დილა ჯერ შენს თვალებში შემოდის თუ გონებაში?!…
გაიღვიძე!
დილა ჯერ შენს თვალებში შემოდის თუ გონებაში?!…
როდესაც დილას იღვიძებ და თვალებს ახელ, ესაა მომენტალური გადასვლა სიზმრების სამყაროდან რეალობაში, უცაბედი შეჯახება რომელიც იწვევს რაღაც უსიამოვნო მომენტს… თვალებს ახელ, მაგრამ გონება ჯერ გამოფხიზლებული არ არის ბოლომდე, რაღაც წამის განმავლობაში, ლანდების, სიზმრების, მოგზაურობის სამყაროდან, ხდება რეალობაში გადმოვარდნა,… ჯერ ხედავ და შემდეგ შეიცნობ… სიზმრების სამყარო ქვეცნობიერი სამყაროა, გამოღვიძება კი ცნობიერებასთან დაბრუნებაა… ამიტომ არის ხოლმე ასე უცნაური ეს მომენტი…
გაიღვიძებ და ეცადე თვალები არ გაახილო… ეცადე დილა ჯერ გონებაში შემოუშვა, შემდეგ გონებიდან სხეულში ჩაიღვრება,… შეგიძლია ცოტა სხეული გაარხიო და სახეს ღიმილი მოჰფინო… ანუ ჯერ შენს შიგნით მიეცი საშუალება რომ გაიღვიძოს ყველაფერმა, ჯერ შენს შიგნით დაიბადოს სამყარო რომ ამ სამყარომ გააფერადოს ის საგნები რომლებიც დაგხვდება გარეთ, ჯერ საშუალება მიეცი შენ დაიბადო და შემდეგ გაამჟღავნე შენს ირგვლივ სივრცე, ჯერ შენს შიგნით შემოუშვი დილა და შემდეგ გაახილე თვალები….
ეს იქნება ერთგვარი შემზადება ცხოვრებისათვის, ამ დღისთვის განწყობების გამოწვევა… ეს არის მნიშვნელოვნების მინიჭება ამ კონკრეტული დღისთვის, ეს არის მნიშვნელოვნების მინიჭება შენი გამოღვიძებითვის და ეს არის მნიშვნელოვნების მინიჭება უბრალოდ შენი თავისათვის… ესაა პრაქტიკა როგორ მივიდე საკუთარი თავის აღმოჩენასა და სიყვარულამდე…
სცადე ეს პრაქტიკა ყოველდღიურად, და ეცადე არ დაგავიწყდეს … თუკი არ დაგავიწყდება შენი თავის მნიშვნელოვნება, ასევე მნიშვნელოვნებით გამჟღავნდები სამყაროში,
სიყვარულით თქვენი ანნა კვანტრიშვილი