ნაჩვენებია 51-77 სულ 77 კურსიდან
თვითდისციპლინა საშუალებას გვაძლევს, დამატებით მოტივაციის გარეშე “უბრალოდ ვაკეთოთ” რაღაცები, ზედმეტი დრო და ენერგია არ ვხარჯოთ: რეგულარულად გავაკეთოთ სავარჯიშოები, ვასეირნოთ ძაღლი ან გავიღვიძოთ მაღვიძარას ხმაზე. თვითდისციპლინისას ერთჯერადად მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ”მე ამას გავაკეთებ” და ადამიანი ამას უბრალოდ აკეთებს. თვითდისციპლინისთვის მნიშვნელოვანია …
აზროვნება აზროვნების ფოკუსირების ერთ-ერთი გზაა – ცარიელი ეკრანის ვიზუალიზაცია, რომელიც ჩრდილავს დანარჩენ გამოსახულებებს. აზრის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთი ხრიკი: ყველა სენსორული არხით აქციოთ ინფორმაცია ფონად. ამ ეფექტის მისაღებად საკუთარი თავის გამოკვლევაა აუცილებელი. ჩვენ, გარე ყურადღებით ვმართავთ გამოსახულებას ფონზე. უფრო …
ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში (ნლპ) არსებობს ასეთი მეტაპროგრამა: რეფერენცია (მითითება). იგი განსაზღვრავს, ვის მოსაზრებას ეყრდნობა ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას – საკუთარ თუ სხვისას. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს საკუთარი აზრი და ა.შ. – მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. იმისათვის, რომ გქონდეთ საკუთარი …
ენერგია ახასიათებს ემოციური აღქმის დონეს. მაგალითად, სიმშვიდეში ენერგია დაბალია, ხოლო შფოთვისას – მაღალი. ენერგიის კონტროლით, თქვენ შეგიძლიათ (საჭიროების შემთხვევაში) დამშვიდდეთ ან გახდეთ უფრო შემართული და უკეთ აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა. 1. წარმოიდგინეთ ენერგიის სკალა. რეკომენდაციას ვუწევ ვერტიკალურ, 0 დან 20 მდე …
ძალიან ცდებით თუ ასეთი მიდგომა გაქვთ თქვენი მეუღლის მიმართ! რამოდენიმე დღის წინ, ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ასეთი ფრაზა გააჟღერა – ‘’ცოლს რომ მოვიყვან, ტვინი რომ არ გაღუნოს 4 ბავშვს გავაჩენინებო.’’ ამ ფრაზის მოსმენა ძალიან არ მესიამოვნა, ამ ფრაზაში სრულად ჩანს …
როდესაც გესმით სიტყვა ქოუჩინგი რა ასოციაციას იწვევს ეს თქვენს გონებაში? დამაბნეველია არა? ქოუჩი ხდება საკმაოდ პოპულარული წოდება, ქოუჩინგი გამოიყენება სხვადასხვა პროფესიებთან ერთად, და ხშირად მას არ სჭირდება წინაწრარი ტრენინგი, ხშირად ქოუჩინგი არის უბრალოდ მარტივი გზა შეკითხვების დასმის, ჩემი ფავორიტი განმარტებაა: …
სცადე ეს ექსპერიმენტი დღეს ან ხვალ დილით. დააყენე თაიმერი 5 წუთზე, იპოვე მყუდრო ადგილი, სადაც შეგეძლება მშვიდად დაჯდე და ხელი არ შეგიშალონ. დაჯექი, დაჯექი და მხოლოდ ისუნთქე, მიეცი საშუალება ფიქრებმა დენა დაიწყონ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, უყურე მათ, გახდი შენი ფიქრების …
ჯერ კიდევ უძველეს დროშიც მიიჩნეოდა, რომ ”ქოუჩინგი არის ხელოვნება დაეხმაროს ადამიანს საკუთარი გადაწყვეტილებების პოვნაში,” ქოუჩინგს არ აქვს თერაპიული მიზნები, თუნდაც ის პირადი განვითარების დისციპლინების ნაწილი იყოს. ამასთან, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თერაპიული მიდგომის მხარდაჭერა, მკურნალობის უკეთესად დასახმარებლად ან ჯანმრთელობისთვის მომგებიანი ქცევის …
ქოუჩინგის უპირატესობები უკეთესად გაუმკლავდეთ სტრესს და ემოციებს. აღადგინეთ თვითშეფასება და თავდაჯერებულობა თქვენში ძლიერი მხარეების დადგენით და იმის ცოდნით, თუ როგორ უნდა განვითარდეთ ისინი გახდი მსახიობი თქვენი ცხოვრების: იმოქმედეთ, არ იტანჯოთ უმჯობესია ვიცხოვროთ პირადი და პროფესიული გადასვლის ფაზებში: განცალკევება, მძიმე დანაკარგი, სამსახურიდან …
პირველად ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში უმაღლესი IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური …
აფირმაცია, იგივე პოზიტიური დებულება – ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად. აფირმაცია, ესაა დალაგებული აზრები, რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის სასურველ მდგომარეობას. ადამიანს ის შეუძლია ხმამაღლა წარმოთქვას ან ჩუმად, თავისთვის გულში, თუმცა შედეგიანია ორივე შემთხვევაში. მე პირადად ხმამაღლა წარმოთქმას ვანიჭებ …
აფირმაცია ეს არის ადამიანის აზრების და ფიქრების პოზიტიური ფორმულირება.ყველა ადამიანი ქმნის თავის პიროვნულ აფირმაციას,რომლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,რომ პიროვნება მთელი დღის განმავლობაში ფოკუსირდება პოზიტივზე,დადებით ემოციებზე.დადებით ემოციებს კი იგი გადაჰყავს ცხოვრების მაღალ ვიბრაციებზე.მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანი ასხივებს დადებით ემოციებს,რაც მას ხელს უწყობს …
„აფირმაცია“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „დამტკიცებას“, „დადასტურებას“. აფირმაცია არის მოკლე წინადადება, ფრაზა, ე.წ. „ვერბალური ფორმულა“. როცა ადამიანი ამ ფრაზას მრავალჯერ იმეორებს გააზრებულად და ემოციურად, ასე აჯერებს წარმოთქმულსა და გაჟღერებულ სიტყვებს თავის ქვეცნობიერს. აფირმაციების ხშირი გამეორება ადამიანისთვის სტიმული ხდება და ცხოვრება …
ნუ ბრაზდებით! ყველა ადამიანი ვინც თქვენს ცხოვრებაში იყო და გული გატკინათ-ნუ ბრაზდებით მათზე, პირიქით მადლობა გადაუხადეტ რომ იყვნენ თქვენს ცხოვრებაში და კარგად დაფიქრდით, რა ისწავლეთ მათგან? რა შეცვალეს თქვენში და თქვენ ცხოვრებაში? -გაბრაზებულ გულზე შეიძლება თვლით, რომ მათ არაფერი მოუტანიათ …
ტერმინებზე ქოუჩი და ქოუჩინგი ბევრს საუბრობენ. აქტუალობას არ კარგავს ქართულად თარგმნის საკითხი – როგორ უნდა ითარგმნოს და რამდენად ზუსტი იქნება თარგმანი. ☛ ჩვენც გვიფიქრია ქართულ შესატყვისზე, თუმცა, ძნელია იმ შინაარსის სიტყვის მოძებნა, რომელიც დაიტევს ქოუჩინგის, როგორც პროფესიის მნიშვნელობას. ❌ ქოუჩი არ …
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიყოთ და ცხოვრება კი არ გვთრგუნავდეს, გვახარებდეს? ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი განიხილავს 29 სიტუაციას, რომლებშიც ადამიანი ან კარგავს ძალას, ანუ სუსტდება როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, ან იძენს მას, ანუ კიდევ მეტად ძლიერდება …
სამსახურიდან გვიან დავბრუდი სახლში, მობილურზე იმდენი შეტყობინება მქონდა , თითქოს თავს ვარიდებდი გახნას. აბაზანა ავავსე, ღვინის ბოთლი ავიღე , ატლასის ხალათი, თავის პირსახოცთან ერთად მოვამზადე და ეს-ესაა უნდა ჩავწვე, ზარია! ღრმად ჩავისუნთქე. მეორეჯერ რეკავს. საფეთქელთან დაჭიმულობა ვიგრძენი. მივლასლასდი კარებთან. ჩემი მეგობრები, …
არსებობს ნიშნები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია განსაზღვროთ, თქვენს წინაშე ჭკვიანი ადამიანია, თუ პერსონა კომპლექსების თაიგულით, რომელიც ნარცისივით გიჟდება საკუთარ თავზე. თვლით თუ არა საკუთარ თავს სხვებზე ჭკვიანად? რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, ვიყოთ უფრო ჭკვიანები, ამიტომ ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილად …
„ჩემი საუკეთესო მეგობარი წლების განმავლობაში მუშაობს იმავე თანამდებობაზე მიზერული ხელფასისთვის და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ის არის მაღალი კლასის სპეციალისტი თავის სფეროში. ჩემი მეზობელი მთელი ცხოვრება ცხოვრობს ადამიანთან, რომელიც არ უყვარს. ჩემს დას არ შეუძლია საკუთარი ბიზნესის გახსნა და განვითარება …
ყველა ადამიანი განსხვავებული, უნიკალური და სხვადასხვა შესაძლებლობებით იბადება. აღზრდას და გარემოს , უდიდესი როლი აქვს, ადამიანის შემდგომ განვითარებაში და ცხოვრებაში.ვიზრდებით ,ვვითარდებით და ვხდებით ის,ვინც ვხდებით,თუ ეს ისაა,რაზეც შენ ოცნებობდი,თუ შენი ცხოვრება ისეთია,როგორსაც ნატრობდი, გ ი ლ ო ც ა ვ …
რა არის ბედნიერება? – ამ კითხვაზე პასუხი ყველა ადამიანს განსხვავებული ექნება, რადგან ის დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის წარმოსახვით უნართან, მის წარსულ გამოცდილებასთან, მის მოლოდინებთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან. – ბედნიერების თემა ყოველთვის აქტუალური იყო საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ არისტოტელე მიიჩნევდა, რომ …
დაიმახსოვრე, რაზეც ფიქრს იწყებ, შენს ცხოვრებაში ის დაიწყება … იფიქრე კარგზე და ყველაფერი, შენი ფიქრის შესაბამისად წარიმართება. კარგად გაანალიზე შენი ცხოვრება,დაუსვი თავს შეკითხვა-ეს ის ცხოვრებაა, რაზეც ვოცნებობდი?-უპასუხე ამ შეკითხვას გულწრფელად და თუ, ეს, ასე არაა,დაიწყე მისი შეცვლა დღესვე! როგორ ? …
თვითშეფასება არის პიროვნების საკუთარი თავის შეფასება, მისი შესაძლებლობები, თვისებები და ადგილი სხვა ადამიანების საზოგადოებაში. მეტი ვიდრე თავდაჯერებულობა. ეს უკავშირდება იმას, თუ რამდენად ვაფასებთ საკუთარ თავს და ვართ დავდაჯერებულნი, ეს ასევე უშუალოდ ეხება ჩვენს მოქმედებებსა და ქცევას. შეიძლება ითქვას, რომ თვითშეფასება …
❤️სიყვარული ფართო მცნებაა, ის ერთ ერთი ამაღლებული და მნიშვნელოვანი ემოციაა ადამიანის ცხოვრებაში , ეს არის გრძნობა რომელიც გვავსებს და გვაძლიერებს🙏 ჩემი აზრით სიყვარული ის გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ , ბევრი ამბობს რომ სიყვარული ეს არის გადაწყვეტილება „გინდა გიყვარს და …
ადამიანი ახალი საქმის დაწყების წინ 4 საფეხურს გადის, იმისთვის რომ რაშიც არაკომპეტენტურია კომპეტენტური გახდეს და მისი ახალი საქმიანობა მისი ბუნებრიობა შეიქმნას, ეს საფეხურებია: გაუცნობიერებელი არაკომპეტენტურობა როცა არ იცი ის თუ რა არ იცი. გაცნობიერებული არაკომპეტენტურობა როდესაც იცი ის რაც არ …
ქოუჩინგი ეს არის მომსახურება,რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისკენ. ადამიანი გადაიყვანოს დაბალი, სუსტი ემოციებიდან, ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე. ქოუჩინგი დღეს სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება, ეს ტერმინი უნგრული წარმოშობისაა და პირდაპირი თარგმანით ეტლს ნიშნავს. ეტლი კი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორეში გადასაადგილებლად. …
ადამიანის მიერ ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრა წარმატების მიღწევის მთავარი პირობაა. ამასთან მნიშვნელოვანია არამარტო მიზნის დასახვა, არამედ ხშირი ფიქრი, რომ თქვენ შეგწევთ მათი მიღწევის უნარი და მიაღწევთ კიდეც მათ. არ უნდა იფიქროთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების შესახებ, ნუ წარმოიდგენთ ბოროტ სიბნელეს. კონცენტრირება …