მყისიერი პერსონალური გარდაქმნების ტექნოლოგია
RPT , სწრაფი ცვლილებების მეთოდიკა (Reference Point Therapy), ან როგორც კიდევ უწოდებენ საწყისი წერტილების თერაპია, მყისიერი პერსონალური გარდაქმნები (RPT) – ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია საკუთარი და სხვა ადამიანების განკურნებისთვის. წამიერი ცვლილებების და წამიერი განკურნების ტექნოლოგია შეიქმნა საიმონ ივეტ როუზის (ავსტრალია) მიერ 2009 წელს, წლების მანძილზე სხვადასხვა თერაპიის შესწავლის და პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ. მათ ნათელი გახადეს მეთოდი, თუ როგორ მივაღწიოთ საკვანძო მომენტებამდე რომლებიც გახდა მიზეზი ტრავმისა. ამ მეთოდიკის ახალი დასახელებაა Rapid Personal Transformation (სწრაფი პიროვნული ცვლილებები). რპტ ტექნიკა გამოიყენება ადამიანის ცხოვრების აბსპლუტურად ყველა სფეროში.
ეს არის ტრამვებისგან კომფორტულად გათავისუფლების ტექნიკა, ტრავმების რომლებიც ყველა პრობლემის მიზეზია, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისკენ სვლაში. რპტ ტექნიკის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ადამიანი პოტენციურად ჯანმრთელი და სრულყოფილია როგორც ალმასი, როგორც ძვირფასი ქვა. ნებისმიერი ადამიანის შიგნით არის ეს ძვირფასეულობა, თუმცა თავს არ იჩენს, რადგან მტვრის ქვეშ ინახება. ბრწყინვალე ალმასის გამომღავნება მხოლოდ ამ მტვრია გაწმენდით შეიძლება. რპტ მეთოდიკა ასევე საფუძველია ფულადი ბლოკების და “ღარიბი ადამიანის” აზროვნების აღმოფხვრისთვის. იმიტომ რომ სესიებზე ხდება საკმაოდ სიღრმისეული დამუშავება ქვეცნობიერის ნეგატიური პროგრამებისა.
სწორედ ამაზეა დაფუძნებული RPT მეთოდი – შინაგანი ტრავმებისგან და უარყოფითი ემოციების ზემოქმედებისგან გათავისუფლება. რაც თავის მხრივ ცვლის რწმუმებულებას (“ჩემს თავს რაღაც ისე არ ხდება”, “ზედმეტად უიმედო ვარ”, “ყველაფერში დამნაშავე ქალები არიან”, “ყველაფერში დამნაშავე კაცები არიან”, “სიმდიდრე სახიფათო და ბინძურია”, “ცხოვრება ბუნებრივ გადარჩევას ჰგავს” და ა.შ ) რპტ თერაპია რომელიც ცვლის თვითგანსაზღვრებას (“მე მხოლოდ და მხოლოდ მახვერპლი ვარ”, “მე არ ვიმსახურებ”, “მე სუსტი ვარ”, “მე ცუდი ვარ”, “მე არავის ვუყვარვარ”, “მე ცვლილებები მჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო”) და ძირეულად ცვლის მთელს ცხოვრებას!

RPT-ს ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს მაქსიმალურად სწრაფად და უბრალოდ იპოვოს მათი პრობლემების საწყისი მიზეზები. თერაპიის უმეტესობა ან ძალიან ნელა მუშაობს, ან მუშაობს სიმპტომებთან და არა რეალურ პრობლემებთან.
როდესაც ადამიანს აქვს ესა თუ ის პრობლემა (ტრავმა) დიდი დროის მანძილზე, თერაპევტმა უნდა დასვას ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ მოხდა, რომ აღნიშნული ტრავმა ამ დრომდე აღმოფხვრილი არ იქნა? ჩვენს ბიოლოგიაში რა გვაიძულებს შევინახოთ ტრავმების გამსაზღვრული სახეები? რპტ ტექნოლოგია ეფუძნება ევოლუციური ბიოლოგიის, ჩვენი ინსტიქტების ბუნების გაგებას, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით და რომლებიც დაგვეხმარნენ გადაგვეტანა ტრავმა.
სწორედ გადარჩენის ინსტიქტი აკავებს ტრავმას. სინამდვილეში ჩვენ ვაკავებთ გადარჩენის ინსტიქტს – ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ გადავიტანოთ ტრავმა, თუმცაღა ჩვენ გვახსოვს თვითონ ინსტიქტები და არა ტრავმები. ბუნებრივია გადარჩენის ინსტიქტები აუცილებელია ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ შესაძლებელია შევიკავოთ ინსტიქტი (რაც სასარგებლოა), ტრავმის გარეშე (რაც საზიანოა) მათ შორის ასოციაციის აღმოფხრის შედეგად.
ჩვენი არსებობის ძირითადი ასპექტია უსაფრთხოების ძიება. უსაფრთხოება მართავს ჩვენს ქვეცნობიერს, ქმნის რა მიჯაჭვულობას ყველაფრისადმი, რაც წარსულში გადარჩენას დავუკავშირეთ, რომ კვლავაც შევძლოთ გადარჩენა. ამას გაუაზრებლად მივყავართ ტრავმის და სიმპტომების შეკავებისკენ. ასეთი გაუცნობიერებელი ასოციაცია ჩვენთვის სარგებელს წარმოადგენს. ფსიქოლოგიაში არსებული სიმპტომების დაფარულ სარგებელს “მეორადი სარგებელი” ჰქვია.
RPT ტექნოლოგია გვეხმარება დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ასეთი დაფარული სარგებელი, გავაცნობიეროთ ისინი, აღმოვფხვრათ მცდარი ასოციაცია პრობლემასა და უდაფრთხოებისკენ სწრაფვას შორის (სიყვარულის, ბედნიერების, ჰარმონიის). მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებით, მისი შეცვლაა შესაძლებელი. პასუხისმგებლობის აღება ეს ყველა სამკურნალო მეთოდის საფუძველია. მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებით არის შესაძლებელი ყველა სიმპტომის გამომწვევის მიზეზის ამოცნობა და მათი აღმოფხვრა.
მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც რპტ იყენებს, ესაა ურთიერთობა და თანაგრძნობა. დახმარების სათხოვნელათ მომმართავთან საუბრის მსვლელობისას, თანდათან მივდივართ ყველა შინაგანი კონფლიქტის პირველად მიზეზთან. მას შემდეგ რაც მივალთ დისკომფორტის ან შფოთვის მიზეზთან, გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება, მაშასადამე ყველა გამოწვეული შედეგიც ქრება.
წარმატებული პროცესისთვის თქვენ არაფრის კეთება არ გჭირდებათ. მხოლოდ უნდა იყოთ და იგრძნოთ. სხვა დანარჩენს რპტ პროცესორი გააკეთებს, რომელიც საჭირო მიმართულებით წაგიყვანთ – განკურნების მიმართულებით.
RPT ტექნიკა – გამოყენების შესაძლებლობები:
ყველა შესაძლო შიშები, განსხვავებული სახის ფობიები: ავტოტრანსპორტის მართვის შიში, სიმაღლის შიში, მარტოობა, უარყოფის შეგრძნება, ახლობლების დაკარგვის, დახურული სივრცის შიში და ასე შემდეგ;
ემოციური მდგომარეობა: სტრესი, განწყობის ცვლილება, ემოციებზე კონტროლის დაკარგვა, უარყოფითი განცდები, აგრესიულობა, წყენა, ბრაზი და ასე შემდეგ.
პირადი კონსულტაციის უპირატესობა:
- ინდივიდუალური სამუშაო სპეციალისტთან თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე. რეზულტატი მიიღწევა ერთი ან რამდენიმე სესიის შემდეგ ამოცანიდან გამომდინარე რომელთანაც ხდება მუშაობა.
- შესაძლებლობა დამუშავდეს წარსულის ტრამვები, მათ შორის საგვარეულო ტრამვები აუცილებლობის გარეშე გვახსოვდეა მოცემული ცხოვრებისეული ციკლი. ჩასახვის წინა ორ ციკლში ხდება ძირითადი განვითარების მომენტების დამუშავება კლიენტის გაგების გარეშე ცხოვრების რომელი ასპექტები მუშავდება მოცემულ მომენტში. ეს გამორიცხავს ეგოს “ჩართვას” დამუშავების პროცესში და პრობლემევის გადაჭრის ხელის შეშლას
ჩვენს აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ ეს უნიკალური ტექნოლოგია!!