რატომ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს!?
ხშირად ვისახავთ მიზანს და გვწადია მისი მიღწევა, მაგრამ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს, თითქოს რაღაც უხილავი ბორკილები გვაკავებს… რატომ?
ამ შემთხვევაში 2 მიზეზი არსებობს:
1. შინაგანი ბლოკები – როდესაც ჩვენი ქვეცნობიერი (გაუზარებელი, ფარული)თვლის, რომ მიზნის მიღწევა დიდ საფრთხესთან, ტკივილთან და უარყოფით ემოციებთან არის დაკავშირებული. როგორც ხვდებით, ამ სიტუაციაში ცნობიერი და ქვეცნობიერი კონფლიქტშია ერთმანეთთან. მაგალითად: ცნობიერად, გააზრებულად გვინდა გვქონდეს დიდი შემოსავალი, ხოლო ქვეცნობიერი თვლის, რომ დიდი ფული დიდი თავისტკივილია და სერიოზული საფრთხეც! როგორ ფიქრობთ ვინ გაიმარჯვებს ამ არათანასწორ ბრძოლაში?! – რა თქმა უნდა ქვეცნობიერი, იმიტომ რომ ის ჩვენი პიროვნების გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ვიდრე ცნობიერი. თანაც დაუკვირდით სიტყვას – „ქვეცნობიერი“ – ანუ ფარული!!! გამოდის, რომ რაღაც გებრძვის შენში და არც კი იცი, ვერ ხვდები ამას!!!
2. მიზნის ვერ მიღწევის მეორე მიზეზი არის ის, რომ მიზანი „არ არის ჩვენი“ – ანუ თავს მოხვეულია! ავირჩიეთ იმიტომ, რომ ეს პრესტიჟულია/მაღალ ანაზღაურებადია/ მშობელს უნდა და არა იმიტომ, რომ ეს ჩვენი სურვილი და ჩვენი მოწოდებაა. სული კი ამ ქვეყნიერებას სულ სხვა რამისთვის მოევლინა! ყველა ადამიანს გვაქვს ნიჭი და ტალანტი, მაგრამ ყველა ვერ ვაცნობიერებთ ამას, – დაკარგულები დავბორიალობთ ჩვენი ცხოვრების გზაზე, როგორც უკომპასო გემი შუაგულ ოკეანეში… როფორ ფიქრობთ, აქვს გემს სასურველი ნაპირის მიგნების შანსი?!
როდესაც ადამიანს აღმოჩენილი აქვს საკუთარი ნიჭი და თავისი მოწოდების გზას ადგას, აკეთებს იმას, რისი კეთებაც აინტერესებს, უხარია და სიამოვნებს, და რასაც ყოველგვ ანაზღაურების გარეშეც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა – ეს ძალიან კარგია! და თანაც ამა საქმიანობას შემოსავალიც მოაქვს – ეს ხომ ბედნიერებაა!
სრული თვითრიალიზაცია და ამის შედეგად მიღებული ფინანსური კეთილდღეობა – აი რა არის ჭეშმარიტი მიზანი! ამას თუ მოსიყვარულე პირადი ურთიერთობებიც დაურთე – ჩათვალე სრულიად ბედნიერი ხარ!
გამოდის, რომ მილიონები სულაც არ არის აუცილებელი ბედნიერებისთვის…
ვინც მილიონერობაზე ოცნებობს (ფული როგორც საბოლოო მიზანი) და არა თვითრეალიზაციის შედეგად მიღწეულ კეთილდღეობაზე – ის მარტოსული ადამიანია, რომელიც ვერ იღებს ჭეშმარიტ, უპირობო სიყვარულს, ვერ იღებს ყურადღებას იმ გზით, რომელიც ესაჭიროება და უნდა სიყვარული და თავდაჯერებულობა ფულის ხარჯზე მოიპოვოს, იყიდოს… ამას ბედნიერება არ მოაქვს და არც ნამდვილი სიყვარული იყიდება ფულზე, ვიცით…
ამ შემთხვევაში ფულის შოვნა და სიმდიდრე არის არა თვითრეალიზაციის ბუნებრივი შედეგი, არამედ კოპენსატორული ქმედება – ადამიანი ფუფუნების საგნების შეძენითა და დემონსტრაციით ცდილობს დაბალი თვითშეფასებისა და სულიერ მარტოობის გადაფარვას.
სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ძირითადად სწორად ასეთი შემთხვევებია. მთავარია ფული! ხოლო რა გზით მოიპოვებ მას – კრიმინალურით, საკუთარი თავის დამცირებით, საკუთარ თავზე დაძალებით, სხვების გადაგდება-მოტყუებით, თუ კიდევ სხვა გზებით – ამას მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ ამ დროს შინაგანი დისბალანსი კიდევ უფრო მეტი ხდება! – ასეთ ადამიანს ჰგონია – აი მილიონი მექნება და მერე თავს კარგად ვიგრძნობ – და ჩალიჩობს, ჩალიჩობს, მეტ ფულს შოულობს, როგორც წესი არც თუ ისე ეკოლოგიური და ჰუმანური გზებით და უყურეთ: ცდილობს ადამიანი ამოავსოს თავისი მტკივნეული შინაგანი სიცარიელის ორმო ფულითა და ფუფუნების ნივთებით… მაგრამ ეს ვერ შველის… მეტს ყრის – მეტი ესაჭიროება, კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა კი არა და არ ევლინება… რატომ? სხვა რამაა გასაკეთებელი და ის კი სხვა რამეს აკეთებს. თანაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, არაეკოლოგიური გზებით, რაც თავისთავად მავნებელი და დამამძიმებელია ისედაც არც თუ ისე ბედნიერი სულისთვის…
ნუ აგერევათ სიმდიდრე და ფუფუნება ბედნიერებაში…როდესაც აღმოაჩენ შენს ნიჭს და პოულობ შენი მოწოდების გზას – ნორმალური ცხოვრების დონე თავისთავად მოდის!
* თუ მუშაობ უინტერესო სამუშაოზე,* თუ გეზარება სამსახურში წასვლა,
* თუ ის ყელში გაქვს ამოსული და მხოლოდ ხელფასის გამო დადიხარ,* თუ გინდა შენი ნიჭის და მოწოდების გზის აღმოჩენა,
* თუ გინდა შენს საქმიანობას შენთვის სულიერი კმაყოფილება და სიამოვნება მოქონდეს,* თუ გინდა სწორი მიზნის დასახვა და მიღწევა,
* თუ გინდა ერთხელ და სამუდამოდ შენი სულისა და გულის ხმის გაგონება ისწავლო,* თუ გინდა, რომ შინაგანი კონფლიკტები სასიცოცხლო ძალას არ გართმევდნენ,
* თუ გინდა სულიერი კომპასი გაიაქტიურო – აი, მოვიდა ამის დრო!
შემოგვიერთდი ონლაინ სემინარზე: „შენი სულის გზა – აღმოაჩინე შენი ტალანტი!“