ჩვევები აყალიბებენ ჩვენს ფასეულებებს, ფასეულობები კი ქმნიან ჩვენს ცხოვრებას
აფირმაცია ეს არის ადამიანის აზრების და ფიქრების პოზიტიური ფორმულირება.ყველა ადამიანი ქმნის თავის პიროვნულ აფირმაციას,რომლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,რომ პიროვნება მთელი დღის განმავლობაში ფოკუსირდება პოზიტივზე,დადებით ემოციებზე.დადებით ემოციებს კი იგი გადაჰყავს ცხოვრების მაღალ ვიბრაციებზე.მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანი ასხივებს დადებით ემოციებს,რაც მას ხელს უწყობს ენერგიების მოზიდვაში.ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ადვილად მიაღწევს დასახულ მიზნებს.
აფირმაციის ყოველდღიური გამეორება ავტომატურად იწერება ჩვენს ქვენობიერში.ქვეცნობიერი ვერ ხვდება ესა თუ ის მოვლენა რამდენად შეესაბამება სინამდვილეს,მისთვის მნიშვნელოვანია აზრები ,ემოციები და სიტყვები და არა ფაქტი და როდესაც ჩვენ ქვეცნობიერს ვავსებთ საუკეთესო ემოციებით,ამით მას ვაგებინებთ რა გვინდა და პასუხიც არ დააყოვნებს,ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება ჩვენი ფიქრების რეალიზება.
როდესაც ამბობ რომ “მე ვარ ბედნიერი” და ამას თუნდაც არ მიანიჭებ მნიშვნელოვანებას, მაგრამ სისტემატიურად აღიარებ, ამით შენ თვითნებურად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დგები ბედნიერი ადამიანის პოზიციაში, ეს თავისთავად მოიცავს სიხარულს და სიმშვიდეს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა წარმატების მისაღწევად. აფირმაციის ყოველდღიური წაკითხვა გადადის ჩვევაში, ჩვევები აყალიბებენ ჩვენს ფასეულებებს, ფასეულობები კი ქმნიან ჩვენს ცხოვრებას, აქედან გამომდინარე აფირმაცია გვაძლევს საშვალებას შევქმნათ ჩვენი ცხოვრება ისეთი,როგორიც გვინდა რომ იყოს.ანუ ჩვენი სურვილები გადაიქცევა აზრებად,რომელიც განსაზღრავს ჩვენსავე ქმედებებს,ეს უკანასკნელი კი იძლევა შედეგს.
მოამზადა: ლიკა გაბუნიამ
© IBEL ACADEMY