საიმონ როუზი-შეცვალე ცხოვრება სამუდამოდ
საიმონ როუზი არის რპტ-ს შემქნელი. ის ექსპერტია, რომელსაც უამრავი ფსიქოლოგი უხმობს მაშინ, როდესაც არ შეუძლიათ კლიენტის დახმარება. ის წამყვანი ავტორიტეტია ემოციურ თერაპიაში, რომელმაც შეიმუშავა ახალი სახელმძღვანელო იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაეხმარონ თერაპევტები კლიენტებს. მისმა ტექნიკებმა გადაწყვიტა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა ფსიქოლოგიასა და მედიცინაში. სიმონმა ეს ტექნიკა ასწავლა ათასობით ექიმს, ფსიქოლოგს და თერაპევტებს ოც სხვადასხვა ქვეყანაში. ტექნიკა რპტ-ს შექმნამდე სიმონი მუშაობდა ავსტრალიურ უირიდიულ ფირმაში კორპორატიულ ადვოკატად და ასევე იყო საინვესტიციო ბანკირი ლონდონში. მან დაიწყო თერაპიისა და ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების შესწავლა, როდესაც მას 2003 წელს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ალტერნატიული თერაპიის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი პირადი შედეგების მიღების შემდეგ, საიმონმა გაიარა ტრენინგი და გახდა თერაპევტი და ალტერნატიული თერაპიის მასწავლებელი.
საიმონისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო 2008 წელს როდესაც მან აღმოაჩინა რპტ. სერიოზული პიროვნული კრიზიზის შემდეგ საიმონი მიხვდა, რომ ყველა არსებულ ტექნიკას მთავარი პრობლემა აერთიანებდათ. დაპირებების მიუხედავად ისინი ვერ ახერხებდნენ ძირეულად აღმოეფხვრათ პრობლემა. მათ შეეძლოთ დახმარებოდნენ კლიენტს, თუმცა ეს არასდროს იყო სამუდამო შედეგი. სინამდვილეში საუკეთესო და ყველაზე წარმატებული თერაპიები პლაცებოს ეფექტით მუშაობს. რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენთი ან არ იკურნება, (50%) ან იკურნება თუმცა პრობლემა ისევ იჩენს თავს მოგვიანებით (50%).
საიმონმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამ ყველაფრის აღმოჩენას და ადამიანების პრობლემების სამუდამოდ გადაწყვეტის ტექნიკის შექმნას. მან წარმატებით გაიარა სხვადასხვა ეტაპები, დაწყებული 2009 წელს რპტ-ს წარდგენით და დამთვარებული 2015 წელს უკვე სრულყოფილი ტექნიკის ჩამოყალიბებით. ამგვარად, სიმონმა გადაწყვიტა თანამედროვე ფსიქოთერაპიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა მეორადი სარგებელი და თვითსაბოტაჟი. საიმონის თანამედროვე გადაწყვეტა მსოფლიოს მასშტაბით ისწავლება, როგორ თერაპევტებისთვის, ისე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ცხოვრების შეცვლა მნიშვნელოვანად და სამუდამოდ.