შეუძლია თუ არა შეძახილს ხის გახმობა!?
„აფირმაცია“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „დამტკიცებას“, „დადასტურებას“. აფირმაცია არის მოკლე წინადადება, ფრაზა, ე.წ. „ვერბალური ფორმულა“. როცა ადამიანი ამ ფრაზას მრავალჯერ იმეორებს გააზრებულად და ემოციურად, ასე აჯერებს წარმოთქმულსა და გაჟღერებულ სიტყვებს თავის ქვეცნობიერს. აფირმაციების ხშირი გამეორება ადამიანისთვის სტიმული ხდება და ცხოვრება დადებითად იწყებს შეცვლას.
აფირმაციის ავტორად მიიჩნევენ ფრანგ მეცნიერს – ემილ კუეს. მისი აზრით, როცა ადამიანი ბევრჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს, ისინი გამოიწვევენ ადამიანში შესაბამის წარმოდგენებს საკუთარ თავზე, რომელიც შემდეგ სიმართლედ იქცევა. ადამიანს მართავს საკუთარი წარმოსახვა, ხოლო აზრები, რომელიც ქვეცნობიერში წარმოიქმნება, ისწრაფიან რეალობისკენ.
ადამიანზე ზემოქმედებს ქვეცნობიერში არსებული უარყოფითი რწმუნებულებები. სწორედ ეს რწმუნებულებები იწვევს ადამიანში შიშის, ფობიის, შეცდომისა და წარუმატებლობის მიზეზს. აფირმაციებით კი ხდება მათი დამუშავება და შეცვლა, რათა უარყოფითი მუხტი შეცვალოს დადებითით. აფირმაციები აღწევს ქვეცნობიერში და ცვლის ძველ აზრებს ახლით. ახალი აზრები ეტაპობრივად აქტიურდებიან და ახდენენ ახალ ზეგავლენას. გაჩნდება ახალი პოზიტიური აზრები, შეიცვლება განწყობა და ასევე შეიცვლება რეაქციები გარემოებებზე.
აფირმაციის დაწერას თავისი წესები აქვს: აფირმაცია აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური, ლაკონური, უნდა იწყებოდეს სიტყვით „მე“, აუციელაბლად უნდა ეხებოდეს კონკრეტულად იმ პიროვნებას, ვინც ამას კითხულობს. ასევე უნდა იყოს აწმყო დროში, არ უნდა შეიცავდეს არავითარ უარყოფით და ნეგატიურ სიტყვებს. მაგ: „ მე მაქვს უსაზღვრო ბარაქა და მუდმივად მზარდი შემოსავლები“.
აფირმაციაზე მახსენდება ერთი ქართული ანდაზა: „შეძახილმა ხე გაახმოო!“ ზუსტად ეგრა, რასაც დააჯერებ საკუთარ თავს, ზუსტად ის მატერიალიზდება. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩევნ ვართ ჩვენივე აზრები.
მოამზადა: ლელა აფრიამაშვილმა
© IBEL ACADEMY