იპოვე სხვა გზები ემოციების საკვებად
თუ არ იცი როგორ მართო შენი ემოციები საკვებთან მიმართებაში, შენ ვერ შეძლებ აკონტროლო კვება დიდი ხნის განმავლობაში. დიეტები ხშირად ვერ აღწევენ სასურველ მიზანს რადგან ის მხოლოდ გაცნობიერებული კვების შეზღუდვაში ეხმარება. ის არ მუშაობს მაშინ როდესაც ემოციები უძღვებიან პროცესს და ითხოვენ დაუყონებლივ დაკმაყოფილებას საკვებით.
იმისათვის რომ შეწყვიტოთ ემოციური ჭამა, გჭირდება სხვა გზის მოძიება ემოციების დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ იმის ცოდნა რომ თქვენ ემოციური მჭამელი ხართ შედეგს არ იძლევა, არც ტრიგერის ცოდნაა საკმარისი, თუმცა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. შენ გჭირდება კვების ალტერნატივა ემოციების შესავსებად.
ემოციური ჭამის ალტერნატივა
თუ დეპრესიული ან მარტოსული ხარ ,დაურეკე მას ვინც თავს ყოველთვის უკეთესად გაგრძნობინებს, ეთამაშე შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, გადახედე შენს ფავორიტ ფოტოებს ან ყველაზე კარგ მომენტებს ცხოვრებიდან, შენზე მორგებული სიტუაციის მოძებნა ყოველთვის შეიძლება.
თუ გაწუხებს შფოთვა, დახარჯე შენი ნერვული ენერგია ცეკვაში ან იმღერე შენი საყვარელი სიმღერა, ან გაისეირნე.
თუ გადაქანცული ხარ, მიიღე ცხელი შხაპი ან აბაზანა, მოიწყვე სანთლებით მყუდრო გარემო, გაეხვიე შენს ფავორიტ პლედში.
თუ მოწყენილი ხარ, წაიკითხე საინტერესო წიგნი, უყურე კომედიურ ფილმს, გაიეირნე, აღმოაჩინე შენთვის საინტერესო აქტივობები ( ბაღის მოვლა, გიტარის დაკვრა, სკეიდბორდი თუ სხვა და სხვა…)
რა არის ცნობიერად ჭამა
გაცნობიერებული ჭამის პროცესი არის პრაქტიკა რომელიც ავითარებს ცნობიერებას კვების ჩვევებთან დაკავშირებით, აცნობიერებს ტრიგერსა და ქმედებას შორის კავშირს. უმეტესწილად ემოციური მჭამელები განიცდიან სისუსტეს საკუთარ ღორმუცელობასთან. როდესაც მოულოდნელად აცხრებათ შიმშილის გრძნობა სრულიად ფარხმალ დაყირილები არიან და ემორჩილებიან მას. ეს ხდება იმიტომ რომ წარსულში იყო წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა და დამარცხდი, ამისგამო შენ გჯერავს რომ შენი ნებისყოფა მას ვერ გასწვდება. მაგრამ სიმართლე ისაა რომ შენ გაქვს იმაზე მეტი ძალა ვიდრე წარმოგიდგენია, იმისთვის რომ გაუმკლავდე ღორმუცელობას.
დაითვალე 5 მდე ვიდრე დაიწყებ ჭამას
ემოციური ჭამა ხდება ავტომატურად და გაუაზრებლად. სანამ შენ მიხვდები იმას თუ რას აკეთებ, შეჭმული გექნება მთელი ნაყინი, მაგრამ თუ შეჩერდები და პაუზას გააკეთებ, რეფლექტებიც ნაყინის ჭამის შენელდება და შენ გექნება შესაძლებლობა მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
ჭამის 5 წუთით გადადება? თუ პირდაპირ იწყებ? არასდროს უთხრა საკუთრ თავს რომ მოთმენა არ შეგიძლია, გახსოვდეს, უთხარი შენს თავს დაიცადოს 5 .
სანამ ელოდები, გადაამოწმე შენი თავი. როგორ გრძნობ თავს? რა ემოციებს განიცდი? ეს გამოგიმუშავებს განსხვავებულ ქცევებს მომავალში.
იხილეთ უშუალოდ პროგრამა ამასთან დაკავშირებით: http://inga-bless.tilda.ws/sasurvelitanadoba
სტატია მოამზადა წონის ქოუჩმა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: Melinda Smith, M.A., Jeanne Segal Ph.D., and Robert Segal, M.A.