ნუ ბრაზდებით!
ნუ ბრაზდებით!
ყველა ადამიანი ვინც თქვენს ცხოვრებაში იყო და გული გატკინათ-ნუ ბრაზდებით მათზე, პირიქით მადლობა გადაუხადეტ რომ იყვნენ თქვენს ცხოვრებაში და კარგად დაფიქრდით, რა ისწავლეთ მათგან? რა შეცვალეს თქვენში და თქვენ ცხოვრებაში?
-გაბრაზებულ გულზე შეიძლება თვლით, რომ მათ არაფერი მოუტანიათ ტკივილის და იმედგაცრუების გარდა!
დიახ გეთანმებით მათ შეიძლება ნამდვილად გატკინეს გული მაგრამ კარგად დააკვირდით საკუთარ თავს როგორი იყავით ადრე და როგორი ხართ ახლა?რა შეიცვალა თქვენში წარსული ურთიერთობების შედეგად? იქნებ უფრო ძლიერი გახდით?… იქნებ უფრო დაკვირვებული ან ყურადრებიანი?…ან იქნებ სიამაყის დაძლევა გასწავლათ?… ან თუნდაც სითბოს და სიყვარულის გამოხატვა?..
ყველა ჩვენგანს ჩვენჩვენი პასუხი გვექნება.. მთავარია შევხედოთ წარსულ ურთიერთობებს როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას.. მადლობა გადაუხადოთ იმ ადამიანს რომ იყო ჩვენს ცხოვრებაში.. განგვაცდევინა რა არის სიყვარული და მიგვახვედრა რომ ჩვენ სიყვარული შეგვიძლია.. მივიღოტ ეს ყველაფერი მადლიერებით გაუშვათ ის ადამიან..(ჩვენი ცხოვრებიდა და ფიქრებიდან)
და რაც ყველაზე მთავარია წყენა და ბრაზი მამაკაცებზე გულში და გონებვაში არ დავიტოვოთ, რადგან ის უარყოფითად იმოქმედებს მომავალ ურთიერთობაზე და ჩვენცხოვრებაში ისევ და ისევ განმეორდება მტკივნეული ურთიერთობა…