როგორ ვისწავლოთ თვითდისციპლინა
თვითდისციპლინა საშუალებას გვაძლევს, დამატებით მოტივაციის გარეშე “უბრალოდ ვაკეთოთ” რაღაცები, ზედმეტი დრო და ენერგია არ ვხარჯოთ: რეგულარულად გავაკეთოთ სავარჯიშოები, ვასეირნოთ ძაღლი ან გავიღვიძოთ მაღვიძარას ხმაზე. თვითდისციპლინისას ერთჯერადად მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ”მე ამას გავაკეთებ” და ადამიანი ამას უბრალოდ აკეთებს.
თვითდისციპლინისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე პირობა:
- შედეგი ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის;
- ქმედება ეფექტურია და გამომუშავებული;
- ამოქმედების მარტივი კრიტერიუმი, რომელიც არ მოითხოვს სიტუაციის შეფასებას.
ჩვეულებრივ, აქ მისაღებია რეგულარული მოქმედებები: სადილის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა, დილის ვარჯიშები, გადასახადების გადახდა თვის ბოლოს, საშინაო დავალებების მომზადება, რემონტის შემდეგ დალაგება და ა.შ.
- მაგალითად, გსურთ დალაგება მცირე რემონტის შემდეგ (წყლის ონკანი, სათვალე, ველოსიპედი).
განსაზღვრეთ, კონკრეტულად რისი გაკეთება გსურთ. [აალაგოთ სათადარიგო ნაწილები და იარაღები, გადაყაროთ ნაგავი, გადაწმინდოთ მტვერი].
- ეკოლოგიური შემოწმება [ამის გაკეთებით ხომ არ დავზარალდები]
- თუ დაიწყებთ აუცილებლად დაასრულებთ? [დიახ]
- რომელ ძირითად ღირებულებებს დაიკმაყოფილებთ, თუ ამას გააკეთებთ? [კომფორტი, წესრიგი, თვითშეფასება]
- არის თუ არა ეს ღირებულებები საკმარისი ამის გასაკეთებლად? [თუ არა – გაიარეთ წინა პუნქტი]
- რა არის გაშვების კრიტერიუმები? [როგორც კი რემონტს დავასრულებ]
- გონებაში გაიაზრეთ სიტუაცია, რომლისთვისაც იყენებთ ამ სტრატეგიას. [წარმოიდგინეთ, რომ შეცვალეთ ველოსიპედის ჯაჭვი და მაშინვე დაალაგეთ ხელსაწყოები, სათადარიგო ნაწილები და გადაყარეთ ნაგავი] ისევ გაიმეორეთ ხუთი- შვიდი სხვა კონტექსტისთვის.
- წარმოიდგინეთ თავი ხვალინდელ სიტუაციაში. რას აკეთებთ? [როგორც კი სათვალეების შეკეთებას დავამთავრებ, სახრახნისებს თავის ადგილზე დავდებ და გადავყრი ძველ ნაწილებს] რას გრძნობთ შედეგით? [სიამოვნება]
თვითდისციპლინის მოდელი
თვითდისციპლინაში იგულისხმება სიტუაცია, როდესაც ადამიანი რაიმეს აკეთებს თავისდაუნებურად (გარდა უკიდურეს შემთხვევებისა) და საკუთარი თავის განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე: ”მე უბრალოდ ვიღებ და ვაკეთებ”. მაგალითად, ერთხელ ერთმა გოგონამ გადაწყვიტა, რომ მისთვის წონის დაკლება მნიშვნელოვანი იყო და ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს სავარჯიშოდ მიდიოდა, არ აცდენდა მეცადინეობებს. ან, მაღვიძარის ხმაზე ადამიანი უბრალოდ იღვიძებს და დროს არ კარგავს გამოღვიძებასა და იმის ანალიზზე, რამდენად აუცილებელია დაუყოვნებლივ ადგომა. ან აუცილებელად ასრულებს დღიურ სამუშაოს, თუნდაც სამსახურში ძალიან დიდხანს მოუწიოს დარჩენა, რადგან თვლის, რომ დაწყებული საქმე იმავე დღეს უნდა დაასრულოს.
რა არის მთავარი განსხვავება თვითდისციპლინასა და მოტივაციას შორის? მოტივაციისას, ყოველ ჯერზე, ვჭოჭმანობთ რა გვინდა და რა არ გვინდა გავაკეთოთ, ან ვარკვევთ, რატომ უნდა გაკეთდეს ეს? თვითდისციპლინისას კი, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთხელ, ”მე ამას გავაკეთებ” და ადამიანი უბრალოდ გადადის სამუშაო მდგომარეობაში.
არსებობს თვითდისციპლინის უამრავი სამუშაო მოდელი, მაგრამ შესწავლილთაგან ძირითადი პუნქტებია:
• განისაზღვროს სასურველი პროცესი;
• პროცესის შედეგად მიღწეული რეალობა (განსაზღვრულ დროში);
• მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელსაც ეს მოქმედება აკმაყოფილებს;
• სტრატეგიის განხორციელების მკაფიო კრიტერიუმები;
• რაიმეს არ გაკეთების უნარის შეფასება.
მაგალითად, ადამიანს სურს ყოველდღიურად დაწეროს მცირე პოსტი სოციალურ ქსელში.
1. განსაზღვრეთ რისი დაწერა გსურთ [დაწერეთ პოსტი]
2. თუ წერას დაიწყებთ, აუცილებლად დაასრულებთ პოსტს [დიახ]
3. რა მნიშვნელოვან ღირებულებებს დაიკმაყოფილებთ, თუ სამუშაო დღეებში რეგულარულად დაწერთ და გამოაქვეყნებთ შეტყობინებებს სოციალურ ქსელში? [თვითრეალიზაცია, სტაბილურობა]
4. არის თუ არა ეს ღირებულებები საკმარისი ამისათვის? თუ [არა] – გადადით წინა პუნქტზე.
5. როგორ განახორციელებთ სტრატეგიას? [დილით დავგეგმოთ დრო, როდესაც გავაკეთებ ამას – განსაზღვრული დროის შემდეგ, როგორც კი დავასრულებ მიმდინარე საქმეს]
6. წარმოიდგინეთ, რომ დაგეგმილი დრო დადგა, თქვენ დაასრულეთ ის, რასაც აკეთებდით და ავტომატურად დაიწყეთ პოსტის წერა თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონში, შემდეგ კი გამოაქვეყნეთ ის სოციალურ ქსელში. გააკეთეთ ეს ხუთ- შვიდჯერ სხვადასხვა კონტექსტისთვის. [დიახ]
7. ხვალინდელ დღეს წარმოიდგინეთ თავი ასეთ სიტუაციაში? რას აკეთებთ? [როგორ ამთავრებთ დალაგებას, ჯდებით კომპიუტერთან, წერთ ტექსტს და აქვეყნებთ] რას გრძნობთ შედეგად? [სიამოვნება]
8. ეკოლოგიური შემოწმება და სამომავლო ბმა.