იუნგის 20 ციტატა,რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში
კარლ გუსტავ იუნგს შეიძლება ვუწოდოთ პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ყოველ ნევროზსა და დეპრესიაში ის ეძებდა იმპულსს ცნობიერების გასაფართოებლად.
გთავაზობთ ფროიდის მოსწავლის 20 ციტატა, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
- არ შეაკავო ადამიანი, რომელიც შენგან მიდის. სხვანაირად შენთან ვერ მოვა ის, ვინც ცდილობს მოვიდეს.
- ის ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ სხვებში, შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი თავის შეცნობაში.
- თუ თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მიიღეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც გასცეთ.
- ორი ადამიანის შეხვედრა ჰგავს ორი ქიმიური ნივთიერების შეერთებას: თუ არის რაიმე პატარა რეაქცია მაინც, იცვლება ორივე ელემენტი.
- ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც შეიძლება ბავშვს დააწვეს, არის მშობლების შეუმდგარი ცხოვრება.
- ის რაც არ მოგვწონს სხვებში, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი.
- შენი ხილვა გახდება ცხადი, თუ შეძლებ საკუთარ გულში ჩახედვას. ვინც იყურება გარედან, ის ხედავს მხოლოდ სიზმრებს, ხოლო ვინც იყურება საკუთარ თავში, ის იღვიძებს.
- მარტოობა გამოწვეულია არა გარშემო ადამიანების არყოფნით, არამდედ უუნარობით, ილაპარაკო ხალხთან იმაზე, რასაც მიიჩნევ არსებითად. ასევე, გამოწვეულია შენი აზრების სხვისთვის მიუღებლობით.
- მანახეთ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი და მე მას მოვარჩენ.
- ჩვენ მივიწევთ წარსულისკენ, მშობლბთან, და მომავლისკენ, შვილებთან, მომავლისკენ, რომელსაც ვერასდროს ვნახავთ, მაგრამ გვინდა მასზე ვიზრუნოთ.
- ის, რასაც ეწინააღმდეგები, მაინც რჩება.
- დეპრესია გავს ქალს შავებში. თუ ის მოვიდა, არ გააგდო, შემოიპატიჟე როგორც სტუმარი და ელაპარაკე მას იმაზე, რისი თქმაც სურს.
- ხდება ხოლმე, რომ ხელები უმკლავდება ამოცანას, რომელსაც გონება ვერ წვდება.
- სიზმრები – კარგად დამალული პატარა კარია, რომელსაც მიყავხარ იმ პირველქმნილ კოსმიურ ღამეში, რომელშიც იმყოფებოდა სული ცნობიერების გაჩენამდე.
- მან, ვინც არ განიწმინდა თავისი ვნებებისგან, ვერ დაამარცხა ისინი ბოლომდე.
- თქვენი მხედველობა მაშინ იქნება ნათელი, როცა შეძლებთ საკუთარ სულში ჩახედვას.
- მე არ ვარ ის, რაც დამემართა, მე ის ვარ, რაც მინდოდა გავმხდარიყავი.
- ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბოლომდე ვაკონტროლებთ საკუთარ თავს. თუმცა, მეგობარმა შეიძლება მოგვიყვეს ჩვენს თავზე ისეთი რამ, რაზეც აქამდე წარმოდგენა არც გვქონია.
- “მაგიური”- უბრალოდ შემცვლელი სიტყვისა – ფსიქიკური.
- ჩვენი პიროვნებები წარმოადგენს გარშემო მყოფი სამყაროს ნაწილის, მათი იდუმალება ასევე უსასრულოა.
წყარო: facts.ge