ფრაზები, რომელნიც წარმომთქმელზე უარყოფითად მოქმედებენ
გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა, ნოსრატ პეზეშკიანმა კვლევის წყალობით დაამტკიცა, რომ ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები, დაავადებებს იწვევს. თუ ამ ფრაზებს ხმარებიდან ამოიღებთ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
● “გულთან ახლოს მიტანა”, “გულში ლახვარის ჩასობა”, “გული მიკვდება”, “გული შემეკუმშა” – და მსგავსი ფრაზები იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
● “ყელამდე ვარ”, “გული მერევა ამაზე”, “ყელში ამომივიდა” – ნერვული ანორექსიის მიზეზი ხდება.
● “საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი”, “სიცოცხლეს მიწამლავს”, “სიცოცხლე აღარ მინდა” – ახდენს სიმსივნური დაავადებების პროვოცირებას.
● “ჯვრის ზიდვა”, “ვინმეს კისერზე ყოფნა” – ოსტეოქონდროზის მიზეზი შეიძლება გახდეს.
● “ცხოვრება არც თუ ისე ტკბილია”, “ცხოვრება მწარეა” – მსგავს ფრაზებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანები უნდა მოერიდნონ.
● “მიიფურთხებია”, “სულს ვერ ვითქვამ” – ფილტვების დაავადებების პროვოცირებას იწვევს.
● “თავის მტვრევა რაიმე საკითხზე”, “თავი მტკივა უკვე ამისგან” – თავის ტკივილს იწვევს.
● “მოთმინების დაკარგვა”, “ცეცხლის შენთება” (იგულისხმება წაქეზება)- ჰიპერტონიას იწვევს.
● “მოკეტე”, “დამუწე პირი”, “ხმა არ მოიღო”, “შენი მოსმენა არ მინდა” და მსგავსი ფრაზები სმენის პრობლემების პროვოცირებას ახდენს.
● “არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა”, “დანახვაც არ მინდა”, “შეხედვასაც ვერ ვიტან” – მხედველობას უქმნის პრობლემებს.
● “მაგიჟებს”, “მაცოფებს”, “მოთმინებას მაკარგვინებს” – დეპრესიას იწვევს.
● ყველაზე მთავარი ”ვაიმე” !!! სიტყვა რომელსაც ადამიანი ყოველ წუთს ამბობს და ესაა ზუსტად მიზეზი რომ საქმე ვაიდ მისდის! ესაა უბრალო ჭეშმარიტბა, როცა ცუდს თავს უსურვებ ვერც ამოხვალ ვაიმე მდგომარებიდან.
მნიშვნელობა არა აქვს ვისკენ მიემართება ეს ფრაზები, უარყოფითად მხოლოდ წარმომთქმელზე მოქმედებს. ასე რომ, ნუღა გამოიყენებთ ამ “დამანგრეველ” ფრაზებს!