უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ
სამსახურიდან გვიან დავბრუდი სახლში, მობილურზე იმდენი შეტყობინება მქონდა , თითქოს თავს ვარიდებდი გახნას. აბაზანა ავავსე, ღვინის ბოთლი ავიღე , ატლასის ხალათი, თავის პირსახოცთან ერთად მოვამზადე და ეს-ესაა უნდა ჩავწვე, ზარია! ღრმად ჩავისუნთქე. მეორეჯერ რეკავს. საფეთქელთან დაჭიმულობა ვიგრძენი. მივლასლასდი კარებთან. ჩემი მეგობრები, გაბრწყინებული სახით ელოდებიან როდის გავაღებ კარს. შემშურდა მათი მომძლავრებული ენერგიის. ვატყობ რომ გავღიზიანდი, თუმცა თავს ძალა დავატანე და გავაღე. კარის გაღება და მათი შემოვარდნა ერთი იყო, შემომეხვიენ გველებივით. თავი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე მეგონა. ყველა ჩემს ირგვლის ტრიალებდა, ზედმეტ ნივთებს მე მაჩეჩებდნენ და თან თბილი სიტყვებიც არ ენანებოდათ. მათმა დადებითმა აურამ, ჩემს დაღლილობას აჯობა. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, ვერც თავის, ვერც მხრების. სწორად მოვქცეულვართქო ვიფიქრე. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ მეორე დილით ჩემი მეგობრის სოფელში ჩავსულიყავით და უქმეები იქ გაგვეტარებინა. უცებ გადავეწყვე მშრომელი, წარმატებული, მკაცრი და თავდაჯერებული უფროსი , ფუშფუშაკაბიან და თავქარიან გოგონად. მთელი გზა სიცილ-კისკისში გავატარეთ. ჩავედით და გაწვიმდა. ჩემი მეგობრის ბებიამ მოგვხსნა მთელი პასუხისმგებლობა საჭმელსა და დალაგებაზე. ჩვენზე იყო მხოლოდ გართობა, ამიტომ აღარ დავაყოვნეთ და წვიმაში გავვარდით. უცებ სილაღე ვიგრძენი. გადავერთვე ფიქრებში და თავს უფლება მივეცი ამ ფიქრებს შორს წავეყვანე.
მართალია, მაშინ ჯერ კიდევ მეოცნებე, ჩერჩეტი გოგონა ვიყავი ,თავში ათასი სულელური აზრით ,მათ შორის, “თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის” ჩათვლით…მაგრამ, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად წვიმაში ვცეკვავდით, ცვრიან მინდორზე ფეხშიშველა დავრბოდით ,კაბის კალთებს სპეციალურად მაღლა ვიწევდით,რათა ჩვენი შველივით თლილი ფეხები და ნატიფი სხეული გამოგვეჩინა, ვიცინოდით გამომწვევად და ამით სოფლელ ბიჭებს განგებ ვაღიზიანებდით.
მათ დაბნეულ,უხერხულ მზერას კი, ჩვენი კისკისი ანეიტრალებდა ,რაც, ერთი შეხედვით ,ჩვენს ტრიუმფს აფიქსირებდა, თითქოს დავცინოდით კიდეც, ვაი თქვე საცოდავებო, ჩვენთვის ეს მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი. არადა,სინამდვილეში, თითქოს ვნიღბავდით იმ ცეცხლს,რომელიც ჩვენში თანდათან ინთებოდა …
დიახ, ვგრძნობდით,რომ რაღაც ხდებოდა ჩვენს თავს, რომ ჩვენ უკვე ის ბავშვები აღარ ვიყავით,ის მშობლებს მიწეპებული პატარა არსებები,რომელთაც დედების კალთებს იქით არსებულ სამყაროზე არა გაეგებოდათ რა,როცა ჩვენი ბავშვური საიდუმლოებების თანაზიარი სათამაშო თოჯინა თუ იყო მხოლოდ…
ქალად ჩამოყალიბების პირას მყოფთ, ანდამატივით გვიზიდავდა სოფლელი ბიჭების მძიმე, ფიზიკური შრომისგან დაკუნთული სხეულები. მათი ნავარჯიშევი, განიერი მხრებისა და ამოზნექილი კუნთების ცქერა, სირცხვილნარევ სიამოვნებას გვანიჭებდა.
ჩვენი ქცევის და წარმოიდგინეთ,მოძრაობის მანერამაც კი ცვლილება განიცადა,თავს უჩვეულოდ ვგრძნობდით,ბოლო პერიოდისმანძილზე საკმაოდ წამოზრდილი მკერდის ტარება უხერხულობას გვიქმნიდა,მაგრამ მეორე მხრივ, სიამაყის გრძნობაც გვეუფლებოდა. ჩვენს სხეულებში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებები, ქალური ფორმების ჩამოყალიბების პროცესის სრული განცდა, საკუთარიმშვენიერების გათვითცნობიერება და ძლიერი სქესის წინაშე საკუთარი სისუსტის შეგრძნება პირდაპირ აისახებოდა ჩვენს ქცევაზე დათანდაყოლილ სინაზეს განსაკუთრებული სისპეტაკის რომანტიულ ელფერს სძენდა.
გოგონებო ამოდით. საჭმელი მზად არის, ბებიამ გადმოგვძახა ფაჯრიდან. უცებ ვერ მიხვდი სად ვიყავი, ისე გართული ვიყავი ფიქრებში. ამოვედით სახლში და გავეშურეთ პირდაპირ აბაზანისკენ. პირსახოცი გვერძე ოთახშიაო ბებომ შემოგვძახა. ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე ამ ოთახისკენ და უცებ თვალწინ დამიდგა წარსულის სიკეკლუცე.
მთელი დღის ცუღლუტობებით დაქანცულნი, ზუსტად ამ ოთახში ვიკრიბებოდით, საწოლებზე გადავნაწილდებოდით, მუცლებზევწვებოდით,ნიკაპებს ხელისგულებზე ჩამოვდებდით,ფეხებს ახალგაზრდული სიცელქით – ჰაერში ვათამაშებდით,თითებითკულულებს ვეთამაშებოდით და ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით, პარალელურად, ქალურ ოცნებებს ვეძლეოდით. ამ ოთახს აივანიც აქვს, ჩავილუღლუღე და გავედი აივანზე. გამახსენდა, ფიქრებში გართულნი, რომ ვერ ვამჩნევდით სოფლელი ჭაბუკებისმოახლოებას, რაც ყოველთვის დაჭერობანას ან დახუჭობანას თამაშით სრულდებოდა, ფარული ფლირტის ელემენტებისთანხლებით,რასაკვირველია.
საუზმის დროს დავიწყეთ წარსულის გახსენება. სიცილ-კისკისში ჩამოვთვალეთ ვის ვინ უყვარდა , ვინ რას აკეთებდა ამ გრძნობის შესანარჩუნებლად. სათითად მივყევით და განვიხილეთ წარსული, განვიხილეთ ღიმილით და ცრემლმორეული თვალებით გადავხედეთ ერთმანეთს. ჩვენ უკვე ვგრძნობდით,რომ ცხოვრება აღარასდროს იქნებოდა ისეთი,როგორიც იყო უწინ. მივხვდით, რომ ის გულწრფელობა გვენატრებოდა, ის სილაღე, ის სიმორცხვე და სიკეკლუცე ერთად. ქალაქში იმ საღამოსვე დავბრუნდით, მთელი გზა ჩემი მეგობრების ტიტინს ვუსმენდი, მე ხმა არ ამომიღია, ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა საფეთქლები, წამებს ვითვლიდი როდის მივაღწევდი სახლამდე. ჩავედით და დავუბრუნდით ძველ ყოფას. ზოგი ოჯახში, ზოგიც სამსახურსა და ოჯახში. მე ჩემს კომპანიაში. რითიც ვამაყობ, დიახ, კმაყოფილი ვარ რასაც მივაღწიე, თუმცა, გულის სიღრმეში, ვუკრძალავ ჩემს თავს ამაზე ფიქრს, არის რაღაც მაგრამ.მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოხატოს თავისი სისუსტე.