სიმსუქნის ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება იყოს:
სიმსუქნის ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება იყოს:
(პირველი ნაწილი)
1) სურვილი გქონდეს ,,წონა“ საზოგადოებაში
ოდითგანვე ცნობილია, რაც უფრო პატივცემულია ,,უფროსი“ მით უფრო დიდი მუცელი აქვს მას. როდესაც გვინდა ვიყოთ კარიერულად ,,მსხვილი ფიგურა“, შესაძლოა სწორედ ეს სტერეოტიპი გვიბიძგებს „წონის მატებიკენ“ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით…
2) საკვები, როგორც დადებითი ემოციების მიღების მეთოდი
ეს არის ჭარბი საკვების მიღებისა და სიმსუქნის ძირითადი მიზეზი, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ძალიან ხშირად ადამიანები ქვეცნობიერად სიყვარულისა და სულიერი სითბოს უკმარისობას საკვების მიღებით ავსებენ. ასეთი ადამიანებისთვის გემრიელად ჭამა ცხოვრებაში სიამოვნების შემოტანის ,,ეფექტური,, და ხშირად ერთადერთი გზაა. რეალურად კი მათ აქვთ საკუთარი თავის სიყვარულის და თვითშეფასების პრობლემა.
ჭარბი საკვების მიღებისას – ადამიანი სიამოვნებას იღებს ,,შთანთქმის,, პროცესისგან, ანუ ამ გზით „აჩუმებს“ სტრესსა და შინაგან უკმაყოფილებას. ეს სტრესი მრავალგვარია – სიყვარულში იმედგაცრუება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, დაძაბული გონებრივი შრომა, აპათია და სიცარიელის შეგრძნება.
როცა ზედმეტწონიან ადამიანს ეკითხებიან პრობლემის მიზეზს, ის ხშირად პასუხობს, რომ ეს გენეტიკურია, რომ მის ოჯახში მისნაირი ბევრია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ენდოკრინულ დარღვევასთან (რომლისადმი მიდრეკილება მართლა შეიძლება გენეტიკური იყოს), არამედ გრძელი სამუშაო დღის მერე ნოყიერი ვახშმის და ტკბილეულის მიღების სწორედ ,,ოჯახურ“ წესთან . ამ შემთხვევაში, გამოდის, ,,ვაბრალებთ“ გარემო პირობებს და გვავიწყდება, რომ ჩვენი ცხოვრებისეული რიტმის და კვების წესების ორგანიზება ჩვენვე შეგვიძლია.
3) სურვილი, იყო „კარგი“
სიმსუქნის სათავე ამ შემთხვევაში იწყება ღრმა ბავშვობიდან. ჩვენ ვართ კარგი ბავშვები, თუ თეფშზე არაფერს არ ვტოვებთ. შედეგად ტვინში ფორმირდება მდგრადი პროგრამა – რაც მეტს შევჭამ, მით მეტად შემაქებენ და მომცემენ ,,პრემიას“.
სამწუხაროდ, ბავშვობაში ფორმირებული აზრობრივი პროგრამები რჩება ჩვენთან მთელი ცხოვრება. ისინი ,,შთამომავლობითაც“ კი გადადის. რატომ? ასეთი ,,კვებითი ჩვევების“ მქონე ოჯახში გაზრდილი მსუქანი ქალი, ხომ ასევე ზრდის თავის ქალიშვილს?!
4) სიახლოვის შიში
შეიძლება ეს პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი (უფრო ხშირად ქალი) შინაგანად უფრთხის ახლო კონტაქტებს და ქვეცნობიერად იღებს გადაწყვეტილებას იყოს მსუქანი, რომ არ მიიპყროს საწინააღმდეგო სქესის ყურადღება. ცნობიერ დონეზე ეს ქალები შეიძლება ცდილობდნენ კიდეც მეწყვილეს პოვნას და იცავდნენ მუდმივად დიეტებს, მაგრამ რეალობაში მათი მადა იმართება ქვეცნობიერი მოტივებით.
ამავე ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ ქალები მძიმე განშორების შემდეგ. ამ ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ მათში არის ნეგატიური გამოცდილების განმეორების ქვეცნობიერი შიში. ეს კი ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად კარგი საბაბია .
5) პრობლემები ურთიერთობაში
პრობლემურ ოჯახებში ზედმეტი წონის არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს წყვილის ურთიერთობით. ესაა:
–ქმრის ეჭვიანობისგან თავდაცვა (ქალი ხდება მსუქანი და არამიმზიდველი, რომ აიცილოს მამაკაცების ყურადღება და როგორც შედეგი, ქმრის ეჭვიანობა);
–ეს შეიძლება იყოს შინაგანი პროტესტი, როცა ქმარი ალკოჰოლიკი და ნარკომანია (,,შენ უკეთესის ღირსი არა ხარ“);
– ქმრის ღალატის შესახებ ინფორმაციის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში ქალი ცდილობს თავის თავზე აიღოს დანაშაული და გაამართლოს ეს საქციელი იმით, რომ აღარაა მიმზიდველი.
6) შიში და დაუცველობის შეგრძნება
მსუქან ადამიანებს უფრო ლაბილური ფსიქიკა ახასიათებთ. ნებისმიერი ცხოვრებისეული დაბრკოლება იწვევს მათში მძიმე სტრესს. ამით ჩაკეტილი წრე ვიწროვდება, საკვები აძლევს მათ დაცულობის შეგრძნებას კილოგრამები კი- მატულობს.
7) ნოსტალგია .
ადამიანის გემოს რეცეპტორებს აქვს მახსოვრობა. ამიტომ ზოგჯერ პროდუქტის გემო ფასეულია არა როგორც გემო, არამედ როგორც სასიამოვნო მოგონება. ესაა ნოსტალგია ბავშვობაზე, სიმყუდროვეზე, სიყვარულზე, სითბოზე. შედეგად ეს ემოციები გადადის საკვებზე და ის ხდება თავისებური ,,დროის მანქანა“, მისი დახმარებით ადამიანი ცდილობს ეპიზოდურად დაიბრუნოს თავისი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები. და ეს მით უფრო ხშირად ხდება, რაც უფრო არაკომფორტულია მისი ცხოვრება დღეს.
პროგრამა „სასურველი ტანადობა“: www.ingabless.com