შემიძლია თუ არა ერ პე ტეს ტექნიკის შესწავლა?
RPT ყველასთვის მუშაობს?
არსებობს გარკვეული შეზღუდვები ერ პე ტეს გამოყენებისას. კერძოდ, ერ პე ტე ადამიანისან მოითხოვს მას ჰქონდეს საკუთარი ემოციებისა და ინსტიქტების შეგრძნება. იმ შემტხვევაში თუ ადამიანი ვერ ფლობს ამ შეგრძნებებს მოსალოდნელია, რომ ვერ გააკეთებენ ერ პე ტეს ტექნიკას. ჩვენ ვთვლით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1-2% აღენიშნება მსგავსი პრობლემა. თუ იცით, რომ არ შეგიძლიათ თქვენი ემოციებისა და ინსტიქტების შეგრძნება, შეატყობინეთ ამის შესახებ ერ პე ტეს სპეციალისტს მანამ , სანამ კონსულტაციას დაჯავშნით. შესაძლოა, ამ დროს ალტერნატიული ტექნიკები შემოგთავაზოთ, რომელიც დაგეხმარებათ. ამ კატეგორიის ადამიანებისათვის არსებობს სასარგებლო ინსტრუმენტები, რომლებიც მათ დაეხმარებათ.
რა ფიზიკური სიმპტომები შეიძლება განკურნოს RPT
ერ პე ტე საუკეთესოა ტრავმების სამკურნალოდ და ასევე სამუდამოდ ცვლის ემოციურ მდგომარეობას. არსებობს ფიზიკური სიმპტომები ან დაავადებები, რომლებიც ძირითადად ფსიქოსომატურია ან სხვაგვარად გამოწვეულია ემოციური მდგომარეობით. მაგალითად: თავის ტკივილი, შაკიკი, უკან, კისრის და მხრის ტკივილი, ფართო სპექტრს კუნთოვანი ჩონჩხის პრობლემები და ზოგიერთი ავტო იმუნური პრობლემები. ეს არ არის სრული სია, მხოლოდ ნაწილია დაავადებების. გამოცდილებამ აჩვენა, თუ ემოციური მდგომარეობა ან ტრავმა იყო დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაშინ ამ მდგომარეობის ცვლილებამ შეიძლება განკურნოს დაავადება.
თუმცა ფიზიკური დაავადება ყოველთვის ემოციურ ტრავმას არ გულისხმობს. ერ პე ტეს შეუძლია დაგეხმაროთ შეცვალოთ თქვენი ემოციური დამოკიდებულება და მდგომარეობა, მოიშოროთ მეორადი სარგებელი და თვითსაბოტაჟი. ერ პე ტე შეიძლება დაეხმაროს კლიენტს რომელიც გადის ქიმიოთერაპიას, ასევე ოპერაციისა თუ სხვა სამედიცინო პროცედურების დროს, რომ ჰქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება რაც მაქსიმალურად ზრდის წარმატებას მკურნალობის პროცესში.
რა პრობლემებს ვერ მოაგვარებს ერ პე ტე?
ერ პე ტე კარგად აგვარბს ემოციური და ფიზიკური პრობლემების ფართო სპექტრს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ერ პე ტე ეხმარება „ ნორმალურ“ ადამიანებს გახდნენ ექსტრაორდინალურები. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კაცობრიობის 90-95% გააუმჯობესონ მათი ემოციური მდგომარეობა.
ერ პე ტე არ არის ეფექტური ადამიანებისთვის ვისაც აწუხებს ფსიქიკური დაავადება. ჩვენი ტრენერების უმრავლესობა არ არის სამედიცინო სპეციალისტები. ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ცოდნა და ტრენინგი გავლილი ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა შიზოფრენია, მანიაკალური დეპრესია ან სერიოზული პიროვნული დარღვევები. თუ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა გაქვთ, არ უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე სადაც ერ პე ტეთი მკურნალობენ.
რა არის ერ პე ტეს წარმატების მაჩვენებელი?
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ერ პე ტეს წარმატების მაჩვენებელია 95% -ზე მეტი. ეს ეფუძნება კონტროლირებად პროცესებს მოტივირებულ კლიენტებთან, რომლებსაც არ გადაუხდიათ ფული სესიებში.
რეალურ სამყაროში შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, მოცემული პრობლემა შეიძლება მოითხოვდეს ერ პე ტეს სამ სესიას იმისათვის, რომ მიიღოთ შესანიშნავი შედეგები. თუმცა, კლიენტმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტია ერთი ან ორი სესიის შემდეგ. სწორედ ამიტომ ძალზედ ძნელია რეალური მსოფლიო წარმატების შეფასება. ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებელი კვლევის ტესტების შესაქმნელად, რათა უკეთესად დავინახოტ რეალური შედეგი.
თუ თქვენ დაჯავშნით კონსულტაციას, სასურველია მოუსმინოთ სპეციალისტის რჩევას, თუ რამდენი სესიის გავლას გირჩევთ ის. სესიის განმავლობაში დაიცვათ რეკომენდებული ინსტრუქციები და თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.
ერ პე ტე ჰიპნოზის შემადგენელი ნაწილია?
ერ პე ტე არ არის ჰიპნოზის ნაწილი. თქვენ ერ პე ტეს ტექნიკის გაკეთებისას არ იქნებით ჰიპნოტურ მდგომარეობაში.
შემიძლია თუ არა ერ პე ტეს ტექნიკის შესწავლა?
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიაში შეისწავლოთ ერ პე ტეს ტექნიკა.