ჩვენი ფილოსოფია:
ქალის ბედისწერა – სიყვარულია.
კაცის ბედისწერა – თავისუფლება.
მაგრამ ქალი სიყვარულს იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისუფლებას შეიძენს, მამაკაცი კი თავისუფლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისწავლის სიყვარულს.
ქალური ბედნიერებისკენ გზას ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავით: ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ, როგორ დავაკვირდეთ, მოვუსმინოთ და გავიგოთ, მივიღოთ და გავცეთ, გვიყვარდეს და ვუყვრდეთ, შევქმნათ და ვიზრუნოთ. შევისწავლით საკუთარ ნამდვილ „მე“-ს: აკრძალვებს და შიშებს, ოცნებებს და სურვილებს. ვუსმენთ და შევიგრძნობთ საკუთარ სხეულს, რადგან სწორედ ის ინახავს წარსულის მოგონებებს, მათ შორის ნეგატიურსაც, მასვე ძალუძს გაგვათავისუფლოს და გვაჩუქოს თავისუფლება – თავისუფლება ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში.
თუ მოგეწონა გააზიარე