რა არის ემოციური ჭამა?
ემოციური ჭამა (ან სტრესული ჭამა) არის მიზეზი იმისა თუ რატომ არის არაეფექტური დიეტები. ჩვენ ყოველთვის არ ვჭამთ იმიტომ რომ ფიზიოლოგიური შიმშილი დავიკმაყოფილოთ. ბევრი ჩვენგანი ასევე ვჭამთ იმიტომ რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ, ვჭამთ იმიტომ რომ დავკმაყოფილოთ ემოციური საჭიროებები, შევიმსუბუქოთ სტრესი ან გაუმკლავდეთ არასასიამუვნო ემოციებს როგორიცაა სევდა, მარტოობა, მოწყენილობა, ბრაზი და სხვა. შეიძლება შემოგეჭამოს ნაყინი იმიტომ, რომ ხარ უინტერესოდ, შეუკვეთო პიცა როცა მარტო და მოწყენილად გრძნობ თავს.
ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ საკვებს როგორც ჯილდოს, როგორც დღესასწაულის ნაწილს. როცა ვჭამთ ეს არის ემოციური მდგომარეობის დაძლევის მექანიზმი- როდესაც შენი პირველი იმპულსი არის ის რომ გააღო მაცივრის კარი მაშინ როდესაც ხარ სტრესში, გაბრაზებული, მარტოსული, გამოწურული ლიმონივით ან მოწყენილი- თქვენ ერთვებით არაჯანსაღ ციკლში და რეალურ ემოციებსა და პრობლემას არასდროს უმკლავდებით. ემოციური შიმშილის დაკმაყოფილება/შევსება არ ხდება საკვების მიღებით. ჭამა შესაძლოა თავს კარგად გაგრძნობინებს მხოლოდ მცირე ხნით, მაგრამ ის გრძნობები რამაც ჭამა გამოიწვია ისევ არსებობს. და ამ დროს თავს გრძნობთ კიდევ უფრო უარესად, მთავარ საკითხს ახლა ზედმეტი კალორიებიც დაემატა.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უძლური ხარ ზედმეტი საკვემის მიღების მიმართ, პოზიტიური ცვლილებების მოხდენა .შეგიძლია იპოვო ჯანსაღი გზები თუ როგორ მოაგვარო ურთიერთობა ემოციებთან, ისწავლო როგორ იკვებო ცნობიერად ნაცვლად უაზროდ ჭამისა, დაიბრუნო კონტროლი წონაზე და საბოლოდ სრულიად შეწყვიტო ემოციური ჭამა.
ხარ თუ არა ემოციური მჭამელი?
- უფრო მეტს ჭამ როდესაც სტრესში ხარ?
- ჭამ მაშინ როცა არ გშია, ან სულაც სავსედ გრძნობ თვს?
- ჭამ იმისთვის რომ თავი უკეთ იგრძნო (რომ დამშვიდდე, მოწყენილობისგან, სიბრაზისგან, შფოთვისგან განთავისუფლდე)?
- აჯილდოვებ საკუთარ თავს საკვებით?
- იქამდე ჭამ სანამ არ გაიტენები?
- საჭმელი თავს დაცულად გაგრძნობინებს? გრძნობ რომ საკვები შენი მეგობარია?
- თავს უძლურად და უკონტროლოდ გრძნობ საკვებთან დაკავშირებით?
იხილეთ უშუალოდ პროგრამა ამასთან დაკავშირებით: http://inga-bless.tilda.ws/sasurvelitanadoba
სტატია მოამზადა წონის ქოუჩმა ანა ბულბულაშვილმა
წყარო: Melinda Smith, M.A., Jeanne Segal Ph.D., and Robert Segal, M.A.