როგორ ვმართოთ ენერგია
ენერგია ახასიათებს ემოციური აღქმის დონეს. მაგალითად, სიმშვიდეში ენერგია დაბალია, ხოლო შფოთვისას – მაღალი. ენერგიის კონტროლით, თქვენ შეგიძლიათ (საჭიროების შემთხვევაში) დამშვიდდეთ ან გახდეთ უფრო შემართული და უკეთ აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა.
1. წარმოიდგინეთ ენერგიის სკალა. რეკომენდაციას ვუწევ ვერტიკალურ, 0 დან 20 მდე დანაყოფს.
2. წარმოიდგინეთ მდგომარეობა, რომლებიც შეესაბამება ენერგიის სხვადასხვა დონეს, სასურველია ნეიტრალური ან მცირე დადებითი ნიშნით. მაგალითად: 0 – მაქსიმალური სიმშვიდე, 7 – სიხარული, 15 – გაკვირვება, 20 – გაოცება.
3. შეისწავლეთ თითოეული მდგომარეობა, იპოვეთ ისეთი მახასიათებელი, რომელიც შეუფერხებლად იცვლება ზრდის დონით. ჩვეულებრივ:
• დაბალი ენერგია: მოდუნებული კუნთები, მშვიდი სუნთქვა, ერთფეროვანი ხმა, მოდუნებული პოზა.
• საშუალო ენერგია: კუნთები ტონუსშია, სუნთქვა დაძაბულია, ხმის ინტონაცია საშუალოა, გამართული პოზა.
• მაღალი ენერგია: კუნთები დაჭიმულია, სუნთქვა ხშირი, ხმა “ინტენსიური”, გაჭიმული პოზა.
თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ის მახასიათებელი, რომელიც პროპორციულად იზრდება ენერგიის მატებასთან ერთად.
მაგალითად: გულმკერდის დაძაბულობისას ენერგიის დონის მატებასთან ერთად, მატულობს სუნთქვის ინტენსივობა და გარშემოწერილობის ზომა.
შეამოწმეთ ეს ნამდვილად არის ეს ენერგიის მახასიათებელი. თუ გაზრდით მას, იზრდება ემოციური აღელვება? ინტენსივობის კლებით მცირდება? თუ არა, მაშინ სხვა მახასიათებელი უნდა მოძებნოთ.
4. რამდენჯერმე განალაგეთ ეს მახასიათებელები სკალაზე და შეიგრძენით ემოციების სიძლიერე დონეების შესაბამისად.
5. ტრენინგი: შემთხვევითად შეარჩიეთ ენერგიის დონე, გამოიწვიეთ ის საკუთარ თავში და დააყოვნეთ ის თქვენში 5-7 წამით.