ჩემი ცხოვრება ბევრად მარტივი გახდა რაც თავად ვარ კლიენტი
ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რას ნიშნავს იყო ფსიქოლოგის კლიენტი? ამ საკითხზე დღესდღეობითაც არსებობს განსხვავებული აზრი. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს განაჩენია- რომლის აღიარებაც ძალიან უჭირთ- ფსიქოლოგთან მისვლა ჯერ კიდევ დაკავშირებულია კომპლექსებთან რომელიც რეალურად ჩვენი წარსულის გადმონაშთია. ვინც იცის და ვისაც ჰქონია შეხება ამ სფეროსთან მათთვის ადვილია გადაწყვეტილების მიღება და ვიზიტზე ჩაწერა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ მივმართეთ ფსიქოლოგს. ასევე გვაინტერესებდა თავად ფსიქოლოგებს თუ ყავთ პირადი ფსიქოლოგები და თუ ყავთ რისთვის სჭირდებათ, როცა თვითონვე ფლობენ იმ ცოდნას და გამოცდილებას რასაც მათი ფსიქოლოგები მათთან ურთიერთობაში იყენებენ. გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ იველაშვილთან
ვინ არის ფსიქოლოგი და რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ადამიანზე?
-ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სპეციალური განათლება და გამოცდილება, იმისთვის რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს ცხოვრებისეული საკითხების მოგვარებაში. ეს გულისხმობს იმას რომ ფსიქოლოგი არაპირდაპირი გზით ცდილობს დაგანახოს ის გამოსავალი, რომლის პოვნაც დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია.
-არსებობს თუ არა კარგი და ცუდი ფსიქოლოგი?
-როგორც სამყაროში ყველას და ყველაფერს ამ პროფესიასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩემი აზრით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ადამიანი – რამდენად ეკოლოგიურია და რამდენად ესმის იმისი არსი რასაც აკეთებს.
ერთი რამ დადასტურებით მინდა გითხრათ რომ თუ თქვენ აღმოჩნდებით ფსიქოლოგტან და იგი დაიწყებს თქვენთვის რჩევების მოცემას- სასწრაფოდ გაეცალეთ მას! რადგან კარგ ფსიქოლოგს ესმის თუ რა გავლენის მატარებელია იგი და რამდენად შეუძლია მის ნებისმიერ სიტყვას სხვა ადამიანის ცხოვების შეცვლა.
-თქვენ ახსენეთ რჩევები- აბა რას აკეთებს ფსიქოლოგი თუ არ იძლევე რჩევებს?
-ფსიქოლოგი, როდესაც გააკეთებს თქვენი პრობლემის, საკითხის შეფასებას ამის შემდეგ იწყებს უშუალო მუშაობას თქვენთან, რათა თქვენ თვითონ შეძლოთ იპოვოთ და დაინახოთ თქვენთვის მისაღები, შესრულებადი და საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში
-ძალიან საინტერესოა, მეც პირადად მეგონა რომ ფსიქოლოგის პირდაპირი მოვალეობაა რჩევების მიცემა. მარიამ- რა არის ამ პროფესიაში ისეთი რასაც ყოველ სესიაზე გამოიყენებთ და რა არის ის რასაც არასდროს არ გამოიყენებთ?
-რასაც ყოველ სესიაზე ვიყენებ ჩემთვის ეს არის – ტექნიკა სესიის დაწყების წინ, რათა მოვიცილო ჩემი, როგორც ადამიანის საჭიროებები, საფიქრალი, ყველაფერი აბსოლიტურად და მაქსიმალურად ჩართული ვიყო კლიენტთან ურთიერთქმედებაში. ხოლო რასაც არასდროს არ გავაკეთებ…. ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ეს იქნება ის რომ არასდროს არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ ჩემი კლიენტისთვის
-ამას წინასწარ როგორ განსაზღვრავთ?
-ყველა ფსიქოლოგს თავისი მეთოდი აქვს წინასწარ რაღაცეების განსასაზღვრად, მე ჩემი მაქვს. აბა წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება კლიენტთან იმუშაო და არ იცოდე რისთვის მუშაობ და რა შედეგი უნდა მოუტანო მას? ეს ხომ ტყუილად გადაყრილი შრომა და დროა, კლიენტისთვის კი თანხა.
-რა შეიძლება იყოს ის საკითხი, რაშიც ვერ შეძლებთ დახმარების გაწევას კლიენტისთვის?
-მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მქონია და შესაბამისად შეუძლებელია ეს წინასწარ განსაზღვრო, მაგრამ როცა კლიენტი მოდის შენთან როგორც ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან და ქოუჩთან, შენ გაქვს ისეთი მეთოდები, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გაარკვიო შეგიძლია თუ არა ამ ადამიანის დახმარება.
-ვინ არიან თქვენი კლიენტები?
-ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს რომ თავისი ცხოვრება გახადოს უკეთესი, თავისი თავი გახადოს უკეთესი.
-ანუ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს ეხმარებით ცხოვრების გაუმჯობესებაში?
-დიახ
-თქვენ თვითონ თუ გყავთ პირადი ფსიქოლოგი?
-დიახ, რა თქმა უნდა მყავს, რაც ამისი გემო ვიგემე მას მერე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება ყოველდღიურად.
-ერთი პირადი დამაფიქრებელი ისტორიაც მაქვს ამ საკითხზე: ჩემი დიდი შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინე საკუთარ თავში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა და გადავწყვიტე ამაზე მემუშავა ჩემს ფსიქოთერაპევტთან. მოკლედ შევუთანხმდი რომ 2 დღეში შეძლებდა ჩემს მიღებას. და ამის მერე დაიწყო ჩემში შფოთვა, მინდოდა თუ არა მოშორება, საერთოდ მინდოდა თუ არა ამ საკითხთან თვალის გასწორება? მერე დავიწყე გამომწვევი მიზეზების ძიება საკუთარ თავში, მშობლებში, ახლობლებში და ვიხსენებდი და ვაგროვებდი ამ ნეგატივს მთელი 2 დღე-ღამის განმავლობაში. და რა მივიღე? ვერანაირი გამოსავალი ვერ ვიპოვე, თავი უარესად დავითრგუნე და უკვე სესიის ჩატარებაც კი აღარ მინდოდა, რომ არა ჩემი ფსიქოთერაპევტის მიმართ პატივისცემა და მისი დროის პატივისცემა, რომელიც ჩემთვის გაინთავისუფლა.
მოკლედ, ვიმუშავე ამ საკითხზე და თქვენ წარმოიდგინეთ საათნახევარიც კი არ დამჭირდა რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მომეგვარებინა ჩემს თავში და რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში. – როცა პრობლემას შენს თავში აგვარებ ის ავტომატურად გვარდება ცხოვრებაშიც, ავტომატურად იცვლება სამყარო შენს გარშემო. და ვერ აგიხსნით სიტყვებით ამ ერთი საკითხის მოგვარებამ რამდენი საკითხი მოაგვარა რაც მასზე იყო პირდაპირ თუ ირიბად დამოკიდებული.
-ანუ, მიუხედავად პროფესიისა თავად ფსიქოთერაპევტსაც კი არ შეუძლია თავისით გაუმკლავდეს პრობლემებს? აუცილებელია სესია?
-იცით, შეიძება გაუმკლავდეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ადამიანები ხომ ძალიან სუბიექტურები ვართ და შესაბამისად ეს გავლენას ახდენს საკუთარ თავზე მუშაობისას-აუცილებელია ოპერატორი, ვინც „ხელს წაგიკრავს“ და დაგეხმარება.
წარმოიდგინეთ რომელი ჯობია? დღე და ღამე გაასწორო პრობლემაზე და გამოსავალზე ფიქრში თუ 1 საათში მოაგვარო ნებისმიერი პრობლემა ფსიქოთერაპევტის დახმარებით?
მე მეორეს ვირჩევ
ჩემი ცხოვრება ბევრად მარტივი გახდა რაც თავად ვარ კლიენტი
სტატია მოამზადა ნინო სანიკიძემ