან განწყობილნი. მათ თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესია არ დაეუფლოთ. დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს სიმსუქნის დასაძლევად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ასეთი ადამიანები შეძლებენ, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური მომზადება იმისთვის, რომ მარტივად შეძლონ პრობლემის მოგვარება. თავიდან, როგორც ყველა წამოწყება, ცოტა რთულია ჩვეული მდგომარეობიდან გამოსვლა, დისკომფორტსაც იგრძნობთ, მაგრამ მუდმივი კონტროლით ჩვევად გვექცევა ეს გარჯად ნამდვილად ღირს.   ადამიანს არ სიამოვნებს აღიაროს პრობლემა, ის იწყებს უარყოფას – ეს არის ყველაზე რთული, თუმცა სანამ ადამიანი არ აღიარებს რეალობას,  ის ვერ შეძლებს წავიდეს წინ. ადამიანი უნდა დააინტერესო, რომ შეძლოს ბოლომდე მიყვეს დაწყებულ საქმეს. იქამდე სანამ წონას არ შეამცირებს. დაინტერესება, მოტივაციაა – ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიაა. რა თქმა უნდა კვება-ვარჯიშის, ენერგიის ხარჯვის კანონის და სხვა ცნობილი ფაქტების საშუალებით ამის ახსნა მარტივად ხდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები. მთელი ფსიქოლოგია შედგება ემოციებისაგან. პირველი კილოგრამები სწორედ იმ ემოციას ატარებენ, რის გამოც ადამიანმა წონაში მოიმატა. კლიენტები ხშირად ამბობენ – მე მინდა უბრალოდ გავხდე. ის ვერ გრძნობს იმ ტკივილს, რომელიც ცხიმს იქით იმალება, ის იმიტომ ჭამდა ასე გამეტებით ამდენი წელი, რომ ეს ტკივილი დაემალა – ბავშვობის წყენა, უკვე მოზრდილ ასაკში მეგობრებთან, მეუღლესთან თანამშრომლებთან კონფლიქტი,  უიღბლო ქორწინება, მშობლების დაშორება  და ა.შ.  როცა ის წონაში იკლებს, თანდათან უახლოვდება იმ ბოლო კილოგრამებს, რომლებიც თავიდან მოიმატა. კლების პროცესში მეტაფორულად, რომ ვთქვათ ემოციებიც გამოიყოფა გარეთ და ის მას გრძნობს. უკვე აღარ არსებობს ეს ფსიქოტრავმული მდგომარეობა, მაგრამ მეხსიერება ამას ისე აღიქვამს, თითქოს ის კვლავ იმყოფება ამ  მდგომარეობაში. მან შეიძლება თავიდან განიცადოს  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  პრობლემა და ამიტომ ისევ ადვილად მოიმატოს, რადგან გრძნობს – მე ვიკლებ, მაგრამ არაკომფორტულად და ცუდად ვარ. ამიტომ ჯობია თავიდანვე გაერკვეს საკუთარ თავში, გრძნობებში, სანამ წონის დაკლებას დაიწყებდეს, რომ ეს კრიზისული მომენტი არ დადგეს. …

ჩვენი ფილოსოფია:

სექტემბერი 20, 2020

 ქალის ბედისწერა – სიყვარულია. კაცის ბედისწერა – თავისუფლება. მაგრამ ქალი სიყვარულს იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისუფლებას შეიძენს, მამაკაცი კი თავისუფლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისწავლის სიყვარულს. ქალური ბედნიერებისკენ გზას ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავით: ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ, როგორ …

ჭარბი წონის გამომწვევი შეიძლება იყოს:

სექტემბერი 20, 2020

ჭარბი წონის გამომწვევი შეიძლება იყოს: (მეორე ნაწილი)   8) დანაშაულის გრძნობა ეს კი ალბათ გამოუცდია ყველას, ვინც ხშირად იცავს დიეტას. დაარღვიე დიეტა –ჩავარდი პანიკაში–ისევ ჭამ, რომ ჩაახშო პანიკა. მიხვდით ალბათ, რომ ესეც ჩაკეტილი წრეა… აქვე განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა, როცა შიმშილობის და …

სიმსუქნის ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება იყოს:

სექტემბერი 20, 2020

სიმსუქნის ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება იყოს: (პირველი ნაწილი) 1)      სურვილი გქონდეს ,,წონა“  საზოგადოებაში ოდითგანვე ცნობილია, რაც უფრო პატივცემულია  ,,უფროსი“  მით უფრო დიდი მუცელი აქვს მას.  როდესაც გვინდა ვიყოთ კარიერულად  ,,მსხვილი ფიგურა“,  შესაძლოა სწორედ ეს სტერეოტიპი გვიბიძგებს „წონის მატებიკენ“ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით… 2)  საკვები, როგორც დადებითი ემოციების მიღების მეთოდი ეს არის …

როგორ უნდა გამოიმუშაოთ თავდაჯერებულობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

სექტემბერი 20, 2020

თავდაჯერებულობა სჭირდება ყველა ადამიანს როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანს ეს თვისება არ აქვს, რა საქმეც არ უნდა წამოიწყოს, ის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. როგორ უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა თავდაჯერებულობა – გადაცემის „7 რჩება ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ფსიქოლოგი ინგა …

როგორ მოქმედებს აბორტი ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

სექტემბერი 20, 2020

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. გენდერის სპეციალისტების შეფასებით, სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით -საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, …

ინგა ბლესსი – #წარმატებაარის

სექტემბერი 20, 2020

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც წარმატებაზე საუბრობენ, იგულისხმება ან მატერიალური წინსვლა და კეთილდღეობა, ან კარიერული განვითარება. როგორც წესი, ძირითადად ამ ორი დეფინიციის მიხედვით განიხილება წარმატების საკითხი. როდესაც ხარ სოციალურად აქტიური პიროვნება, ქმნი რამე ახალს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო, მოთხოვნადი და მისაღებია და ამ …

საჭიროა თვითანალიზი და არა საკუთარი თავის დადანაშაულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

სექტემბერი 20, 2020

ყველა ადამიანს სჭირდება განვითარება. განვითარება ეტაპობრივად ხდება. განვითარების რა ეტაპები არსებობს და რისთვის არის საჭირო თვითგანვითარება – გადაცემის 7 რჩევა ფსიქოლოგისგან სტუმარი, ფსიქოლოგი ინგა ბლესია. განვითარების  რამდენი დონე არსებობს? ადამიანების განვითარების რამდენიმე დონე არსებობს: 1. ადაპტაციური – გადარჩენაზე ორიენტირებული, მოსახლეობის …

”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!

სექტემბერი 20, 2020

 ”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე! 19 დღის წინ კიდევ დამარტყა! მეტკინა, მაგრამ ვიფიქრე გადაღლილია და ეპატიებათქო. 18 დღის წინ მიყვიროდა,სრულიად უმიზეზოდ, და მე მხოლოდ ის მანაღვლებდა, მეზობლებს არ გაეგოთ. 17 დღის წინ ხალხში შეურაცხყოფა მომაყენა! შემრცხვა, გავწითლდი, მინდოდა …

ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის

სექტემბერი 20, 2020

 ფსიქოთერაპევტი ანდრეი მეტელსკი : ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის «რა ცუდი თაობა წამოვიდა», — ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული …

როცა საკუთარ თავზე კარგი არაფერი აქვთ სათქმელი, სხვების ლანძღვას იწყებენ

სექტემბერი 20, 2020

როცა საკუთარ თავზე კარგი არაფერი აქვთ სათქმელი, სხვების ლანძღვას იწყებენ – ფსიქოთერაპევტის 20 დასკვნა  მიხეილ ლიტვაკი ცნობილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექიმი ფსიქოთერაპევტია, რომელიც ამავდროულად 30 წიგნის და უამრავი სტატიის ავტორი გახლავთ.  ფსიქოლოგად მუშაობის მრავალწლიანმა სტაჟმა მას საინტერესო დასკვნების გაკეთების …

როგორ მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს, რუდოლფ შტაინერის ექვსი სავარჯიშო

სექტემბერი 20, 2020

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ფიქრები, ნება და გრძნობები ხშირად აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, შეიძლება ვინმეს მიმართ სიბრალულს გრძნობდეთ, მაგრამ ფიქრობდეთ, რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის. განცალკევებულია აგრეთვე ქმედებებიც. მაგალითად, შესაძლოა უყუროთ არაქისის რეკლამას და თავადაც შეუდგეთ კნატუნს, მერე კი საკუთარ თავს …

“მკვდარი”, უწყვილო, გაცვეთილი ნივთები – რა გავლენას ახდენს ისინი ადამიანზე

სექტემბერი 20, 2020

იცით, რომ ნივთებსაც აქვს თავისი აურა და ზოგიერთს – ნეგატიური? ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი, შესაძლოა, სწორედ ასეთი ნივთების დაგროვებამ გამოიწვიოს. ხშირად ვეძებთ მიზეზებს, რატომ დაგვიდგა ასეთი უიღბლო ხანა ცხოვრებაში, რატომ მიდის ჩვენი საქმეები უკუღმა და კარგი განწყობაც, შესაბამისად, გაუჩინარდა. …

უშვილობა – მისტიკა, ფსიქოლოგია და ისტორიები

სექტემბერი 20, 2020

 თუ ქალი ქვეცნობიერად მზად არ არის დედობისთვის, ის არ დაორსულდება. გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოპათოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ წყვილს ერთი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცს ან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ისინი ნიშნავენ მრავალ გამოკვლევას. ზოგიერთ შემთხვევაში პოულობენ …

ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ – ფსიქოლოგის პასუხები

სექტემბერი 20, 2020

 მშობლების და შვილების ურთიერთობა ამოუწურავი თემაა, რომელზეც ბევრი დაწერილა. ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ხშირად მშობლები უკმაყოფილონი არიან საკუთარი შვილებით, აკრიტიკებენ, კიცხავენ და სრულყოფილებისკენ მოუწოდებენ მათ. ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ, რეალურად …

რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში…

სექტემბერი 20, 2020

იმ დროიდან მოყოლებული, რაც 12 წლის ასაკში მამაჩემი ცდილობდა ჩემს დაინტერესებას მედიტაციით, ამ საკითხის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. ყოველთვის ბუნდოვნად და რთულად გასაგებად მეჩვენებოდა, ამიტომ მივიჩნიე, რომ მედიტაცია არ იყო საჩემო.  ახლახანს აღმოვაჩინე, თუ როგორი მარტივი (არა ადვილი, არამედ მარტივი) ყოფილა მედიტაცია და როგორი …

როგორ გავიადვილოთ წარმატებისკენ მიმავალი გზა?

სექტემბერი 20, 2020

ფსიქოლოგები გვირჩევენ: იმისათვის, რომ გავიადვილოთ წარმატებისკენ მიმავალი გზა, საჭიროა ვიცნობდეთ რაც შეიძლება მეტ, ისეთ წარმატების ისტორიას, სადაც ადამიანებმა მიაღწიეს კონკრეტულ სფეროში იმას, რაც ჩვენთვის ჯერ მხოლოდ სამომავლო მიზანია.  წარმატების ისტორია კი შესაძლოა გახდეს თქვენთვის მოტივაცის და წინსვლის სტიმული. ზოგჯერ, კი …

სიცილი, როგორც ანტიდეპრესანტი

სექტემბერი 20, 2020

სიცილის მნიშვნელობა და ეფექტები ვიქტორ ჰიუგო:  როცა ვიცინი ვარ 25 წლის ,ხოლო როცა მოვიწყენ 60. როდესაც ვიცინით ვახალგაზრდავდებით.ბავშვები იღიმიან და იცინიან საშუალოდ დღეში 400 ჯერ, ზრდასრულები კი 15 ჯერ. ვინაიდან ბავშვებს არ აქვთ პრობლემები ღიმილთან ისინი აფასებენ და აღფრთოვანდებიან. ბედნიერების სიმბოლო ღიმილია. რა არის ბედნიერება? როცა მინდა …

უცნობი ფაქტები ფსიქოლოგიის შესახებ… – 13 ფსიქოლოგიის მამა

სექტემბერი 20, 2020

ფილოსოფიურ კონტექსტში ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არსებობდა დაახლოებით ათასი წლის წინ ძველ საბერძნეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სპარსეთში და ჩინეთში. 387 წელს პლატონის აზრით, ტვინი იყო ის ადგილი, სადაც ფსიქიკური პროცესები მიმდინარეობს, ხოლო ძვ. წ. 335 წელს არისტოტელეს აზრით, ეს ადგილი იყო გული. ავიცენა, …

ჩემი ცხოვრება ბევრად მარტივი გახდა რაც თავად ვარ კლიენტი

სექტემბერი 20, 2020

  ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რას ნიშნავს იყო ფსიქოლოგის კლიენტი? ამ საკითხზე დღესდღეობითაც არსებობს განსხვავებული აზრი. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს განაჩენია- რომლის აღიარებაც ძალიან უჭირთ- ფსიქოლოგთან მისვლა ჯერ კიდევ დაკავშირებულია კომპლექსებთან რომელიც რეალურად ჩვენი წარსულის გადმონაშთია. ვინც იცის და ვისაც ჰქონია …

იუნგის 20 ციტატა,რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში

სექტემბერი 18, 2020

კარლ გუსტავ იუნგს შეიძლება ვუწოდოთ პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ყოველ ნევროზსა და დეპრესიაში ის ეძებდა იმპულსს ცნობიერების გასაფართოებლად. გთავაზობთ ფროიდის მოსწავლის 20 ციტატა, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. არ შეაკავო ადამიანი, რომელიც შენგან მიდის. სხვანაირად შენთან ვერ …

რატომ უნდა იაროთ ზღვაზე რეგულარულად? – ფსიქოლოგების რეკომენდაცია

სექტემბერი 14, 2020

ყველამ ვიცით ბუნების წიაღში დროის გატარება სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზღვაზე დროის გატარების სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ადგილას. ზღვის სანაპიროზე ყოფნას ადამიანისთვის სიმშვიდე მოაქვს. ფსიქოლოგების მტკიცებით, ტალღების ხმა, ლურჯი სივრცე დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზე. ამ …

ფრაზები, რომელნიც წარმომთქმელზე უარყოფითად მოქმედებენ

სექტემბერი 14, 2020

გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა, ნოსრატ პეზეშკიანმა კვლევის წყალობით დაამტკიცა, რომ ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები, დაავადებებს იწვევს. თუ ამ ფრაზებს ხმარებიდან ამოიღებთ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ● “გულთან ახლოს მიტანა”, “გულში ლახვარის ჩასობა”, “გული მიკვდება”, “გული შემეკუმშა” – და მსგავსი ფრაზები იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. …

ემოციები თანდაყოლილია თუ კულტურით არის განპირობებული?

სექტემბერი 14, 2020

იცოდით, რომ იაპონიაში არ არის მიღებული საჯარო კოცნა? ეს ქვეყანა ამას კანონით არ კრძალავს. ეს უბრალოდ ძველი და არაფორმალური ყოფაქცევის წესია. რა თქმა უნდა, თუ თქვენ იაპონიაში ჩახვალთ, შესაძლოა შეგხვდეთ რამდენიმე წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის. თუმცა ეს მხოლოდ იშიათი გამონაკლისია …

მე კონცეფციის ჩამოყალიბება მოზარდობაში ჯეიმს მარშას მიხედვით

სექტემბერი 14, 2020

ერიკ  ერიქსონის თეორიაზე დაყრდნობით სხვადასხვა მეცნიერები ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ ვაღწევთ ჩვენ იდენტობას. მათ შორის ყველაზე ღირებულია ჯეიმს მარშას შეხედულებანი. ის იდენტობის მიღწევაზე ორი ცვლადით მსჯელობს. ეს არის კრიზისის გადატანა და მსოფლხედველობის (შეხედულებების ფორმირება). მარშა იდენტობის 4 სახეს გამოჰყოფს: დიფუზურს, წინასწარს, …

როგორ ამოვიცნოთ სიტყვების გულწრფელობა?

სექტემბერი 14, 2020

 …მოძებნო შესაბამისი სიტყვები არის ძალიან ძნელი, იმის გადმოსაცემად რაც მაქვს გონებაში, ამიტომ ყოველთვის გამოსავალია განწყობები და გრძნობები ჩააქსოვო სიტყვებში, და სიტყვები გაცოცხლდებიან და მიიღებენ იმ ფორმას რაც გინდა რომ ჰქონდეს, სული ჩაბერილია …    …სიტყვების გულწრფელობა სწორედ ამაში შეგიძლია ამოიცნოთ, …

დილა ჯერ შენს თვალებში შემოდის თუ გონებაში?!…

სექტემბერი 14, 2020

გაიღვიძე!  დილა ჯერ შენს თვალებში შემოდის თუ გონებაში?!…   როდესაც დილას იღვიძებ და თვალებს ახელ, ესაა მომენტალური გადასვლა სიზმრების სამყაროდან რეალობაში, უცაბედი შეჯახება რომელიც იწვევს რაღაც უსიამოვნო მომენტს… თვალებს ახელ, მაგრამ გონება ჯერ გამოფხიზლებული არ არის ბოლომდე, რაღაც წამის განმავლობაში, …