აღმოაჩინე შენი ემოციური ჭამის ტრიგერი
რა სიტუაცია, ადგილი ან შეგრძნებები განიჭებენ კომფორტს ჭამის დროს? ემოციური კვება დაკვშირებულია, გადაბმულია არასასიამუვნო ემოციებთან, მაგრამ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს დადებით, პოზიტიურ ემოციებთნაც, როგორიცაა საკუთარი თავის დაჯილდოვება როდესაც მიაღწევ დასახულ მიზანს, ან იდღესასწაულო დასვენება ან სხვა დღესასწაული საკვებთან ერთდ, ძირითდი მიზეზები ემოციური ჭამის მოიცავს:
ემოციების ჩაქრობას-ჭამის პროცესი შესაძლოა იყოს გზა დროებითი სიჩუმისა, ემოციებისგან თავის დაღწევისა, ისეთი არასასიამუვნო შეგრძნებებისა როგორიცაა ბრაზი, შიში, მოწყენილობა, შფოთვა, მარტოობის შეგრძნება, უკმაყოფილება და სირცხვილი. სანამ თქვენ კვების პროცესში ხართ, თავს არიდებთ რთულ ემოციურ მდგომარეობას.
მოწყენილობის ან სიცარიელის შეგრძნება- თუ გიჭამია მხოლოდ მოწყენილობის გამო? ან ჭამით სიცრიელის შეგრძნება შეგივსია? ალბად გქონია სიცარიელის შეგრძნება და ამ დროს საკვებით შეგივსია როგორც შენი პირი და კუჭი ასევე შენი დროის სიცარიელეც. ამ მომენტში თქვენ შორდებით თქვენი ცხოვრების მიზანმიმართულებას და უკმაყოფილება გიპყრობთ თქვენი ცხოვრებისადმი.
ბავშობის ჩვევები – გადახედე შენს ბავშობას საკვებთან დაკავშირებით. გაჯილდოვებდნენ თუ არა შენი მშობლები გემრიელი ნაყინით კარგი მოქცევისთვის? გახალისებდნენ თუ არა მოწყენილობის დროს ტკბილეულით? ეს ჩვევები გაგყვება ხოლმე დიდობაშიც. შესაძლოა ჭამის ქცევა იყოს ნოსტალგიურიც.
სოციალური გავლენები- გაერთიანება ადამიანებთან ჭამის მიზნით საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან თავდასაცავად, მაგრამ ეს იწვევს ჭარბ ჭამასა და ზედმეტ კილოგრამებს. ეს ხდება იმიტომ რომ საკვების წინ ზიხარ, ან სულაც იმიტომ რომ სხვა ყველა ჭამს. ასევე შეიძლება ზომაზე მეტი ჭამო ასეთ სიტუაციებში ნერვიულობის გამო. ან იმიტომ რომ შენი მეგობრები თუ ოჯახის წევრები ხელს უწყობენ ბევრის ჭამას და შენც ამ ჯგუფის წევრი ხარ.სტრესი-ალბად უკვე შეგიმჩნევია სტრესის დროს შიმშილის განცდა, და ეს არ ხდება მხოლოდ შენს გონებაში. როდესაც სტრესი ქრონიკულია, და ეს ძალიან ხშირად ხდება დღევანდელ ქაოტურ სამყაროში, შენი სხეული გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს. კორტიზოლის მაღალი დონე ითხოვს, მარილიან, შაქრიან და შემწვარ საკვებს- საკვები რომელიც მოგცემს სწრაფად ენერგიას და სიამუვნებას.
იხილეთ უშუალოდ პროგრამა ამასთან დაკავშირებით: http://inga-bless.tilda.ws/sasurvelitanadoba
სტატია მოამზადა წონის ქოუჩმა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: Melinda Smith, M.A., Jeanne Segal Ph.D., and Robert Segal, M.A.