როგორ შეგიძლია გააზრებული ჭამის პროცესი პრაქტიკაში დანერგო
როდესაც ჭამ სხვა საქმიანობის პარალელურად – უყურებ ტელევიზორს, მართავ ავტომანქანას, საუბრობ ტელეფონზე ხელს შეგიშლით კვების პროცესის სრულ სიამოვნებაში. სანამ თქვენი გონება სხვაგანაა თქვენ ვერ გრძნობთ კმაყოფილებას ან აგრძელებთ ჭამას მაშინაც კი როდესაც არ ხართ მშიერი. გააზრებულ ჭამის პროცესს შეუძლია დაგეხმაროს, გონებამ ფოკუსი გააკეთოს შენს საკვებზე და პროცესი იყოს სიამუვნება და არა გადაძღომა.
- ჭამე სიწყნარეში, გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცულ გარემოში.
- სანამ ჭამას დაიწყებდე, დაფიქრდი რა გზა გაიარა შენმა საკვებმა, ფერმიდან შენს თეფშამდე.
- სცადე ჭამა არაბუნებრივი მდგომარეობით, მაგალითად მარცხენა ხელით, დანა-ჩანგლით, ან საკვები ჩხირებით. ეს შეამცირებს ჭამის პროცესში ტემპსა და დროს და მეტად ფოკუსირებულები იქნებით პროცესზე.
- გამოყავი საკმარისი დრო ამისათვის, რომ არ გეჩქარებოდეს. დააყენე თაიმერი 20 წუთის განმავლობაში, მიეცი ამ დროს შენს თავს სიმშვიდის საშუალება დაყავი რაც შეიძლება მეტი და მშვიდი დრო ამ პროცესში.
- აიღე პატარა ლუკმები და კარგად დაღეჭე, ყურადღება გადაიტანე ღეჭვაზე და გაარჩიე მაქსიმალურად მეტი გემო პირის ღრუში, განასხვავე ტექსტურა ლუკმებსა და ლუკმებს შორის.
- ლუკმიდან ლუკმამდე დანა-ჩანგალი დაალაგეთ თეფშზე. დაყავი მომენტი და დაუკვირდი შენს შეგრძნებებს- გრძნობ შიმშილს თუ გრძნობ კმაყოფილებას სანამ შემდეგ ლუკმას აიღებ.
- სცადე მანამდე შეწყვიტო ჭამა სანამ სავსედ მაძღრად იგრძნობ თავს. ცოტა დრო სჭირდება რომ კუჭიდან სიგნალი გადაეცეს ტვინს სისავსის შესახებ. ნუ იგრძნობ თავს რომ მანდამაინც თეფში ბოლომდე უნდა მოასუფთავო.
- როდესაც დაამთავრებ ჭამას, შეაფასე ისევ გრძნობ შიმშილს სანამ მეორე ულუფას დაიმატებ ან ნამდვილად გინდა დამატებითი დესერტის მირთმევა?
ისწავლე გრძნობების მიღება-თუნდაც ცუდის
შენ შეიძლება გგონია რომ მთავარი პრობლემა საკვების მიმართ უძლურება და უუნარობაა, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა შენი ემოციების მიმართ უძლურებაა. შენ გრძნობ რომ არ შეგიძლია ემოციებთან გამკლავება და ამას შენს მაგივრად საკვები აკეთებს, საკვების მიღებით თავის არიდება ხდება.
მისცე თავს უფლება იგრძნოს არასასიამუვნო, არაკომფორტული ემოციები შესაძლოა ცუდად ჟღერს, შესაძლოა ამის გეშინია. სიმართლე ის არის, რომ როდესაც ჩვენ ემოციებს არ ვიღებთ და ჩავახშობთ მათ, განსაკუთრებით კი მტკივნეულ და მძიმე გრძნობებს და ემოციებს, თუნდაც ყველაზე მტკივნეული და რთული გრძნობები შედარებით სწრაფად ჩერდება და კარგავს ძალას ჩვენს ყურადღების კონტროლისთვის.
თუ გინდა რომ იყო გაცნობიერებული კვებასთან მიმართებაში და ისწავლო როგორ მიიღო, დაეთანხმო და გაატარო ემოციები მომენტიდან მომენტამდე, ეს შესაძლებელია, ეს გაძლევს შესაძლებლობას განთავისუფლდე სტრესისგან განკურნო და მოაგვარო ემოციური პრობლემები რომლებიც ხშირად ტრიგერია ხოლმე ემოციური ჭამისა.
იხილეთ უშუალოდ პროგრამა ამასთან დაკავშირებით: http://inga-bless.tilda.ws/sasurvelitanadoba
სტატია მოამზადა წონის ქოუჩმა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: Melinda Smith, M.A., Jeanne Segal Ph.D., and Robert Segal, M.A.