როდესაც გესმით სიტყვა ქოუჩინგი რა ასოციაციას იწვევს ეს თქვენს გონებაში?
როდესაც გესმით სიტყვა ქოუჩინგი რა ასოციაციას იწვევს ეს თქვენს გონებაში? დამაბნეველია არა? ქოუჩი ხდება საკმაოდ პოპულარული წოდება, ქოუჩინგი გამოიყენება სხვადასხვა პროფესიებთან ერთად, და ხშირად მას არ სჭირდება წინაწრარი ტრენინგი, ხშირად ქოუჩინგი არის უბრალოდ მარტივი გზა შეკითხვების დასმის, ჩემი ფავორიტი განმარტებაა: კითხვების სწორედ დასმის ხელოვნება და არა მარტო.
მოდით უფრო ნათელი სული შევბეროთ ქოუჩინგს.
ქოუჩინგი ხშირდ ერევათ თერაპიაში, კონსულტირებაში და მენტორობაში, ყველა ეს არიან პროფესიონალები თავის საქმეში მაგრამ არა ქოუჩინგში, განსხვავება იმაშია რომ თერაპევტი ფოკუსირებულია წარსულზე, და მუშაობს იმაზე რაც გაბზარულია, კონსულტანტი გვთავაზობს კვალიფიციურ ანალიზს და ადგენს გზის რუკებს ორგანიზაციული ცვლილებებისათვის, ისინი ანაზღაურებას იღებენ პასუხებში, მენტორი ეხმარება ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანს, ის უკვე კარგად გამოცდილია, ექსპერტია თავის საქმეში და ახლა ეხმარება სხვებს წარმატების მიღწევაში, თავისი გამოცდილებით, ეს სამივე პროფესიონალები არიან, მაგრამ არცერთია პროფესიონალი ქოუჩი.
პროფესიონალური ქოუჩინგი არის განსხვავებული სახის საუბარი, ქოუჩი სვავს ბევრ კითხვებს მაგრამ საუბრობს ცოტას, პროფესიონალი ქოუჩი ორიენტირებულია შენზე, შენს იდეაზე, მიზანზე, მომავალზე, ის ახდენს ფიქრების პროვოკაციას და შთაგონებას, ამ დროს კი შენ მუშაობ შენს თემაზე.
პროფესიონალი ქოუჩი ასევე არის:
- საუკეთესო განსხვავებული მსმენელი
- ემპათიური
- შემოქმედებითი, ინტუიციური + მხიარული
- ქოუჩინგური უნარ-ჩვევებით, კომპეტენტური
- პროფესიული სტანდარტების და ეთიკის დამცველი.
პროფესინალი ქოუჩი იქნება:
შენი პარტნიორი
შენი ადვიკატი
შენი ჩემპიონი
ახლა შენს გონებაში წარმოიდგინე: ჩვენ, ქოუჩებს გვჯერავს ყველაფრი იმის რაც შესაძლებელია, და არა იმის რაც შეზღუდულია, შენი მომავალი გელოდება შენ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ.