როგორ შევიცნოთ საკუთარი მტერი!?
ყველა ადამიანი განსხვავებული, უნიკალური და სხვადასხვა შესაძლებლობებით იბადება. აღზრდას და გარემოს , უდიდესი როლი აქვს, ადამიანის შემდგომ განვითარებაში და ცხოვრებაში.ვიზრდებით ,ვვითარდებით და ვხდებით ის,ვინც ვხდებით,თუ ეს ისაა,რაზეც შენ ოცნებობდი,თუ შენი ცხოვრება ისეთია,როგორსაც ნატრობდი,
გ ი ლ ო ც ა ვ !
თუმცა, თუ თვლი, რომ მეტი შეგიძლია, მეტი რესურსი და პოტენციალია შენში, ეს სტატია შენთვისაა!
აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და გახდი, შენი თავის საუკეთესო ვერსია!
იყავი გულახდილი საკუთარ თავთან,აღმოაჩინე და შეიცან მტერი შენი!გვერდი აუარე სიზარმაცეს და შიშს და შენი ცხოვრება ყოველ დღე უკეთესობისკენ შეიცვლება! შენ დღეს იქნები უფრო ბედნიერი და უკეთესი ვიდრე გუშინ და ხვალ მეტი ვიდრე დღეს!
შიში და სიზარმაცე,აი რა გვიშლის ხელს ადამიანებს წინსვლასა და წარმატებაში.წამით წარმოიდინე რა? ან, ვინ ?შეიძლება იყო ეს, ორი ვერაგი მტერი, შიში და სიზარმაცე მეგობრად, რომ არ მიგეღო? დაინახე ჭეშმარიტება ,როგორ ზრუნავს ტკბილი,მზრუნველი ხმით შენი სიზარმაცე ,რომ იყო იქ, სადაც ხარ და არ იმოქმედო!არგუმენტებსაც გაწვდის ეს,არ ეზარება ,რომ უფრო დამაჯერებელი იყოს. შიში? უფფფფ, როგორ გიფრთხილდება,გიფრთხილდება და შლის შენში ფრთებს ,გახსენებს გუშინდელ შენს წარუმატებლობას,სხვისასაც, არგუმენტებს არც ეს გაკლებს.
„ცდა ბედის მონახევრეაო“ ცადე!იმოქმედე! წამოდექი იმდენჯერ ,რამდენჯერაც წაიქცევი და განაგრძე გზა, ისეთი მონდიმებით,ისეთი ენთუზიაზმით, როგორც არასდროს!
როდის დაიწყო?
ეხლა დაიწყე! გააჩუმე შენში არსებლი შიში და სიზარაცე! აღმოაჩინე შენი რესურსები და შენი შესაძლებლობები,აღმოაჩინე შენი საყვარელი საქმე!
როგორ დაიწყო?
მადლიერებით დაიწყე, უფლისთვის მადლობის თქმით დაიწყე, სამყაროს მადლობა უთხარი ყველაფერ იმისთვის, რაც უკვე გაქვს!მადლიერება გამოხატე იმის გაცნობიერებისთვის ,რომ შენ, შეიცანი საკუთარი მტერი!(რასაც ვწერ,ვწერ იმისთვის,რომ უპირველეს ყოვლისა, მე თვითონ გადავიმეორო).
ავტორი: დარე სუხმანი