კიდევ ერთხელ აზროვნების თავისებურებაზე
აზროვნება
აზროვნების ფოკუსირების ერთ-ერთი გზაა – ცარიელი ეკრანის ვიზუალიზაცია, რომელიც ჩრდილავს დანარჩენ გამოსახულებებს. აზრის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთი ხრიკი: ყველა სენსორული არხით აქციოთ ინფორმაცია ფონად. ამ ეფექტის მისაღებად საკუთარი თავის გამოკვლევაა აუცილებელი.
ჩვენ, გარე ყურადღებით ვმართავთ გამოსახულებას ფონზე.
უფრო ვრცლად, თუ როგორ მუშაობს ყურადღება, იხილეთ სტატიაში „ტრანსი და ყურადღების სტრუქტურა“.
დააკვირდით სურათს:
თქვენ დაინახავთ სახეებს ან ლარნაკს.
ხედვის თავისებური ფოკუსირებით შესაძლოა ორივე გამოსახულების დანახვა.
იმისათვის რომ დაინახოთ სახეები, თეთრი სივრცე უნდა გარდაქმნათ ფონად, შავი სივრცე კი ფიგურად. ლარნაკის დასანახად კი პირიქით, თეთრი სივრცე დაინახეთ ფიგურად, შავი კი ფონად. მთავარი კითხვა:
როგორ აკეთებთ ამას?
ეს იქნება გარკვეული სუბმოდალური ცვლა. მაგალითად, იმისათვის, რომ სივრცე „ფიგურა“ გახდეს, მას უფრო აბრწყინებთ, ყველაფერ დანარჩენს კი ამუქებთ. ან “ფიგურა” გადაგყავთ მეტ სიმკვეთრეში და ფონი “ბუნდოვანი” ხდება. და ა.შ. ყველაზე მეტად გავრცელებული, კრიტიკული სუბმოდალობაა ფიგურა / ფონი: სიკაშკაშე, სიმკვეთრე, კონტრასტი, ფოკუსირება. აუდიო წარმოსახვაში, ეს არის მოცულობა, სიწმინდე. კინესტიკურში განცდების ინტენსივობა.
ასე რომ, იმისათვის, რომ ერთი სენსორული შეგრძნებიდან მეორეზე გადაერთოთ, არსებული აღქმის ობიექტი უნდა აქციოთ “ფონად”, ხოლო მეორე აღქმის ობიექტი გარდაქმნად სხვა ფიგურად – ანუ, მობილიზდეთ რაც ზუსტად რომ ნიშნავს ”ფიგურის” კრიტიკული სუბმოდალობის გაძლიერებას.
უფრო ზუსტად: ფიგურასა და ფონს შორის სხვაობის გაძლიერებას.
აი, ასეთია აზროვნების შეჩეების ჯადოსნური მეთოდი.
თქვენ, ყველა სენსორულ არხს აქცევთ ფონად.
ზოგჯერ, ყურადღება აუდიოდან ვიზუალურ მოდალობებზე იფანტება, ან ვიზუალურიდან კინეტიკურზე, ანდა კინეტიკურიდან აუდიოზე და ასე, უსასრულოდ. მიეცით ამ ცვალებადობებს უფლება. საბოლოოდ, ყურადღება მოდალობის ან ერთ ფორმაზე შეჩერდება, ან ნელ-ნელა გადავა ერთი ფორმიდან მეორეში. შესაძლოა ჩამოყალიბდეს სინესთეზიაც – ყურადღების არეალში სამივე მოდალობა. სწორედ ეს მდგომარეობა ქმნის აზროვნების „შეჩრების“ და სიცარიელეში ჭვრეტის უნარს.