შეძენილი უმწეობის სინდრომი. რა არის ეს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
„ჩემი საუკეთესო მეგობარი წლების განმავლობაში მუშაობს იმავე თანამდებობაზე მიზერული ხელფასისთვის და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ის არის მაღალი კლასის სპეციალისტი თავის სფეროში. ჩემი მეზობელი მთელი ცხოვრება ცხოვრობს ადამიანთან, რომელიც არ უყვარს. ჩემს დას არ შეუძლია საკუთარი ბიზნესის გახსნა და განვითარება მეუღლის ჩარევის გარეშე, რომელიც აფინანსებს და აკონტროლებს მას, იმიტომ, რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს.
დარწმუნებული ვარ, რომ შესავალში იცანით ვიღაცა თქვენი ნაცნობი და, შესაძლოა თქვენი თავიც. რა საკვირველია, თითოეულმა მათგანმა, ვინც მსგავს სიტუაციაში მონაწილეობდა, არაერთხელ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ხდება ეს და რა უნდა გააკეთოს რომ გამოძვრეს ამ ხაფანგიდან. იმ სიტუაციას როდესაც ჩვენ არ ვცდილობთ ნეგატიური მდგომარეობიდან გამოსვლას, ფსიქოლოგები უწოდებენ უმწეობას.
შეძენილი უმწეობა არის სინდრომი, მაგრამ ის ასევე შეიძლება ხასიათდებოდეს როგორც თვისება, რომელსაც ადამიანი იძენს რამდენიმე წარუმატებელი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობის შემდეგ. ადამიანი იჯერებს, რომ მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას და მხოლოდ პასიურად ადევნებს თვალს მოვლენებს. ამავე დროს, იგი შეიძლება იყოს დაშავებული, შეწუხებული, უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს
მარტივი მაგალითია: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ინდოეთში სპილოების შრომას ფართოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში. სპლიყვს თავის მფლობელისგან თავის დაღწევის თავიდან ასაცილებლად, ფეხით აბამენ პატარა ბამბუკის ქერქზე, რომელიც მიწაშია შერჭობილი. თავიდან ცხოველი ცდილობს გაქცევას, მაგრამ რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მის ტვინში იბეჭდება პროგრამა, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც სპლიყვი იზრდება და მრავალტონიან სპილოდ ყალიბდება, იგი კვლავ დგას მიბმული იგივე ადგილას და არც კი ცდილობს განთავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამისთვის ერთი მოძრაობა არის საკმარისი.
შეძენილი უმწეობის სინდრომის ორი ტიპი არსებობს – პიროვნული და სიტუაციური.
სიტუაციური უმწეობა არის დროებითი რეაქცია გარკვეულ მოვლენებზე, პიროვნების კონტროლის მიღმა. პიროვნული უმწეობა პიროვნების სტაბილური მოტივაციური მახასიათებელია, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში ყალიბდება სხვებთან ურთიერთობის გავლენის ქვეშ (Tsiring D.A., 2005).
წარმოიდგინე სიტუაცია. სამი წლის ასაკში ბავშვი ფრთხილად დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სამყაროს შეცნობაში. ის სწავლობს ჩაცმას, სათამაშოების დალაგებას და კიდევ სხვა უამრავი რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაზეც პატარა მოჰკიდებს ხელს მას ვერ გამოუვა სრულყოფილად და სწრაფად. მშობლების მისია ამ დროს არის მოთმინება და ამა თუ იმ უნარის ნაზი გადმოცემა. ამის მაგივრად რას აკეთებენ მშობლები? ბევრ ჩვენგანს უბრალოდ არ გვაქვს იმის მოთმინება, რომ დაველოდოთ, სანამ ბავშვი თავად გამოწყდება. მოზრდილები თავიანთი შვილის მოუხერხებელ მცდელობების დაკვირვებისას, იმის მაგივრად, რომ დაეხმარონ, აჩვენონ როგორ უნდა, უკმაყოფილობას ავლენენ, ბუზღუნებენ. ამრიგად, ისინი პატარა ადამიანს ართმევენ შესაძლებლობას, რომ ისიამოვნოს საკუთარი ქმედების რეალიზაციით. მშობლები ბავშვის მაგივრად აკეთებენ ყველაფერს – სათამაშოების დალაგებით დაწყებული ნებისმიერი საქმის შესრულებით დამთავრებული მხოლოდ იმისათვის რომ ძვირფასი დრო დაზოგონ. თანდათან ბავშვებს ესმით: ნუ შევეცდებით კიდევ ერთხელ გავიგონოთ, რომ ჩვენ ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ.
გასული საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი მარტინ სელიგმანი აღნიშნავს, რომ შეძენილი უმწეობის სინდრომი 8 წლის ასაკში ყალიბდება და ასახავს პიროვნების რწმენას მისი მოქმედებების ეფექტურობის ხარისხში.
იგი უსუსურობის ფორმირების სამ წყაროზე მიუთითებს:
1. საკუთარი ცხოვრების მოვლენების გაკონტროლების უნარის ნაკლებობა (მშობლების მხრიდან სრული კონტროლი). ამავდროულად, ერთ სიტუაციაში შეძენილი ნეგატიური გამოცდილება იწყებს სხვა სიტუაციებში გადასვლას, როდესაც ნამდვილად არსებობს კონტროლის შესაძლებლობა. უკონტროლო მოვლენებს სელიგმანმა მიუძღვნა მშობლების მხრიდან მიყენებული საჩივრები (შეგიძლიათ დაამატოთ – და ბავშვთა დაწესებულებების მასწავლებლები და პედაგოგები), საყვარელი ადამიანის და ცხოველის გარდაცვალება, სერიოზული დაავადება, მშობლების განქორწინება ან სკანდალები, სამსახურის დაკარგვა;
2. უმწეო ადამიანების დაკვირვების შემთხვევები.
3. ბავშვობაში დამოუკიდებლობის ნაკლებობა, მშობლების მზაობა ბავშვის მაგივრად გააკეთონ ყველაფერი.
მოზრდილ ასაკში ადამიანი აჩვენებს აქტიური მოქმედების, ინიციატივის უუნარობას, კარგავს რაღაცის შესწავლის სურვილს და არის დეპრესიული ან თუნდაც ჩახშობილი, რაც წარმოიქმნება საკუთარი ქმედებების უშედეგობისგან.
თუ ბავშვობაში მშობლები ბავშვს ყველაფერს არიდებდნენ,უკონტროლებდნენ ყველა ნაბიჯსა თუ სიტუაციას მაშინ, როდესაც ის მომწიფდება, იგი ქვეცნობიერად ეძებს თავისთვის იგივე მაკონტროლებელს, რომელზედაც მას შეუძლია დაეყრდნოს და ვისაც შეიძლება დაეკისროს მისი ცხოვრების სადავეები. ყოველივე ამის შემდეგ, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ყველაზე ელემენტარულ საკითხებშიც კი.
ძალიან ხშირად, ცხოვრების მეგზური(ცოლი, ქმარი) ან საქმიანი პარტნიორი ხდება მშობლების კონტროლის შემცვლელი. ხშირ შემთხვევაში, შეძენილი უმწეობის მდგომარეობაში მყოფმა მსხვერპლებმა არ იციან რა უნდათ, არ იციან როგორ დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, დაისახონ მიზნები და მიაღწიონ მათ. ისინი უბრალოდ მიუყვებიან ცხოვრების რიტმს. ხდება, რომ ისინი ასრულებენ სხვა ადამიანების თხოვნებს და ბრძანებებს თავიანთი ინტერესების საზიანოდ და როდესაც ამის გამო დისკომფორტს განიცდიან, არ ესმით, თუ საიდან მოვიდა ეს დისკომფორტი.
ახლა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, რომელსაც ეწოდება შეძენილი უმწეობის სინდრომი.
1). კავშირების დამყარება მოქმედებებსა და შედეგებს შორის. ასახეთ:
რა გავაკეთე და რა იყო შედეგი. თუ უარყოფით შედეგს მივიღებ, ან შეცდომას დავუშვებ, ეს მაინც არ მაძლევს მოქმედების შეწყვეტის უფლებას.
2)მარცხის მიღება.
გააცნობიერე, რომ ყველას, ყველაზე წარმატებულ და ბრწყინვალე ლიდერებსაც კი, ჰქონდათ წარუმატებლობა. განიხილეთ თქვენი შეცდომები, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
3. გახდი ოპტიმისტი. შეცვალეთ თქვენი შეხედულება სამყაროზე და თქვენს ცხოვრებაზე. პესიმისტები გაცილებით უფრო მეტად რჩებიან უმწეოდ, რადგან ისინი ხედავენ სამყაროს მოსაწყენ ფერებში.
4. როდესაც არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ფრთხილად გამოიძიეთ ის. აღწერეთ ის მიუკერძოებლად. ყურადღება გაამახვილეთ რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე. ჩაიწერეთ ემოციები, რომლებსაც იწვევს თქვენში მოცემული სიტუაცია. განიხილეთ საკუთარი თავის რეაქცია სიტუაციაზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა რესურსები დამაკლდა იმისთვის, რომ ამ მოვლენის გამკლავება შემეძლოს? და ბოლოს, გააკეთეთ ჩანაცვლება. თქვენს წარმოსახვაში მიიღეთ ეს რესურსები და გონებაში გადაათამაშეთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. აღწერეთ, რა იგრძენით ამის შემდეგ თუ რეგულარულად განიხილავთ ასეთი მეთოდით თითოეულ სიტუაციას, შეისწავლით ფხიზლად შეფასებას და დაიწყებთ პოზიტიურად აზროვნებას. პოზიტიური დამოკიდებულება აუცილებელია, შეძენილ უმწეობასთან ბრძოლისთვის.
5. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. როდესაც საკუთარი ძალებით უმწეობასთან გამკლავება არ გამოდის, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. შეძენილი უმწეობის სინდრომი სერიოზული პრობლემაა, რომლის უგულებელყოფა არ ღირს.
მოამზადა ინესა შაგინიანმა