5 წუთის ძალა
სცადე ეს ექსპერიმენტი დღეს ან ხვალ დილით. დააყენე თაიმერი 5 წუთზე, იპოვე მყუდრო ადგილი, სადაც შეგეძლება მშვიდად დაჯდე და ხელი არ შეგიშალონ. დაჯექი, დაჯექი და მხოლოდ ისუნთქე, მიეცი საშუალება ფიქრებმა დენა დაიწყონ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, უყურე მათ, გახდი შენი ფიქრების დამკვირვებელი…
… როგორ გრძნობ თავს?
ეს ხუთი წუთი იყო ძალიან ბევრი თუ ძალიან ცოტა დრო?
რთული შეძლო ხუთი წუთი მშვიდად ჯდომა როდესაც უამრავი საქმე გაქვს გასაკეთებელი?
ყოველი დღის დაწყება 5 წუთით არის დიდი საჩუქარი საკუთარი თავისთვის, ეს არის საუკეთესო საშუალება თვით გამორკვევისა, საკუთარი ანარეკლის აღქმისა. როგორ ხარ? რა გჭირდება დღეს? როგორია შენი მიზნები დღევანდელ დღეს?
ნაცვლად ყოველდღიური სწრაფი ტემპისა, სიჩქარისა და მოსწრებისა, დაუთმე საკუთარ თავს დღეში 5 წუთი. ამ დროს დააკვირდი მხოლოდ შენს შეგრძნებებს, გაიხედე ფანჯარაში და დააკვირდი სამყაროს. სასიამუვნოდ გაოცდები შედეგით, თუ როგორ შეუძლია 5 წუთს შენი დღე სრულიად შეცვალოს.
ყურადრების მიქცევა შენზე, შენს ცხოვრებაზე, შენს ოცნებებზე და სურვილებზე, განთავისუფლებს, ყოველგვარი მენტალური ალიაქოთისაგან, ყველა წუხილისაგან, შიშისა და ეჭვისაგან.
5 წუთი დღეში გეხმარება გააცნობიერო, მიიღო და დაეთანხმო რეალობას, ეს კი ანთავისუფლებს სივრცეს შენს გულსა და გონებას შორის. ასევე გეხმარება მნიშვნელოვნების გამორკვევაში, დგება მდგომარეობა როდესაც გჭირდება გადალაგება, საქმეების და ადამიანებისა, სიის თავში მოვაქციოთ, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
და ბოლოს გექნება მიზეზი დღესასწაულისა, სიკარგეებისთვის რაც უკვე გაქვს ცხოვრებაში და ასევე გექნება ადგილი კიდევ მეტი სიკარგის მოსაზიდად.
თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს, 5 წუთი დღეში და ყველა ეს სიკარგე შენია, შენშია, მაგრამ… არის მაგრამ, რამდენად მარტივია ეს ? არის დაბრკოლებები და გამოწვევები რომ ეს წესი წესად ვაქციოთ? რომ გავხდეთ კრეატიულები, დავბრუნდეთ საკუთარ თავთან? დავინახოთ მოვლენები განსხვავებულად? ჩავძვრეთ ჩვენს ქვეცნობიერში და ვითამაშოთ გონებრივი თამაშები?
5 წუთის ძალას დაბრკოლებების გადალახვაც შეუძლია. ზოგჯერ პროდუქტიულობა და მიზნების მიღწევა არა ძალისხმიერი შრომის შედეგია, არამდედ როგორ გააკეთო ცოტა, ნაკლები მეტი სიამუვნებით.
სიყვარულით ანა ბულბულაშვილი