ყველაფერი ფიქრით იწყება!
დაიმახსოვრე, რაზეც ფიქრს იწყებ, შენს ცხოვრებაში ის დაიწყება … იფიქრე კარგზე და ყველაფერი, შენი ფიქრის შესაბამისად წარიმართება.
კარგად გაანალიზე შენი ცხოვრება,დაუსვი თავს შეკითხვა-ეს ის ცხოვრებაა, რაზეც ვოცნებობდი?-უპასუხე ამ შეკითხვას გულწრფელად და თუ, ეს, ასე არაა,დაიწყე მისი შეცვლა დღესვე!
როგორ ? საიდან?რანაირად?
ცვლილებები იწყება არა გარედან, არამედ შიგნიდან, ცვლილებები იწყება შენში, საკუთარი თავის კარგად გაცნობით, შეყვაებით, რწმენით, ცვლილებები იწყება, როდესაც შეიყვარებ სამყაროს ისეთს, როგორიც არის, ადამანებს როგორებიც არიან, იქნები მადლიერი ღმერთის, ყოველი დღისთვის.
ცვლილებები იწყება შენი ფიქრებიდან!
დამოკიდებულების შეცვლიდან გარემოს და საკუთარი თავის მიმართ!
საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლით, მიმღებლობით, შენ უკვე ბედნიერი ხარ,ბედნიერი ხარ იმით, რაც გაქვს და ვინც ხარ.
აი, სწორედ მადლიერებით მოსილს შეგიძლია დაგეგმო ახალი და უკეთესი,გაანალიზე სად ხარ და სად გინდა იყო,რადგან ზუსტად დაინახო ის გზა,რაც გასავლელია. იყავი ბედნიერი შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე,იყავი მადლიერი სამყაროსი და საკუთარი თავის.
როგორ დაიწყო?
რწმენით, მადლიერებით, სიყვარულით და უკეთესზე ფიქრით, ყველაფერი ფიქრით იწყება!
მოამზადა დარე სუხმანმა