თუკი არ უფრთხილდები შენს სხეულს, სად აპირებ ცხოვრებას?
დადგა დრო ჩვენი ფიზიკური სხეულისა- სრულიად გამაოგნებელი, სრულყოფილი, ურთულესი და ამავე დროს უმარტივესი, საიდუმლოებით მოცული ჩვენი სულის ნავსაყუდელის, ჩვენი ემოციების საბადოს და უბრალოდ კარგად აწყობილი სისტემისა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენი სხეული ჩვენივე ბედნიერებისა და სიხარულის განცდას დიდხანს ემსახუროს.
ფიზიკური სხეულის მდგომარეობას ჩვენივე აზრები, ემოციები, საქციელი, დამოკიდებულება განსაზღვრავს. ყველა დაავადება ჯერ აზრებიდან მოდის და დროთა განმავლობაში იჩენს თავს კლინიკურად. ეს გარკვეულ წილად მოქმედებს ადამიანის წონაზეც. სხეული ხომ სულის ტაძარია და ის ჯანმრთელი, ლამაზი და სუფთა უნდა იყოს. დამოკიდებულებები, ჩვევები – ეს რიტუალებია, რომელსაც აქვს უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური საფუძველი.
ბევრი ჩვენთაგანი ებრძვის ზედმეტ წონას სხვადასხვა ტიპის დიეტის საშუალებით. მისი დახმარებით შესაძლებელია რამოდენიმე კილოგრამის დაკლება, მაგრამ შემდეგ ძალიან რთულად პროგნოზირებადია ორგანიზმის სტაბილური მუშაობა, რადგან შეიძლება ასეთმა მეთოდმა გარკვეული დროის შემდეგ უფრო მეტი წონის აკრეფამდე მიგვიყვანოს. ხშირ შემთხვევაში წონაში დაკლება დიეტის გარეშე, შედარებით მარტივი და ეფექტურია. ვისაც კი შეხება ჰქონია წონის კლებასთან და კორექციასთან, ცალსახად დამეთანხმება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სასურველი შედეგის მიღწევისათვის.
თუ არ არის ფსიქოლოგიური მზაობა და გააზრება იმ პროცესისა რაც წინ გველოდება, ნებისმიერ კარგი დიეტა-ვარჯიშის გეგმა წყალშია ჩაყრილი.
წონის კორექციის მეთოდების სრულყოფა მუდმივად ხდება და ამ პროცესში დღესდღეისობით დიეტოლოგებთან და ტრენერებთან ერთად ფსიქოლოგებიც არიან ჩართულები. წონის კლების ფსიქოლოგიური ფაქტორებზე დიდი ხანია მუშაობენ ფსიქოთერაპევტები.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეეთერი თუ ბეჭდვითი გამოცემები სავსეა წონის კორექციის სხვადასხვა მეთოდის რეკლამით, ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს.
სიმსუქნე მრავალფაქტორული მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
სიმსუქნე მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმში იმატებს ცხიმოვანი უჯრედების ზომა ან რაოდენობა (ან ორივე ერთად). როცა ადამიანი იმატებს წონას, ცხიმოვანი უჯრედები ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ მრავლდება. სიმსუქნე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. აბსოლუტური რისკის ფაქტორები დადგენილი არ არის, თუმცა ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფებს სიმსუქნის განვითარების ალბათობა უფრო მაღალი აქვთ.
პროგრამა „სასურველი ტანადობა“: www.ingabless.com