რა განასხვავებს RPT სხვა ფსიქოლოგიური ტექნიკებისგან?
რა არის ერ პე ტეს ინსტრუმენტები და როგორ შემიძლია ვისწავლო?
ერ პე ტე არის ინსტრუმენტების ნაზავი (ან ტექნიკა) რასაც ჩვენ სტრუქტურას ვუწოდებთ (ჩვენი მიდგომა თერაპიისადმი).
ერ პე ტეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სტრუქტურაა. ეს ჰგავს განსხვავებას, როდესაც ხელში ჩაქუჩი გიჭრავთ და ზუსტად იცით სად ჩაარტყათ. უშუალოდ ტექნიკა ძალიან მარტივია, მაგრამ გარკვეული დრო სჭირდება, იმის სწავლას თუ როგორ უნდა გამოიყენოს ის. მაგალითად, ადვილია უმკურნალოთ ნებისმიერი სახის ტრავმასა თუ განსაცდელს, მაგრამ დრო სჭირდება იმის გაანალიზებას, თუ რა ტრავმაა გასანეიტრალებელი. (რეალურად ტრავმების ძალიან მცირე რაოდენობას აქვს სიმპტომები სწორედ ამიტომ ტრავმის აღმოჩენას განსაკუთრებული უნარი სჭირდება, რასაც ჩვენ ერ პე ტეს სტრუქტურას ვუწოდებთ.) ერ პე ტეს რამდნიმე ვარიაცია არსებობს და თითოეული გამოიყენება სპეციპიკური ტრავმის გასანეიტრალებლად.
რა განასხვავებს ერ პე ტეს სხვა ფსიქოლოგიური ტექნიკებისგან?
ერ პე ტეზე დიდი გავლენა აქვს ფსიქოთერაპიას, მაგრამ თავად ერ პე ტე არ არის ფსიქოთერაპია. კერძოდ, ერ პე ტე არ გულისხმობს მხოლოდ “საუბრის თერაპიას”. ფსიქოთერაპიაში კლიენტი ჩვეულებრივ აღწევს გარკვეული გაუმჯობესებას ინსაიტების დახმარებით (რაც შეიძლება თერაპევტისგან გამომდინარეობდეს) ან კლიენტის მიერ ნათქვამი სიტყვებით. მოვლენებზე უბრალო საუბარი სასარგებლო ინსტრუმენტია ფსიქოთერაპიაში. თუმცა არცერთი ზემოთხსენებულია საჭირო ერ პე ტესათვის. ერ პე ტეს პრაქტიკოსის ამოცანა არ არის გამოავლინოს ინსაიტები და განსხვავები (თუმცა ეს შეიძლება მოხდეს). და არ არის საჭირო კლიენტმა ბევრი ისაუბაროს. სინამდვილეში, ჩვენ ვთხოვთ კლიენტს რაც შეიძლება ცოტა ისაუბროს.
ერ პე ტე არის უაღრესად სტრუქტურირებული მართვადი პროცესი. რომელსაც კლიენტი იწყებს სიმპტომის ან პრობლემის დასახელებით. თერაპევტი ხელმძღვანელობს კლიენტს პრობლემის გამომწვევი მიზეზების მოძებნაში სპეციალური კითხვების მეშვეობით. მიზეზი, როგორც წესი, რაღაც გაუაზრებელი ან დავიწყებული რამ არის. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმა, მაგრამ არა ისეთი ტრავმა, რომელიც კლიენტს ბავშვობიდან აღქმული ჰქონდა ტრავმად.
რა განსხვავებაა ერ პე ტესა და ენ ელ პის შორის?
ერ პე ტე არ არის დაკავშირებული ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებასთან. გარკვეული საერთო რაც აერთიანებს ენ ელ პისა და ერ პე ტეს არის პრობლემის მიზეზის ძიება. ასევე ერ პე ტეს ტექნიკაში არ გამოიყენება დროის ხაზი, (ენ ელ პის ინსტრუმენტი). შესაბამისად მცირე მსგავსებების გარდა არაფერი არერთიანებს ერ პე ტესა და ენ ელ პის.
ქოუჩინგის აკადემიაში თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ როგორც ერ პეტეს ტექნიკა ასევე ენ ელ პის სხვადასხვა ტექნიკები.
რა განსხვავებაა ერ პე ტესა და სულიერ, ენერგეტიკულ განკურნებას ან სხვა მსგავს ტექნიკებს შორის?
ერ პე ტეს არ აქვს კავშირი სულიერ მკურნალობასთან, ენერგო რესურსებითან ან მათთან დაკავშირებულ ტექნიკებთან. ამ შემთხვევაში უხილავი ენერგიების გადაცემა არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შესაძლოა “ჯადოსნურად”გამოიყურებოდეს, გარწმუნებთ რომ არანაირი ჯადოსნური ხრიკი არ გამოიყენება. ერ პე ტეს ყველა ჩვენი ნამუშევარი შეიძლება აიხსნას მეცნიერებისა და ფსიქოლოგიის მიხედვით.
ეს არ გულისხმობს იმ ადამიანების უპატივცემულობას, ვისაც სულიერი და ენერგეტიკული განკურნების სჯერა. ჩვენ გპირდებით, რომ თუ ერთხელ მაინც შეიგრძნობთ რისი გაკეთება შეუძლია მსგავს „არაჯადოსნურ“ ტექნიკას აუცილებლად გადახედავთ თქვენს შეხედულებებს.
ერ პე ტე რელიგიურია თუ სპირიტუალური?
ერ პე ტე არ არის რელიგიური ან სულიერი ტექნიკა. არსებობს გარკვეული სულიერი ფილოსოფია, რომელიც ხელმძღვანელობდა ტექნიკის განვითარებას. ეს მოიცავს არადუალურ ტანტრას ფილოსოფიას. თავად ერ პე ტეს ტექნიკა არ ეფუძნება არანაირ სულიერ და რელიგიურ საფუძვლებს.
ერ პე ტეს მეორე დონეზე არსებობს სავარჯიშო, რომელიც აღწერილია, როგორც სულის სასწრაფო დახმარება. ეს არის ერთადერთი ნაწილობრივ სულიერი სავარჯიშო ერ პე ტეში. თუ თქვენი წარმოდგენები რელიგიაზე არ აღიარებს სულის არსებობას, ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევთ შეიგრძნოთ ის. თუმცა თუ ათეისტი ხართ, მაშინ შეგიძლიათ სულის არსებობა მეტაფორულად განიხილოთ ამ ტექნიკის გაკეთებისას რაც არაჯანსაღი ეგოს დაშლის საშუალებას იძლევა. სწავლება მეტაფორულ დონეზე მუშაობს – სწავლების შედეგები იგივეა მათთვის, ვისაც სჯერა სულის არსებობის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის არ სჯერა.