ტკივილი, რომელიც ცხიმს მიღმა იმალება
ტკივილი, რომელიც ცხიმს მიღმა იმალება
ცნობილია, რომ ჭარბი წონა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს. მსუქნების მიმართ ხშირად გარშემო მყოფებსაც ირონიული დამოკიდებულება აქვთ, უტაქტო პიროვნებისგან დაცინვა და აბუჩად აგდებაც მოსალოდნელია. გონიერი ადამიანები კი, პირიქით, განსაკურებით თბილად არიან განწყობილნი. მათ თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესია არ დაეუფლოთ. დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს სიმსუქნის დასაძლევად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ასეთი ადამიანები შეძლებენ, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური მომზადება იმისთვის, რომ მარტივად შეძლონ პრობლემის მოგვარება.
თავიდან, როგორც ყველა წამოწყება, ცოტა რთულია ჩვეული მდგომარეობიდან გამოსვლა, დისკომფორტსაც იგრძნობთ, მაგრამ მუდმივი კონტროლით ჩვევად გვექცევა ეს გარჯად ნამდვილად ღირს. ადამიანს არ სიამოვნებს აღიაროს პრობლემა, ის იწყებს უარყოფას – ეს არის ყველაზე რთული, თუმცა სანამ ადამიანი არ აღიარებს რეალობას, ის ვერ შეძლებს წავიდეს წინ.
ადამიანი უნდა დააინტერესო, რომ შეძლოს ბოლომდე მიყვეს დაწყებულ საქმეს. იქამდე სანამ წონას არ შეამცირებს. დაინტერესება, მოტივაციაა – ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიაა. რა თქმა უნდა კვება-ვარჯიშის, ენერგიის ხარჯვის კანონის და სხვა ცნობილი ფაქტების საშუალებით ამის ახსნა მარტივად ხდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები.
მთელი ფსიქოლოგია შედგება ემოციებისაგან. პირველი კილოგრამები სწორედ იმ ემოციას ატარებენ, რის გამოც ადამიანმა წონაში მოიმატა. კლიენტები ხშირად ამბობენ – მე მინდა უბრალოდ გავხდე. ის ვერ გრძნობს იმ ტკივილს, რომელიც ცხიმს იქით იმალება, ის იმიტომ ჭამდა ასე გამეტებით ამდენი წელი, რომ ეს ტკივილი დაემალა – ბავშვობის წყენა, უკვე მოზრდილ ასაკში მეგობრებთან, მეუღლესთან თანამშრომლებთან კონფლიქტი, უიღბლო ქორწინება, მშობლების დაშორება და ა.შ. როცა ის წონაში იკლებს, თანდათან უახლოვდება იმ ბოლო კილოგრამებს, რომლებიც თავიდან მოიმატა. კლების პროცესში მეტაფორულად, რომ ვთქვათ ემოციებიც გამოიყოფა გარეთ და ის მას გრძნობს. უკვე აღარ არსებობს ეს ფსიქოტრავმული მდგომარეობა, მაგრამ მეხსიერება ამას ისე აღიქვამს, თითქოს ის კვლავ იმყოფება ამ მდგომარეობაში. მან შეიძლება თავიდან განიცადოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა და ამიტომ ისევ ადვილად მოიმატოს, რადგან გრძნობს – მე ვიკლებ, მაგრამ არაკომფორტულად და ცუდად ვარ. ამიტომ ჯობია თავიდანვე გაერკვეს საკუთარ თავში, გრძნობებში, სანამ წონის დაკლებას დაიწყებდეს, რომ ეს კრიზისული მომენტი არ დადგეს.
როცა ადამიანი თავიდანვე იაზრებს წონის მომატების მიზეზს, ის წინასწარ გამოიმუშავებს იმ კომფორტის გრძნობას, რომელიც ბოლო კილოგრამებზე სჭირდება. ბოლოს რაც დარჩება იქნება „მხოლოდ ცხიმი“ – ყოველგვარი ემოციების გარეშე. ამიტომ წონის კლება არ უნდა იყოს დამუხტული უარყოფითი ემოციებით. პოზიტივით ადვილია წონის კლება.
ამიტომ, ადამიანმა ჯერ უნდა იგრძნოს „ტკივილი, რომელიც ცხიმს მიღმა იმალება“ და შემდეგ მისგან გათავისუფლდეს. ამ ტკივილის მოძებნა ფსიქოლოგიის თემაა.
მოხდეს გააზრება – მთავარი ესაა! პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის მზად პიროვნება წონის დასაკლებად. გააცნობიეროს, სწორედ აღიქვას პრობლემები. ისწავლოს საკუთარი თავისა მართვა.
ცხოვრების წესის შეცვლა, ემოციების მართვა ჯანსაღი კვება და ფიზიკური დატვირთვა, ასევე მიღწეული პროგრესის შენარჩუნება აი ეს არის სიხარულის, სიყვარული და ბედნიერების საწინდარი.
პირველად საქართველოში! უნიკალური, კომპლექსური პროგრამა: „სასურველი ტანადობა“: ingabless.com