საუკეთესო კურსები
AEV აკადემიისგან
AEV ACADEMY-სთან ერთად
დაგვიკავშირდიპოპულარული კურსები
დაგეგმილი ტრენინგები
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზა “ემოციები გვმართავენ” ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და პირიქით, ემოციური მდგომარეობა ბევრ ფაქტორზე მოქმედებს. მეტაფორული ბარათები „ემოციები“- კიდევ ერთი უნიკალური ინსტრუმენტი წარმატებული კონსულტირებისთვის – ჩვენი ცენტრის საავტორო მეტაფორული ბარათები „Emotions” (ემოციები) თქვენ შეძლებთ მეტაფორული ბარათების …
სამყარო ხშირად გვიგზავნის მნიშნებებს, ეს შესაძლოა იყოს მოვლენები, ადამიანები,ნივთები და სხვა… ხშირ შემთხვევაში ამ მინიშნებების წაკითხვა არ ძალგვიძს,ან ჩვენთვის უხილავია ჩვენი უნივერსალური მეტაფორული ასოციაციური ბარათების დასტა “მინიშნებანი” სწორედ ასეთ მინიშნებებს გვაძლევს და გვიჩვენებს იმ პასუხებს,რაც ჩვენი თვალისთვის ხილული თუ უხილავია, …
მომხმარებლის ხმა
რას ამბობენ ჩვენ შესახებ
ნათია ნაწიფარაშვილი
მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ❤ ამ კურსების შემუშავებისთვის ამ გათვითცნობიერებისთვის რაც მე აქ მივიღე. სულის ზეიმი იყო ჩემთვის ეს ” პატარა მოგზაურობა”.რამაც მომცა ძალიან დიდი რესურსი, როგორც ენერგეტიკული ასევე სულიერი.
გავიგე არსი თუ რატომ არის საჭირო საგვარეულო ხაზი იყოს ძლიერი. გავერკვიე ჩემს პრობლემებში. გავერკვიე რატომ მაქვს მულადჰარა ჩაკრა დისბალანსში. ასევე გულის ჩაკრაც. დავიწყე ამ თემებზე მუშაობა და შედეგი ყოველ დღე სახეზეა. შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმ აღმოჩენებზე რაც მე გავაკეთე თქვენი ამ კურსის წყალობით. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემი ” ახალი მეს” აღმოჩენისთვის და იმ სიხარულისთვის რაც ამ აღმოჩენებს მოყვა. მუდამ თქვენი მადლიერი მე💕💕💕💕
გვანცა ტატალაშილი
ამ ენერგეტიკულმა პრაქტიკებმა მომცა მოტივაცია და ენერგია.გაზარდა ჩემში ნებისყოფა. ძალიან მიჭირს ვიპოვო ის ისიტყვები,რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს,შევიგრძენი სულიერი სიმშვიდე.ვისწავლე პოზიტიური აზროვნება და ემოციების მართვა.შევიცვალე პიროვნულად გავიზარდე და გავძლიერდი ენერგეტიკულად. მსურს განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო,ამ ადამიანების მიმართ,რომლებსაც დიდი როლი მიუძღვით ჩემს გარდასახვაში.მადლობა:ინგა ბლესს,ანა ბულბულაშვილს,ქეთის და ჩვენ გოგოებს.რაც დრო გადის ვაცნობიერებ რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ვინც კი შეიძლება გამოეგზავნა სამყაროს ჩემთვის,რომელსაც ჯილდოს სახით გვიგზავნის ღმერთი.ეს არის ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი!
ნინო დუნდუა
შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად აკადემიამდე და აკადემიის შემდეგ ,ველოდებოდი რომ ცვლილებებს მოახდენდა მაგრამ არც ამდენად ,ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე ის არის რომ ვისწავლე საკუთარი თავის მართვა.
ვისწავლე პოზიტიური აზროვნება ,პრობლემებთან ადვილად გამკლავება და მათში ახალი გამოწვევების დანახვა. უფრო მეტად შევიყვარე საკუთარი თავი,ვისწავლე საკუთარი თავის პატივისცემა .
აკადემიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა ამ ყველაფრის მიღწევაში .
მაკა გველესიანი
გამარჯობა! მე ვარ მაკა გველესიანი, IBEL აკადემიის მე4 ნაკადის კურსდამთავრებული.
ჩემი ძირითადი პროფესიაა სამედიცინო ფსიქოლოგი, არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანი მოთხოვნილება გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და უნარები ადამინების დასახმარებლად.
თეორიული ცოდნა არ მაძლევდა ამის საშუალებას. შემდეგ ცხოვრებამ სხვა კუთხით წამიყვანა და ნელ-ნელა ჩემი პროფესიისადმი ინტერესიც განელდა.
შემდეგ მოხდა ისე, რომ როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდები, მეც დამიდგა საკმაოდ მძიმე პერიოდი, მოხდა მოვლენების და ღირებულებების გადაფასება, ემოციების გაუფერულება, შინაგანი კონფლიქტები და მივხვდი რომ საკუთარი თავისთვის აუცილებლად უნდა მეშველა, როგორღაც უნდა მეშველა და არა მარტო ჩემი თავისთვის, გარშემო მყოფებისთვისაც ( ვირუსივით არის მოდებული არაჯანსაღი მდგომარეობა )
და სწორედ ამ პერიოდში გამახსენდა, რომ ჩემი პროფესია ხომ ეს იყო. დავიწყე ძიება და ვიპოვე ის რაც მინდოდა , რაც მჭირდებოდა „IBEL აკადემია“
ბევრი არ მიფიქრია, დავიწყე სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო, სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა ამ საოცარი, ვიტყოდი ჯადოსნური ,ტექნიკებით მუშაობა. დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა,გავიზარდე პიროვნულად, დავიწყე საკუთარ თავთან დიალოგი, საკუთარი მიზნების სტრუქტურირება, საკუთარი ემოციების მართვა.
ამიმაღლდა თვითშეფასება, და რაც ყველაზე მთავარი შემიყვარდა საკუთარი თავი , ვისწავლე „მინდა“ს ჩამოყალიბება და ამ „მინდა“სკენ სწორად სიარული .ავიღე ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, მომეცა პროფესიული წინსვლის და განვითარების საშულება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინგა ბლესს და ანა ბულბულაშვილს, დიდი მადლობა მთელ გუნდს ასეთი პროფესიონალიზმისთვის, ასეთი სიყვარულისთვის, ასეთი თანადგომისთვის, ასეთი დაუღალავი შრომისთვის, ასეთი სასრგებლო და აუცილბელი საქმინობისთვის. ვთვლი რომ უდიდეს საქმეს აკეთებთ დღევანდელ რეალობაში .
მიყვარხართ 😗 და მადლობა თქვენ!!!!
ანა კურტანიძე
რა მომცა IBEL აკადემიამ?
ამისრულა ოცნება – დღეს მე სერტიფიცირებული ქოუჩი ვარ.
მომცა ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ჩემი ოცნების ასასრულებლად ვიყენებ -პრაქტიკული ტექნიკების მრავალფეროვნება, მათი სიძლიერე და ხარისხი, რომელსაც ყველა ჩემი კლიენტი ერთპიროვნულად აღიარებს.
ქოუჩინგში სწავლა სასიამოვნო გამოწვევა იყო. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი “დიდი ქოუჩინგის გზაზე” და მე მადლიერი ვარ ყველა იმ ხელმძღვანელის, რომელმაც ენერგია, ცოდნა და დრო არ დაიშურა, იმისთვის, რომ ხელი შეეწყო ჩემი სწავლისა და განვითარებისთვის.
მადონა ჯავახიშვილი
ენერგეტიკული პრაქტიკების პირველმა მოდულმა,მომცა საშუალება, აღმომეჩინა ჩემში ახალი უნარები და შესაძლებლობები. ქალბატონი ინგა ბლესსის მიერ ჩატარებული თითოეული ლექცია და ენერგო, პრაქტიკა, ჩემთვის იყო სიახლის,სიხარულის,საკუთარი
წარმატებებს გისურვებთ!
ნანა საყურაშვილი
დიდი ხანი ვადევნებდი თვალს IBEL აკადემიის გვერდს. ქოუჩინგის შესახებ აქ გავიგე პირველად და საოცრად დამაინტერესა. დრო როგორც კი გამოვნახე, მოვედი ქოუჩინგის შესასწავლად. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, დავასრულე ქოუჩინგის 1 მოდული, რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. საოცრად საინტერესო იყო თოთოეული ლექცია. ვხედავდი კვირიდან კვირამდე როგორ ვიცვლებოდი როგორ დავალაგე აზრები და სურვილები რომლებსაც მომავალში განვახორციელებ. ძალიან დიდი მადლობა ინგა ბლესს ასეთი აკადემიის დაარსებისთვის და ვუსურვებ დიდ წარმატებას მთელს კოლექტივს.
პატივისცემით,