მე კონცეფციის ჩამოყალიბება მოზარდობაში ჯეიმს მარშას მიხედვით
ერიკ ერიქსონის თეორიაზე დაყრდნობით სხვადასხვა მეცნიერები ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ ვაღწევთ ჩვენ იდენტობას. მათ შორის ყველაზე ღირებულია ჯეიმს მარშას შეხედულებანი. ის იდენტობის მიღწევაზე ორი ცვლადით მსჯელობს. ეს არის კრიზისის გადატანა და მსოფლხედველობის (შეხედულებების ფორმირება).
მარშა იდენტობის 4 სახეს გამოჰყოფს: დიფუზურს, წინასწარს, მორატორიუმსა და მიღწეულ იდენტობას.
1. დიფუზური იდენტობა
ინდივიდებს დიფუზური იდენტობით არ გადაუტანიათ კრიზისი და არც
შეხედულებები ჩამოუყალიბებიათ. (პროფესიის არჩევანი, რელიგიური ან
პოლიტიკური შეხედულებები). იდენტობის ეს სახე ადრეული მოზარდებისთვის
სრულიად მისაღებია. მაგრამ ზრდასთან ერთად საზოგადოება მოითხოვს მათგან
გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას. მიიჩნევა, რომ თუ აღნიშნული
მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ეს მაინც გამოიწვევს სულიერ დისკომფორტს და დისკომფორტის მოხსნას ადამიანები ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ცდილობენ.
2. წინასწარი იდენტობა
თუ ადამინს გარკვეული შეხედულებების ფორმირებისას არ გაუვლია კრიზისი, ადგილი აქვს წინასწარ იდენტობას. იდენტობის ამ ფორმას ადგილი აქვს, როდესაც ბავშვი ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდის მისსავე სქესის მშობელთან.იდენტობის ამ სახეს საზოგადოებაში ძალიან ხშირად ვხვდებით. “ვინ გინდა გამოხვიდე?” – “მოცეკვავე” “რატომ?” “მშობლები მოცეკვავეები არიან?”. იდენტობის ამგვარი ფორმით ადამიანებს უჭირთ გამიჯვნა, რომელია მათ მიერ დასახული გეგმები, და რომელი მათი მშობლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მდგომარეობა საზოგადოების მხრიდან მეტად კომფორტულად განიხილება, მიიჩნევა, რომ მათთან ფსიქოლოგიური მომწიფება არ მიმდინარეობს. ასეთი ადამიანები ძალზედ არიან დამიოკიდებულნი “მნისვნელოვან სხვებზე”, “ავტორიტეტებზე”, მაგრამ დამოუკიდებლად ძალზედ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.
3. მორატორიუმი
მორატორიუმი არის გადავადებული იდენტობა, მდგომარეობა, როდესაც
მოზარდი ირჩევს სხვადასხვა როლებს, მანამ სანამ გააკეთებს საბოლოო არჩევანს. ამ დროს მოზარდები კრიზისის მდგომარეობაში არიან, განიცდიან ზლიერ შფოთვას. სწორედ ამ დროს ახასიათებთ მოზარდებს ნეგატივიზმი, მეამბოხეობა. ზოგი ამ პროცესს იქამდე “ჭიმავს”, სანამ სიტუაცია თავდ არ უბიძგებს მათ გარკვეული გადაწყვეტილებისკენ. ეს პროცესი მტკივნეული მხოლოდ მოზარდებისთვის კი არა, უფროსებისთვისაც არის. თუმცა მიიჩნევა, რომ ამგვარი ექსპერიმენტების, ძიების დროს მოზარდები საკუთარ თავს პოულობენ.
იდენტობის ეს სახე მეტად უფროსი მოზარდების, საშუალო საფეხურის
მოსწავლეებისთვის არის დამახასიათებელი.
4. მიღწეული იდენტობა
მორატორიუმის (ძიებისა და ექსპერიმენტების) შემდეგ მოზარდები იყალიბებენ
საკუთარ იდენტობას. მათ უმაღლდებათ მოტივაცია, განიცდიან შინაგან ჰარმონიას, მცირდება შფოთვა. თუმცა აღნიშნული თეორიის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი შენიშვნა. კერძოდ ის, რომ არ არის აუცილებელი ადამიანმა ყველა სტადია გაიაროს. სტადიების გავლა კულტურაზეც არის დიდად დამოკიდებული. შეიძლება ადამიანი შეჩერდეს რომელიმე სტადიაზე, ან მორატორიუმის გარეშე მიაღწიოს იდენტობას, წინასწარი იდენტობის გამყარებით. თანაც, შესაძლებელია, რომ მირწეული იდენტობის შემდეგ ადამიანმა თავიდან გაიაროს არნიშნული სტადიები.
წყარო: http://intermedia.ge