განსხვავება ემოციურ შიმშილსა და ფიზიოლოგიურ შიმშილს შორის
ემოციური შიმშილი ძალიან ძლიერია, ძალიან ადვილად შეიძლება შეგვეშალოს ფიზიოლოგიურ შიმშილში. მაგრამ არსებობს განსხვავებები რისი ცოდნაც დაგეხმარება ემოციური და ფიზიოლოგიური შიმშილი ერთმანეთისგან განსასხვავებლად.
ემოციური შიმშილი უეცრად გესხმის თავს. ის გესხმის თავს და სასწრაფო და აუცილებელ რეაგირებას ითხოვს შენგან. ფიზიოლოგიური შიმშილი თვის მხრივ მოდის თანდათან. არ გვესხმის თავს და არ ითხოვს სასწრაფო რეაგირებას (თუ ძალიან დიდი ხნის უჭმელი არ ხარ).
ემოციურ შიმშილი ყურადღებას აქცევს სპეციფიურ საკვებს. როცა შენ ფიზიოლოგიურად გშია, ყველაფერზე თანახმა ხარ- გემრიელად მიირთმევ ჯანსაღ ბოსტნეულსაც. მაგრამ ემოციური შიმშილის დროს გინდა მხოლოდ ჯანკ ფუდი არაჯანსაღი, ან შაქრიანი საკვები რომელიც განაყრებს მყისიერად. შენ ამ დროს გრძნობ რომ გინდა მხოლოდ პიცა ან ბურგერი და არაფერი სხვა.
ემოციური შიმშილი იწვევს უაზრო , გაუაზრებელ ჭამას. სანამ შენ გონს მოხვალ მთელი შეფუთვა ჩიფსი ან უზარმაზარი ნაყინი შემოგეჭმება ისე რომ სიამუვნების განცდასაც ვერ მოასწრებ. როდესაც შენ ჭამ მაშინ როცა ფიზიოლოგიური შიმშილი გაქვს, ამ დროს უფრო ცნობიერი ხარ და ზუსტად იცი რასაც აკეთებ.
ემოციური შიმშილი არ კმაყოფილდება მაშინაც კი როცა სავსე, მაძღარი ხარ. შენ კიდევ და კიდევ მეტი გინდა, ხშირად ჭამ იქამდე სანამ არ გადაძღები, გასკდომამდე J . კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ იგრძნობ როდესაც კუჭი ბოლომდეა გადავსებული.
ემოციური შიმშილის ადგილმდებარეობა არაა კუჭში. განსხვავებით ფიზიოლოგიური შიმშილისგან, როდესაც მუცელი ხმის გამოცემას იწყებს. ემოციური შიმშილი თავში იწყება, ამ დროს ფოკუსირებული ხარ გემოზე , სუნზე, ტექსტურაზე, რომ რაც შეიძლება მსუყე და გემრიელი მიირთვა.
ემოციური შიმშილი ხშირად იწვევს სინანულს, დანაშაულის შეგრძნებას ან სირცხვილს. როცა შენ ჭამ იმიტომ რომ დაიკმაყოფილო ფიზიოლოგიური შიმშილი შენ არ განიცდი ამ დროს სირცხვილს ან დანაშაულის გრძნობას, რადგან ამ დროს შენს სხეულს აძლევ იმას რაც მას აუცილებლად სჭირდება. თუ შენ ჭამის შემდეგ დანაშაულის გრძნობა გიჩნდება, ეს იმიტომ რომ შენ იცი რომ არ გიჭმია მხოლოდ შენი საჭიროებებისათვის.
იხილეთ უშუალოდ პროგრამა ამასთან დაკავშირებით: http://inga-bless.tilda.ws/sasurvelitanadoba
სტატია მოამზადა წონის ქოუჩმა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: Melinda Smith, M.A., Jeanne Segal Ph.D., and Robert Segal, M.A.