ჭარბი წონის გამომწვევი შეიძლება იყოს:
ჭარბი წონის გამომწვევი შეიძლება იყოს:
(მეორე ნაწილი)
8) დანაშაულის გრძნობა
ეს კი ალბათ გამოუცდია ყველას, ვინც ხშირად იცავს დიეტას. დაარღვიე დიეტა –ჩავარდი პანიკაში–ისევ ჭამ, რომ ჩაახშო პანიკა. მიხვდით ალბათ, რომ ესეც ჩაკეტილი წრეა…
აქვე განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა, როცა შიმშილობის და ზედმეტი ჭამის ფაზები ერთმანეთს ხშირად ენაცვლება. სტრესების პარალელურად ავტომატიზმში გადასული ,,ჰიპერჭამის“ აქტი და შემდეგ კი შემაწუხებელი შიმშილობის პერიოდი. სტრესი კი სტრესად რჩება და უკვე მუდმივი ხდება.
ამ შემთხვევას განსაკუთრებით ახასიათებს მადის დაქვეითება დილის საათებში და მომატება საღამოს საათებში. ადვილი მისახვედრია, საით მივყავართ ასეთ რეჟიმს.
ყველაფერი კი ისევ მოდის ბავშვური შეგრძნებიდან – როცა ტკივილის დასავიწყებლად გვაძლევდნენ რაიმე ნუგბარს.
ბავშვის აღზრდისას კვება ხშირად ხდება სტრესის შემცვლელი რგოლი. თვითონ ბავშვებიც ასე ინაზღაურებენ ყურადღებისა და დედის სითბოს ნაკლებობას. ძალიან ხშირად მსუქან ადამიანებს აქვთ ზედმეტად ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, რომელიც მოქმედებს, როგორც დამანგრეველი ტაიფუნი.
როგორც მიხვდით, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ფსიქოლოგიური პრობლემებია, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია.
9) ფრაზების ,,მინდა გავხდე“ და ,,შემიძლია გახდომა“-ს შეუსაბამობა
ეს განსაკუთრებით ქალებში ხდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ქალს ეშინია (ისევ ქვეცნობიერად) გახდეს ტანადი და მომხიბვლელი, რადგან დაქალებს შეშურდებათ მისი, ქმარი იეჭვიანებს, მოუწევს გარდერობის შეცვლა და ა.შ.
ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით საჭიროა ვებრძოლოთ გაუბედაობას, ავიმაღლოთ თვითშეფასება და ვისწავლოთ მოჩვენებითი კომფორტის ზონიდან დროზე გამოსვლა.
10) ,,მე ცუდი ვარ,,
თუ თვლით თავს სხვაზე უარესად (არ მიმართლებს, არ გამომივა, არ ვიცი და ა.შ.), როგორც შედეგი, საბოლოოდ იქცევით ,,ფსკერზე მწოლიარე ლოდად“. შეგიპყრობს მელანქოლია, დეპრესია და… საბოლოოდ არამარტო გასუქდებით, არამედ დაკარგავთ ჯანმრთელობას და ცხოვრების მოტივაციას.
11) დაგროვილი წყენები
თუ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, ზედმეტად გწყინთ და ა.შ. ანუ ზედმეტად სერიოზულად ეკიდებით ცხოვრებას, უნდა ისწავლოთ არ ,,გადაყლაპოთ,, წყენა. ნეგატიური ენერგეტიკა (ანუ ნაღველი ძველ ხალხურ მედიცინაში) გროვდება ჩვენს ორგანიზმში, იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, და როგორც შედეგი – ისევ ზედმეტი კილოგრამები.
გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას გარშემომყოფებთან და ცხოვრებასთან საერთოდ. არ შემოუშვათ თქვენში ღრმად სხვისი ნეგატივი, მან უნდა ჩაგიაროს გვერდით ისე, რომ კვალი არ დატოვოს.
გაუშვით ბოღმა და წყენა! ნუ ,,გაიჭედებით“ ამ უკმაყოფილებაში!
12) დამალვა
თუ ქალს არ უნდა „მეუღლის მოვალეობის“ შესრულება, ის სუქდება. მას ქვეცნობიერად უნდა, რომ გახდეს არამიმზიდველი, რათა ქმარმა თავი გაანებოს.
თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიმალოთ პრობლემისგან დიდი წონის უკან, დაფიქრდით, იქნებ ჯობია ამ ფსიქოლოგიური მიზეზისგან განთავისუფლდეთ?
არის 2 გამოსავალი:
– თუ არ გიყვართ –გაყრა.
თუ გიყვართ – ერთად ისწავლოთ სექსისგან სიამოვნების მიღება.
13) მშობლებისგან სრული თავისუფლება
ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი, დაწერო ,,თავისუფლება“ თუ ,,განთავისუფლება“. როცა მშობლებს არა აქვთ დრო ბავშვებისათვის, ისინი თავს იკავებენ კატეგორიული აკრძალვებისაგან, ბავშვი ცხოვრობს, „თავისუფლად“, აქვს ყველაფერი და მშობლებს ხედავს მხოლოდ ჭამის პროცესში. მხოლოდ ეს ავსებს ყველა დანარჩენ ურთიერთობას.
და კიდევ…
რა თქმა უნდა სიმსუქნე მოდის არამარტო ბავშვური კომპლექსებიდან. მოზრდილ ცხოვრებაშიც გვებრძვის თვიშეფასების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ზეწოლები, სტრესები სამსახურში, ოჯახში და ა.შ. ბანალურმა უძილობამაც კი შეიძლება ზედმეტი წონა გამოიწვიოს.
პროგრამა „სასურველი ტანადობა“:ingabless.com