სიმსუქნე, დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები
სიმსუქნე, დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები
ზედმეტი წონა ყველას აწუხებს, ყველაზე მეტად კი ამას ქალები განიცდიან და მის მოსაშორებლად ნებისმიერ დიეტაზე თანახმა არიან. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესიც ემატება.
დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით უფრო ძლიერია სტრესი.
ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებდართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის. ეცადეთ გახალისდეთ,
მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას,
შედეგი არ დააყოვნებს – თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა, ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ და მეტ და მეტ წარმატებას მიაღწევთ.
უნიკალური პროგრამა „სასურველი ტანადობა“: ingabless.com