როგორ ამოვიცნოთ სიტყვების გულწრფელობა?
…მოძებნო შესაბამისი სიტყვები არის ძალიან ძნელი, იმის გადმოსაცემად რაც მაქვს გონებაში, ამიტომ ყოველთვის გამოსავალია განწყობები და გრძნობები ჩააქსოვო სიტყვებში, და სიტყვები გაცოცხლდებიან და მიიღებენ იმ ფორმას რაც გინდა რომ ჰქონდეს, სული ჩაბერილია …
…სიტყვების გულწრფელობა სწორედ ამაში შეგიძლია ამოიცნოთ, თუკი სიტყვებს არ მოყვება ემოციები, ეს მკვდარი სიტყვებია, ეს ძალით მოთრეული სიტყვებია, რომელიც თქვენს მოსატყუებლად არის მოტანილი… ეძებეთ გრძნობები და ემოციები სიტყვებში რომელებსაც აჟღერებენ ადამიანები, წერენ ან ამბობენ… მაგრამ გულწრფელობას ახლავს შიშის გრძნობა, შენ რომ გულწრფელი სიტყვებით ილაპარაკო, ესაა გააშიშვლო შენი თავი, და თუკი შენს შიგნით დიდი რაოდენობით არის სიძულვილი, ბოღმა, შური, შიში და კიდევ სხვა… ეს გამოჩნდება როგორც არ უნდა დამალო… ადამიანს აქვს ასეთი უნარი გამოიცნოს სხვა ადამიანის ემოციები და განწყობებიც კი, მაგრამ გამოიცნოს არა ცნობიერ დონეზე, არამედ ინტუიციურად ან არაცნობიერად,,, ანუ შეიგრძნობს შენს განწყობებს და უკვე შეუძლებელი ხდება მისი მოტყუება…..
ამიტომ გამოსავალი არის შეფუთვა, უემოციო, მკვდარი და სხვა ადამიანებისგან ბევრჯერ გადამღერილი სიტყვებით საუბარი… თუკი ვინმე გესაუბრებათ ასეთი სიტყვებით, ის თავის სულს მალავს პროფესიონალურად (ეს სიტყვა ზუსტი განმარტება იქნება და ირონიული)
…ასევე არის ისეთი სიტყვები, რომელსაც თავისთავად კონკრეტული მნიშვნელობები არ აქვს, არამედ ადამიანი თავად ანიჭებს მას ელფერს… ამიტომ ცრუ ტექსტები არის ესე შექმნილი თქვენს მოსატყუებლად და მისაზიდად. ასევე ადამიანები საუბრობენ ამგვარად, რათა თავიანთი შინაგანი მდგომარეობა დამალონ, ეს არც ცუდია და არც კარგია, მაგარამ თუ გსურს ადამიანი გაიცნო ეს არ გამოგადგება.
გისურვებთ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ და მნიშვნელობა მიანიჭოთ იმას, თუ როგორ საუბრობენ ადამინები და როგორ საუბრობთ თქვენ თვითონ…
სიყვარულით თქვენთვის ანნა კვანტრიშვილი