ნაჩვენებია 1-50 სულ 147 კურსიდან
სადჰგურუს კითხეს: -რას მიყავხარ ამ იდეალური ცხოვრების გამოცდილებამდე ამ სიტყვებამდე რასაც გვიზიარებთ, როგორ მიდის ადამიანი აქამდე ? -ამისთვის საჭიროა უკვე გამოცდილება , ჩვენ ადამიანებს გვაქვს ფსიქოლოგიური პროცესები ,იმ ინფორმაციების საფუძველზე რაც ცხოვრებაში დავაგროვეთ.ათას რამეს ვფიქრობთ ,წარმოიდგინე ერთ დღესაც რომ დაგაცარიელონ …
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვერ ვიტყვი რომ ვამაყობ ამით. ყოველთვის მეუხერხულება როდესაც მიწევს საკუთარი პროფესიის გაჟღერება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა თოქ შოუების წამყვანებად და პოლიტიკოსებად, ამდენი ბუმბერაზი ფსიქოლოგი გვყავს. მეტიც, პროფესიასთან იდენტიფიკაციას დღემდე ვერ განვიცდი. ამ საკითხზე ვფიქრობდი რაღაც პერიოდი და …
13 სასტიკი წესი ქალებისთვის – ცნობილი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ირინა ხაკამადასგან 1. მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრო: პრინცი თეთრ რაშზე – ეს წმინდა წყლის გამოგონებაა. არავინ არ არის ვალდებული გაგხადოს ბედნიერი და დაგიცვას ბედის ყველა უკუღმართობისგან. დროთა განმავლობაში მამაკაცს უბრალოდ მობეზრდება ცხოვრებაზე …
ნებისმიერ ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი პერიოდი , როდესაც ახლდა გაღვიძებულზეც კი თავს ცუდად გრძნობს.. უკვე დაღლილია .. მცირედი ძალისხმევის გარეშეც კი გრძნობს დაღლილობას ,, . არ გააჩნია ენერგიები , არ აქვს არაფრის სურვილი , თითქოს ყოველი დღე ერთი მეორეს გგავს …
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია ბავშვთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელსაც წინ უძღვის სწორი კომუნიკაცია, თუმცა მთავარია ვიცოდეთ ამ ღონისძიების გატარებით, რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. ბავშვი წარმოადგენს უძვირფასეს განძს თავისი შეხედულებებით და შესაძლებლობით, რომელსაც სჭირდება დამხმარე ობიექტი განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როცა …
დამეთანხმებით ალბათ, რომ ერთგვარი რთული პროცესია განსხვავებული ჩვევების, ქცევების, შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებთან კომუნიკაციის დამყარება ისე, რომ ნაყოფიერი გამოდგეს ყოველი გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად იყოს სასიამოვნო პროცესის დასაწყისი, რაც განაპირობებს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების სრულ მართვას პოზიტიურ ჭრილში. ხშირად ჩვენი დამოკიდებულება და …
მიელოდისპლაზიური სინდრომები მიელოდისპლაზიური სინდრომები წარმოადგენენ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც დაკავშირებულია მოუმწიფებელი ან ფუნქციურად არასრულყოფილი სისხლის უჯრედების წარმოქმნასთან. მიელოდისპლაზიური სინდრომები არის შედეგი ძვლის ტვინში მიმდინარე ჰემოპოეზური, ანუ სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევისა. მიელოდისპლაზიური სინდრომების მკურნალობა გულისხმობს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებასა და გართულებების თავიდან აცილებას. …
მიუნჰაუზენის სინდორმი ფსიქოლოგიური და ქცევითი დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს ან ხელოვნურად იწვევს თავისი თავისთვის დაავადების სიმპტომებს. მიუნჰაუზენის სინდრომს გამოგონილი აშლილობასაც უწოდებენ. მიუნჰაუზენის სინდრომის მქონდე ადამიანები შეგნებულად იწვევენ ან იგონებენ ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს. მათი მთავარი მიზანი არის, …
როგორ უნდა გავუძლოთ რთულ დღეს, რუტინას, სტრესს და საეთოდ როგორ მივმართოთ ენერგია სწორი მიმართულებით? ცხოვრებისეულ გზაზე ხშირად გხვდება დაბრკოლებები, როგორ მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მსუბუქად და დროულად გამოვიდეთ სტრესული მდგომარეობიდან. ენერგია ყველა ადამიანს სჭირდება .. ის გვეხმარება, რომ ვიარსებოთ , …
გაეცანით ჩვენი წევრი PCC ქოუჩის ინგა გოჩელეიშვილის (ბლესსი) ბლოგს სტრესის მართვის ხერხებთან დაკავშირებით სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი ზეგავლენა ადამიანზე, ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარებებასთან ერთად, არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. დიახ, ჩვენ აღარ გვჭირდება ფიქრი საკვების მოპოვებასა …
ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ! -რატომ? – იმიტომ რომ დარჩეთ სუფთა ადამიანად სუფთა ფიქრებით…. -და თქვენ არ გწყინთ როდესაც ასე გექცევიან? -დიახ მწყინს, უპირველეს ყოვლისა მე ქალი ვარ, მეორე რიგში კი მე მესმის, რომ მეც ვარ დამნაშავე, საბოლოო ჯამში კი ვცდილობ …
რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა? მაშინ როცა არც ისე ცოტაა მარტოხელა მამაკაცების რაოდენობა. თანაც მათი უმრავლესობა მზად არის ოჯახური ცხოვრებისთვის. ამას ისინი წერენ სოციალურ ქსელებში, ან პირდაპირ დაუფარავად ეუბნებიან პაემანზე მისულ ქალს. მაგრამ პარადოქსიც ამაშია! ქალს ერთის …
ურთიერთობის აგება შესაძლებელია, სიყვარულის არა. ის რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში ეგოიზმი და ინფანტილიზმია. მიხარია, რომ გავაცნობიერე : მეორე ადამიანს თავი შევაყვარო – ეს არ არის სიყვარულის არსი. ჩვენ მივეჩვიეთ რაც გვსურს, იმის სიმართლედ გასაღებას… საკუთარი შეცდომების რომანტიზება და პატარა, …
ეს მოხდა 1994 წლის გაზაფხულზე. ახალგაზრდა ამერიკელმა რონალდ ოპუსმა გადაწყვიტა თავი მოეკლა. თავის უკანასკნელ წერილში ის წერდა, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა ფინანსური პრობლემებისა და იმის გამო, რომ მშობლები არასდროს ედგნენ გვერდით და არ ეხმარებოდნენ მატერიალურად. მას შემდეგ, რაც მისტერ …
შამანები ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი ცხოვრების მეგზურსა და პარტნიორს ირჩევს 7 საფეხურის მიხედვით. ყველაზე პრიმიტიული საფეხურია-გადარჩენა: ვიღაც, ვის ერთადაც ჩვენ გვიადვილდება არსებობა და ოჯახის უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ დონეზე ბევრი წყვილი დაეშვება ხოლმე, მათი სიყვარული ფერმკრთალდება, ერთმანეთის მიმართ ინტერესი ქრება, ისინი მხოლოდ …
ლუიზა ჰეი ცნობილი ამერიკელი მწერალია, ავტორი სამოტივაციო წიგნისა და ასევე ფილოსოფიის მიმდევარი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის განკურნება. განკურნებაში მხოლოდ ჯანმრთელობა არ იგულისხმება. თავის წიგნში ლუიზა ნათლად ხსნის თუ როგორ იწვევენ ჩვენი არასწორი წარმოდგენები საკუთარი …
ფობიას ეძახიან რაიმეს მიმართ ძლიერ შიშს. ეს შეიძლება იყოს საგანი, არსება სიტუაცია ან მოვლენა. სხვანაირად ფობიას აკვიატებული შიშიც ეწოდება. ის განსაკუთრებით მწვავდება კონკრეტულ სიტუაციებში და არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ასეთი მდგომარეობა საგრძნობლად ართულებს ადამიანის ცხოვრებას, იწვევს დისკომფორტს და ცვლის ადამიანის …
იანუშ კორჩაკი, რომლის ნამდვილი სახელია ჰენრიხ გოლდშმიტი – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად. მან შემოგვთავაზა მშობლებისთვის 10 მცნება 1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი …
ადამიანთა უმეტესობა სხვადასხვა სოციალურ ქსელსაა მიჯაჭვული. განსაკუთრებით კი, „ფეისბუქს“. დღის განმავლობაში ვაქვეყნებთ არაერთ ფოტოს, ვწერთ სტატუსებს, „ვჩექინდებით“ და ვუზიარებთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს სხვებს. ადამიანებზე შთაბეჭდილება სწორედ მისი „ფეისბუქ სტატუსების“ მიხედვით გვექმნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ყოველივეს გამო, ერთმანეთზე მცდარი …
ფობიის ძირითადი მახასიათებელია იმ სიტუაციის უარყოფა, უკუგდება, მისგან თავის არიდება, რომელიც მას (ფობიას) იწვევს. ამის გარდა, აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს: 1. ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. ავადმყოფები ხშირად ჩივიან რომ ეს-ესაა გული ამოუვარდებათ; 2. მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის …
მეზობლებს ტიშსა და ოდრის მხოლოდ უბრალო ნაცნობობა აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც ერთხელ ოდრიმ ტიშს სთხოვა ერთი ღამით მისი სამი შვილი შეეფარებინა, ქალი ოდნავ გაოცდა. მაგრამ თავადაც ხუთი შვილის დედა იყო, ამიტომ მალევე დათანხმდა. მით უმეტეს რომ მეზობელმა აუხსნა, ის იძულებული იყო …
სიამაყე სიამაყე ყოველთვის დაკავშირებულია საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებასთან. ის ცბიერი და ქვემძვრომია. ის ყოველთვის ეცდება თქვენს ცდუნებას თქვენი მნიშვნელობის ცამდე აყვანით. სიამაყის ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ სიამაყე გიჭრით გზას ყველანაირი დახმარების მიღებიისგან („მე ამაყი ვარ და დახმარებას …
ძლიერი ქალი ვიცი, რომ ზოგიერთ მამაკაცში ცნება „ძლიერი ქალი“ იწვევს გაღიზიანებას. ხშირად ეს იმის ბრალია, რომ სიტყვა „ძლიერს“ ისინი აიგივებენ „დამოუკიდებელთან“, რაც მათ კიდევ უფრო აშფოთებთ. ვფიქრობ, რომ ამის უკან იმალება შიში. შიში იმისა, რომ ისინი ნაკლებად ეყვარებათ, რადგან ამ …
პატიება -მე არ გთხოვ -უთხრა მან, -მე მემახსოვრება; -აპატიე – სთხოვა ანგელოზმა. აპატიე და მოგეშვება. უკეთესად იქნები. -რისთვის?-ჯიუტად იკვნეტდა ტუჩებს. -არა, ამის პატიება არ შეიძლება! არასოდეს!! -შენ რა შურს იძიებ?-შეშფოთებულმა კითხა ანგელოზმა. -არა, შურს არ ვიძიებ…მე უფრო მაღლა ვდგავარ; -შენ …
მიდიხართ კომპრომისებზე – ცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით. კომპრომისი – ზარალი და თავის მოტყუებაა, თანაც თავის მოტყუება შიშის გამო. შიშები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათი საწყისი კი თითქმის ერთი და იგივეა, ისევე როგორც კომპრომისების შედეგები: ადამიანი ცხოვრობს არა საკუთარი ცხოვრებით, ისე, რომ ვერც …
ჯანსაღი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი რამ არის იყო პარტნიორი და არ ვინმე სხვა. როცა ვამბობ “სხვას” ვგულისხმობ შემდეგს: 1. მეტოქეობა. როცა კაცი ამბობს: „ მე ხომ ისედაც ნორმალური შემოსავალი მაქვს და მოდი რა შენ, სახლში იყავი“ და არ სურს მოისმინოს არანაირი არგუმენტები. მას მიუფურთხებია, …
ყველას გვსმენია უპირობო სიყვარულის შესახებ. რა არის უპირობო სიყვარული. უპირობო სიყვარული არის , როდესაც მშობელს შვილი უყვარს ყოველგვარი პირობების მოთხოვნის გარეშე. მაგ: ის რომ ჭკვიანია ,ლამზია დ.ა.შ არამედ ის რომ არის უბრალოდ მისი შვილი.რა ხდება ჩვენ რეალობაში , როდესაც მშობლები …
ბოულბი იყო ფსიქოლოგი, რომელმაც ჩამოაყალიბა მიჯაჭვულობის თეორია. მიჯაჭვულობა არის ემოციური კავშირი დედასა და შვილს შორის. მიჯაჭვულობის ხარისხი განსაზღვრავს მეგობრებთან, მეზობლებთან და ა.შ. დამოკიდებულებას. მიჯაჭვულება აუცილებლად დადებითად უნდა ჩამოყალიბდეს. ჩატარდა „გაყინული სახის“ ექსპერიმენტი. დედებს სთხოვდნენ რომ 5-6 თვის ჩვილებთან ერთად მოსულიყვნენ. …
ადრეული ბავშვობა ლატერალიზაცია – თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის ფუნქციების გადანაწილება. მარცხენაშია მოთავსებული მეტყველების, სმენის, ლოგიკის, მათემატიკის ცენტრი, ხოლო მარჯვენაშია – შემოქმედების, ფანტაზიისა და აღქმის ცენტრი. ლატერალიზაცის 2 წლის ასაკისთვის აქვს ადგილი. ამ პერიოდში გამოყოფენ მემარცხენე-მემარჯვენეობას. მემარცხენეობის დროს ორივე სფერო აქტიურია, …
ამ პერიოდში ადგილი აქვს კრიზისს ინიციატივა/დანაშაულის გრძნობა. ინიციატივა უნდა წახალისდეს თავისუფლების მინიჭებით. არსებობს რამდენიმე მიდგომა: 1. ფსიქოდინამიკური მიდგომა – აქცენს აკეთებს აღმოცენებულ ემოციებსა და მათ რეგულაციაზე. ფსიქოდინამიკური მიდგომა განიხილავს ორ ემოციას. ადრეულ ბავშვობაში შიში აღმოცენდება ადრეულ ასაკში, რომელსაც აქვს თავისი …
განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის იმ ცვლილებებს, რომლებიც აღმოცენდება სხეულის აღნაგობაში, აზროვნებაში და ქცევაში ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისა და გარემოს ზეგავლენის შედეგად. განვითარება მოიცავს პეიოდს ადამიანის ჩასახვიდან მის გარდაცვალებამდე. განვითარების ფსიქოლოგია მოიცავს: 1. ფიზიკურ განვითარებას – სხეულში მიმდინარე ცვლილებები; 2. კოგნიტურ განვითარებას …
Stroop effect (სტრუპ ეფექტი) – ფაქტობრივად შეუძლებელია დავინახოთ წარწერა და არ წავიკითხოთ ის. აღნიშნული პროცესი თავის ტვინში ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ეს ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ეფექტია ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ინფორმაციის გადამუშავების დროს გვხვდება და მეხსიერების ავტომატურ ფუნქციონირებასთან ერთად ყურადღების კონცენტრირებასაც მოითხოვს. …
,,მსხვერპლს უჩნდება სიმპათია აგრესორის მიმართ”-არაერთგვაროვანი და იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომები 1. სტოქჰოლმის სინდრომი – სახელწოდება უკავშირდება რეალურ ფაქტს, რომელიც 1973 წელს ქ. სტოქჰოლმში მოხდა. ბანკის ძარცვის დროს ბოროტმოქმედსა და მძევალს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მსხვერპლმა დამნაშავის წინააღმდეგ ჩვენების …
საშუალოდ, ჩახუტება ორ ადამიანს შორის 3 წამს გრძელდება, მაგრამ კვლევებით მტკიცდება რომ , როდესაც ჩახუტება გრძელდება 20 წმ-ზე მეტ ხანს, ამას თერაპიული ეფექტი აქვს გონებასა და სხეულისთვის. ამის მიზეზია ის რომ, ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცილი, რომელსაც სიყვარულის ჰორმონსაც …
კლასიკურ სილამაზედ აღქმული სტანდარტები უბრალოდ არ ჩნდება – მას აქვს წარმოშობისა და დამკვიდრების თავისი მიზეზები და აღნიშნულ სტანდარტებად ქცევის ისტორია. ქალების მიერ სილამაზის იდეალისკენ სწრაფვას, ხშირ შემთხვევაში, შიშებამდე და საკუთარი სხეულის მიუღებლობამდე მივყავართ. სილამაზის სტანდარტები, რომლებსაც გვაიძულებენ, რომ მივდიოთ, …
ძალიან ცდებით თუ ასეთი მიდგომა გაქვთ თქვენი მეუღლის მიმართ! რამოდენიმე დღის წინ, ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ასეთი ფრაზა გააჟღერა – ‘’ცოლს რომ მოვიყვან, ტვინი რომ არ გაღუნოს 4 ბავშვს გავაჩენინებო.’’ ამ ფრაზის მოსმენა ძალიან არ მესიამოვნა, ამ ფრაზაში სრულად ჩანს …
ემოციონალური ინტელექტი ეწოდება ადამიანის უნარს აკონტროლოს საკუთარი ემოციები და ამოიცნოს სხვა ადამიანების მიზნები და სურვილები, ემოცია და მოტივაცია. ემოციონალური ინტელექტის მცნება გაჩნდა როგორც ბუნებრივი რეაქცია ინტელექტის შეფასების ტრადიციული სისტემის უუნარობაზე, რომელსაც არ შეეძლო განესაზღვრა ადამიანის წარმატება ცხოვრებასა და კარიერაში. როგორც …
ინტელექტზე საუბრისას, ხშირად ჩვენ არ ვფიქრობთ ადამიანის რაიმე კონკრეტულ უნარზე, არამედ, ზოგადად წარმოვიდგენთ განათლებულ, ნაკითხ ადამიანს, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრმა არ იცის ინტელექტის გამორჩეული სახეობა – ემოციური ინტელექტი და მისი ღირებულება . ყველა სახის ინტელექტი გულისხმობს რაიმე პრობლემატური საკითხის …
ირაკლი ბაკურიძე გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, დამფუძნებელი, დირექტორი “უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ემოციური ინტელექტი წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ ყველას გვყავს ნაცნობი, მეგობარი, რომელიც არის საოცრად განათლებული, ფლობს გაცილებით მეტ უნარსა და შესაძლებლობას, ვიდრე ისინი, ვინც წარმატებულები არიან, მაგრამ არ …
ყველაზე მეტად გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ეს განმარტება აერთიანებს ყველა იმ მოდელის ძირითად კომპონენტებს, რომლებიც დღეს არსებობს. ადრეული ცნობები ემოციური ინტელექტის შესახებ ჩარლზ დარვინის შრომებში ჩნდება, როდესაც …
რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი. EQ – განვითარება შეიძლება მთელი ცხოვრება! საჭიროა არ ავურიოთ ერთმანეთში …
ემოციური ინტელექტი (EI) არის ადამიანის უნარი გაიგოს და მართოს საკუთარი ემოციები, იგი წარმატების, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისა და კარიერული წინსვლის საქმეში გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე IQ, ანუ გონებრივი ინტელექტი. მიუხედავად მისი ასეთი მნიშვნელობისა, ემოციური ინტელექტის დონის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არსებობს …
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ჭკვიანები არ არიან. წარმატების გასაღები მაღალ ემოციურ ინტელექტშია. საკუთარი და სხვისი ემოციების მიმართ ინტერესი, მათი შეცნობა და მართვის უნარი არის სწორედ მაღალი ემოციური ინტელექტი. 90-იანების ბოლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საშუალო IQ-ს მქონე …
პირველად ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში უმაღლესი IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური …
სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტმა სიუზენ დელინგერმა 1978 წელს ახალი ფსიქოგეომეტრიული ტესტი შეიმუშავა, რომელსაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ადამიანის სამსახურში მიღების წინ. საქმე ისაა, რომ ეს ტესტი უაღრესად ზუსტად განსაზღვრავს პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებს. მაშ ასე: შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფიგურებს …
აფირმაცია, გამეორებული ყოველდღე – ეს არის პოზიტიური დადასტურება, რომელიც დაგეხმარება იმ მიზნების მიღწევაში, რომლის საჭიროებას გრძნობ. XIX და მეოცე საუკუნეებში, ფრანგმა მეცნიერმა ემილ კუიმ წამოაყენა თეორია აფირმაციის შესახებ. მისი თქმით, თუ ადამიანი ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას, მაშინ ის …
სწორი აზროვნება ეფუძნება სიცოცხლის კანონებს და ემსახურება ადამიანს მოიყვანოს საკუთარი ცხოვრება ჰარმონიაში სიცოცხლის კანონებთან. და სწორედ ამ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დადებითი შინაარსის მქონე მოკლე წინადადებების, აფირმაციების, გამოყენება. აფირმაცია – affirmare(ლათ.) ითარგმნება როგორც დამტკიცება, დადასტურება. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს. …
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები რეალობად გადაიქცეს და სასურველი შედეგი მივიღოთ? ალბათ ყველას დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისათვის ფიქრებთან მარტო დარჩენილებს, მეც დამისვამს, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ მიზნის პოზიტიურად ჩამოყალიბებას და ფურცელზე დაწერას, ამხელა ძალა და მნიშვნელობა ქონდა. …
აფირმაცია მაგიის მსგავსია. არსებობს უამრავი მსგავსი მაგია, რომელიც იზიდავს წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ა.შ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მაგია საბოლოოდ მთავრდება ჩვენი აზრებით, რისიც ჩვენ გვჯერა ან გვწამს და ა.შ. ეს სამყარო ხომ ზუსტად შეიქმნა აზრებით თუ როგორი უნდა ყოფილიყო …
აფირმაცია, იგივე პოზიტიური დებულება – ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად. აფირმაცია, ესაა დალაგებული აზრები, რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის სასურველ მდგომარეობას. ადამიანს ის შეუძლია ხმამაღლა წარმოთქვას ან ჩუმად, თავისთვის გულში, თუმცა შედეგიანია ორივე შემთხვევაში. მე პირადად ხმამაღლა წარმოთქმას ვანიჭებ …