წონის კლების ფსიქოლოგია
წონასთან დაკავშირებით არის გავრცელებული მოსაზრება რომ წონაში კლება ეს არის ციფრების თამაში, კვების მრეწველობაც მის სასარგებლოდ იყენებს ამ იდეას, (ცილები, ცხიმები, პროტეინები, შაქარი, მარილი, ბოჭკოები და ეს ყველაფერი რიცხვებშია მოცემული), თუმცა ეს ყველაფერი არაა სიმართლე- დიახ, ეს არაა სიმართლე, წონაში კლება მხოლოდ ციფრების თამაში არაა, არამედ ესაა ადამიანის კავშირი ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა, ემოციებსა და რწმუნებულებების შორის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია დღის რაციონის შემცირება და 50 გრამით ნაკლები პროტეინის მიღება, 40 გრამით ნაკლები ბოჭკოს მიღება და 600 კალორიით შემცირება დღიური კალორაჟისა, ამ დროს შესაძლოა მიიღო შედეგი, ასევე ციფრებში გამოხატული, თუმცა ეს შედეგი არაა გრძელვადიანი, ამ მეთოდით დაკლებული ადამიანების 98% კვლავ უბრუნდება საწყის წონას..
თუ გინდა რომ წონის კლებისა და სასურველი წონის შენარჩუნების გრძელვადიანი შედეგი მიიღო, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო სამი ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზი:
სტრესი
სტრესი პირდაპირ კავშირშია წონასთნ. როდესაც განვიცდით სტრესსს, ჩვენი დატვირთული ცხოვრების ფონზე, გარეგანი სტრესული სიტუაციები აისახება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, იწვევს შინაგან სტრესს, ნაკლებ სიხარულის განცდას, კვებითი ჩვევების ცვლილებას – კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) ამ დროს ზემოთ იწევს. როდესაც კორტიზოლის დონე მაღალია, ხდება ცხიმების დაგროვება და მეტაბოლიზმის დაქვეითება. ამ დროს სხეული გადადის გადარჩენის რეჟიმში, და როდესაც სხეული გადარჩენის რეჟიმზეა ვერ აანალიზებს წონის მატებას, კიდევ უფრო ქვეითდება მეტაბოლიზმი, ამის ხარჯზე სხეული ზოგავს ენერგიას ყოველი შემთხვევისთვის და საჭიროებისთვის.
როდესაც სტრესულ ქარბორბალაში ვართ მოქცეულები- და ამავდროულად წონაში კლება გვინდა- ამ დროს ყველაზე მეტად გვჭირდება სხეულის გადაყვანა ქრონიკული სტრესული მდგომარეობიდან მოდუნების მდგომარეობაში.
მშვიდი სუნთქვა, ნელი და გააზრებული ჭამა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რომელიც აბალანსებს კვების პროცესს, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს მოდუნებას და რელაქსაციას.
სიამოვნებები
ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტური გასაღები ფსიქოლოგიისა წონასთან დაკავშირებით, რადგან მას აქვს პირდაპირი კავშირი სტესის შემცირებასთან. შემცირებული სტრესი კი როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ქმნის სასურველ გარემოს რომელიც აუცილებელია წონის კლებისთვის.
სიამუვნება მნიშვნელოვანია სხეულისთვის, რომ სიმპატიკური ნერვული სისტემიდან (გაქცევა ან შებრძოლება) მოხდეს გადასვლა პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე (რელაქსაცია).
როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ის რაც ჩვენს მხირულებას იწვევს , სხეული გადადის დასვენების მდგომარეობაში და ამ დროს ხდება ჩართვა/გადართვა დაცვითი ბიოლოგიური სისტემისა.
როდესაც ჩვენ ვიღებთ სიამუვნებას საჭმლის სურნელებით, ჩვენ გადავდივართ ცეფალიურ ფაზაზე რომელზეც პასუხობს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია, ეს არის საწყისი პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემისა.
ასევე როდესაც ვსეირნობთ პარკში და ვტკბებით ბუნებით, ან სასიამუვნოდ ვატარებთ დროს მეგობართნ, იმატებს ენდორფინი ჩვენში- რომელიც ბედნიერების ჰორმონია და გვეხმარება ბედნიერების შეგრძნებაში.
ჩვევები
წონის კლება ხშირად ფოკუსირებულია ჩვევებისა და ქცევების ცვლილებაზე. „სვი მეტი წყალი, მიირთვი მეტი მწვანე ბოსტნეული, მოამზადე სახლში, არ მიირთვა სწრაფი კვების საკვები“ და კიდევ ბევრი. ესაა ის ძირითადი ჩვევები რაც უნდა ჩანაცვლდეს, და სიმართლეა რომ ჩვევების ჩანაცვლება ასევე ფუნდამენტალური ნაწილია რომ შექმნა ჯანსაღი კვებითი ჩვევები, რომლებიც ხაზს უსვავენ ჩვენს ღირებულებებს, გრძნობებსა და რწმუნებულებებს. საძირკველი ჩვენი ჩვევების და ქცევებისა არის ჩვენი ფსიქოლოგია.
თუ ჩვენ გვჯერავს რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ჩვენს ჯანმრთელობაზე პოზოტიური გზით, ჩვენი კვებითი ჩვევებიც დადებითად ჩამოყალიბდება.
თუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას, ნაკლები შანსია გადავდგათ ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ.
ჩვენ შეგვიძლია უამრავი გზა და ხერხი შემოგთავაზოთ წონის კლებისთვის, მაგრამ სანამ ჩვენი შეგრძნებები და რწმუნებულებები (ჩვენი ფსიქოლოგია) არ შეიცვლება, მიზნის მიღწევა რთული იქნება.
ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველაფერი ნებისყოფაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე არაა. წონის კლების ფსიქოლოგია დამყარებულია არა იმაზე რომ „ჭამე ის, არ ჭამო ეს“ არამედ ესაა ადამიანურ სიღრმეებში ჩასვლა, სიღრმისეული განცდების, ფიქრების და რწმუნებულებების გაანალიზება და გაცნობიერება, რომელიც იძლევა გრძელვადიან შედეგებს.
თარგმნა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: The Institute for the Psychology of Eating
© Institute For The Psychology of Eating, All Rights Reserved, 2018