რა არის ერ პე ტე -RPT?
რა არის ერ პე ტე -RPT?
მყისიერი პერსონალური გარდაქმნა (RPT-ერ პე ტე) არის სპეციალური თერაპიის ინსტრუმენტების სახელწოდება და თერაპიის ახალი მიდგომა. ჩვენ აღვწერთ ერ პე ტეს, როგორც ყველაზე სწრაფ და ეფექტურ გზას სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ემოციური მდგომარეობა.
- გსურთ შეცვალოთ თქვენი გრძნობები ვიღაცის ან რაღაცის მიმართ?
- ან თუნდაც კონკრეტული სიტუაციის მიმართ?
- ერ პე ტეს შეუძლია გარანტირებულად დაგეხმაროთ ამაში.
- ერ პე ტეს ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ გათავისუფლებასა და „აღიარებას“.
ერ პე ტეს სტრუქტურა გულისხმობს მთელი რიგი პროცესების იდენტიფიცირებას სწორი კუთხით, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემის საწყისი და ვიპოვოთ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემის ემოციური მიზეზი. - აიბიელ აკადემიის პროგრამების ნაწილში გამოყენებულია ეს მეთოდი, ხოლო პროფესიონალურ დონეზეც კი შესაძლებელია ჩვენთან ამ მეთოდის შეისწავლება RPT
ვინ შექმნა ერ პე ტე და საიდან მოდის ის?
ერ პე ტე შექმნა საიმონ როუზმა და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების ჯგუფმა. ტექნიკის შექმნის პროცესში წარმოდგენლი იყო იყო სხვადასხვა მიმართულების თერაპევტი, წიგნი, ტექნიკა, ასევე სულიერი მოსაზრებებიც ხელს უწყობდა ერ პე ტეს განვითარებას. ყველა ზემოთხსენებული ერ პე ტეს სახელმძღვენელოშია აღწერილი. ერ პე ტეს პირველი ორიგინალი ვარიანტი შეიქმნა ავსტრალიაში, როგორც ავსტრალიური და ამერიკული ტექნიკის ნაზავი. რუსეთში გადასვლის შემდეგ (2011-2015 წლებში), სიმონმა ისწავლა რუსული პიროვნული განვითარების ტექნიკებისა და სტრატეგიების ფართო სპექტრი (ან ევროპული ტექნიკები, რომლებიც არ იყო პოპულარული ავსტრალიაში და აშშ-ში). ერ პე ტეს საბოლოო ვერსია 2017 წელს შემუშავდა, ეს არის უნიკალური პროდუქტი შთაგონებული საუკეთესო თერაპევტებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა სახის პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტაა ერ პე ტე?
არსებობს სხვა ბევრი ტექნიკა, რომელიც იმავეს გვპირდება. თუმცა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ერ პე ტესა და მათ შორის არის შედეგის მუდმივობა. არცერთ სხვა ტექნიკას ეს არ შეუძლია. გარდა ამისა თავს იჩენს სხვა პრობლემებიც, რომლებსაც ფსიქოლოგები მოუგვარებლად მიიჩნევენ თუმცა ერ პე ტეს ამის გადაჭრაც სწრაფად შეუძლია. მაგალითად ერ პე ტე ძალიან ეფექტურია თვიტსაბოტაჟის დროს, ისეთ ქცევებთან როგორიცაა: გაჭიანურება, დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, პარტნიორის ცუდი არჩევანი, ფინანსური დივერსია და ა.შ. მეორადი სარგებლი (თქვენი დაავადების ან პრობლემისგან დაფარული სარგებელი) მედიცინისა და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ აგვარებს თავის პრობლემებს. ერ პე ტე ამ პრობლემას მარტივად ავარებს მეორადი სარგებლის შეცვლით. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ადამიანს ნებისმიერი პრობლემით შეუძლია იპოვოს გამოსავალი ერ პე ტეს და ჩვეულებრივი წამლისა თუ ოპერაციის სინთეზით. ერ პე ტე გაგათავაისუფლებთ ემოციური საბოტაჟისაგან და მედიცინას საშუალებას აძლევს იმუშაოს მაქსიმალური ეფექტურობით.