ქოუჩი თუ მწრთვნელი, ქოუჩინგი თუ გაწრთვნა, ან იქნებ სხვა?
ტერმინებზე ქოუჩი და ქოუჩინგი ბევრს საუბრობენ.
აქტუალობას არ კარგავს ქართულად თარგმნის საკითხი – როგორ უნდა ითარგმნოს და რამდენად ზუსტი იქნება თარგმანი.
☛ ჩვენც გვიფიქრია ქართულ შესატყვისზე, თუმცა, ძნელია იმ შინაარსის სიტყვის მოძებნა, რომელიც დაიტევს ქოუჩინგის, როგორც პროფესიის მნიშვნელობას.
❌ ქოუჩი არ არის მწვრთნელი – ის არ წვრთნის კლიენტს და არ აძლევს მას მზა ინსტრუქციებს
❌ ქოუჩი არ არის ფსიქოლოგი – ის არ იკვლევს მიზეზებს და არ კურნავს კლიენტს
❌ ქოუჩი არ არის კონსულტანტი – ის არ ადგენს საჭიროებებს და არ აძლევს კლიენტს რჩევებს
ქოუჩინგი – ეს არის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია
▲ მიზნების დასახვასა და მიღწევაზე
▲ პიროვნულ განვითარებაზე
▲ განახლებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაზე
▲ პოტენციალის სრულ რეალიზებაზე, როგორც პირად, ასევე, პროფესიულ ცხოვრებაში
➤ქოუჩი ამოტივირებს კლიენტს, ეხმარება მას გაერკვეს საკუთარ თავში, დასახოს მკაფიო მიზნები და მოახდინოს თავისი ნიჭის და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება!
წყარო: Growin • გროუინი