მოსაზრებების ბალანსი
ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში (ნლპ) არსებობს ასეთი მეტაპროგრამა: რეფერენცია (მითითება). იგი განსაზღვრავს, ვის მოსაზრებას ეყრდნობა ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას – საკუთარ თუ სხვისას. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს საკუთარი აზრი და ა.შ. – მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. იმისათვის, რომ გქონდეთ საკუთარი აზრი, თქვენ უნდა გესმოდეთ საკითხი. მაგალითად, მე ვერ ვაკეთებ სწორ არჩევანს სამოსის არჩევისას და ამ საკითხში ჩემი მეუღლის მოსაზრებას ვეყრდნობი. მეორეს მხრივ, თუ ძალიან ხშირად გაითვალისწინებთ სხვის შეხედულებებს, შესაძლოა, საკუთარი აზრი დაკარგოთ – ეს ყველაფერი, დამოკიდებულია ბალანსზე. სასურველია, თუკი ამ ბალანსს კონკრეტული სიტუაციებისთვის გამოვიყენებთ.
უფრო მეტიც, ეს ტექნიკა შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგალითად, მათთვის, ვინც სხვის აზრის ზეწოლას განიცდის – მშობლების, ქმრის, ხელმძღვანელის – ჩვეულებრივ, ეს ნიშნავს, რომ შინაგან სივრცეში, მათი მოსაზრებები ჩრდილავს ყველა დანარჩენს, განსაკუთრებით კი საკუთარს. შესაძლებელია საპირისპირო ვარიანტიც – როდესაც არ არსებობს ჩვევა, ყურადღება მიაქციოთ სხვის აზრებს, ე.ი. საკუთარი აზრი აკნინებს ყველაფერს, რაც გართმევთ სხვა ვარიანტების განხილვის შესაძლებლობას.
რამდენიმე რეკომენდაცია:
- თუ თქვენ მიჰყვებით სხვათა (უფროსის, მასწავლებლის) მითითებებს, მოსახერხებელი იქნება ამ მოსაზრების უფრო ღირებულად ქცევა, მაგრამ გონივრულ ფარგლებში.
- თუ არჩევანს თავად გააკეთებთ, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ საკუთარ აზრზე.
- თუ თქვენ არ გაქვთ საკუთარი მოსაზრება, უფრო მოსახერხებელია დაეყრდნოთ იმ აზრს, ვინც ესმის ეს საკითხი.
- შინაგანი წარმოსახვა
წარმოიდგინეთ თქვენი აზრი სურათის სახით – ეს შესაძლებელია იყოს როგორც სტატიკური სურათი (ფოტო), ან კინოკადრი. ახლა წარმოიდგინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით: სამიდან ხუთ ვერსიამდე. ეს ხალხი უნდა იყოს ის, ვინც ამ კონტექსტის მცოდნეა, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნებები ან ჯგუფები – ფსიქოლოგები, სანტექნიკოსები და ა.შ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსაზრება უფრო დიდი და ნათელია და შესაძლოა გადაფაროს სხვა სურათები. შიდა მითითების (რეფერნციის) მქონე ადამიანებისთვის, მათი მოსაზრების გამოსახულება უფრო მკვეთრია. გარეგანი მითითების (რეფერენციის) მქონე ადამიანებისთვის, კი პირიქით, სხვა ადამიანების მოსაზრებები მკვეთრია. საკუთარი კი ბუნდოვანი.
აქ თქვენ უნდა დაადგინოთ რა ახდენს ზეგავლენას გამოსახულებაზე – ზომა, სიკაშკაშე, მანძილი, მდებარეობა.
მაგალითად:
– ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება უფრო ბრწყინვალეა და ყველა სხვას ჩრდილავს.
– რაც უფრო შორსაა მოსაზრების გამოსახულება, მით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია.
– ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი მდებარეობს ცენტრში, ის არის დიდი და ფერადი, ხოლო დანარჩენი მის გარშემო პატარა და ნაცრისფერია.
ასევე უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ განსხვავდება თქვენი აზრი უცხო ადამიანების აზრისგან:
– ჩემი აზრი ჩარჩოშია, დანარჩენების მის გარეშე.
– ჩემი აზრი კინოკადრია, სხვების კი ფოტო.
– ჩემი აზრი კონტრასტულია.
- თუ გიჭირთ წარმოიდგენა, უბრალოდ ”დაავალეთ” საკუთარ თავს დაინახოს – რაც უფრო ახლოს არის სურათი, მით უფრო მნიშვნელოვანია მოსაზრება.
- თუ აუდიო არხს წარმოიდგენთ, გამოყავით ”საკუთარი აზრის ხმა” და ”სხვისი აზრების” ხმა. რომლის ხმაც უფრო ხმამაღალი და ნათელია – მისი აზრი უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
- ვივარჯიშოთ მართვაში
ივარჯიშეთ სხვადასხვა მოსაზრების: როგორც საკუთარი, ისე სხვების აზრის მნიშვნელობის რეგულაციაზე. გააკეთეთ:
- ერთი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და დანარჩენი გაურკვეველია (ჯერ თქვენი მოსაზრებისთვის გააკეთეთ, შემდეგ კი უცხო ადამიანების მოსაზრებებზე);
- დაალაგეთ თქვენი მოსაზრებები ისე, რომ მათი მნიშვნელობა შეუფერხებლად შეიცვალოს (თქვენი აზრი პირველ რიგში, შუაში, ბოლოში);
- აქციეთ თანაბარმნიშვნელოვნად ყველა მოსაზრება;
- აქციეთ ყველა მოსაზრება თანაბრად უმნიშვნელოდ;
- დატოვეთ მხოლოდ ერთი მოსაზრება (ჯერ მხოლოდ საკუთარი, შემდეგ მხოლოდ სხვისი მოსაზრება დატოვეთ).
- საკუთარი აზრის ფორმირება
თუ თქვენი აზრი სრულად არის ჩამოყალიბებული – შეგიძლიათ ეს პუნქტი გამოტოვოთ. შეარჩიეთ ის კონტექსტი, რომლისთვისაც გსურთ აზრთაშორის ბალანსის რეგულირება. წარმოიდგინეთ თქვენი აზრი (ეს იქნება ჩვენთვის მთავარი), ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებები – ვისი მოსაზრებაც უნდა იქნას გათვალისწინებული: მაგალითად, მეუღლე და შვილები ოჯახური კონტექსტით, კოლეგები – ბიზნესში. თუ თქვენ არ გაქვთ საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ დატოვეთ იგი ცარიელი ან
შეარჩიეთ სხვისი მოსაზრება, რომელიც უფრო გონივრული და ახლობელია თქვენთვის და ”მონიშნეთ” როგორც საკუთარი.
შეაფასეთ ყველაფერი, რაც სასარგებლოა სხვა ადამიანების მოსაზრებებში. მაგალითად:
– მე ვფიქრობ, რომ დასვენება მჭირდება და უნდა წავიდე საზღვარგარეთ. ნინო და ინგა რეკომენდაციას უწევენ ეგვიპტეს, მეუღლეს სურს ქვიშიანი სანაპირო და სრული მომსახურების პაკეტი, ხოლო შვილს უნდა ჩაყვინთვა მარჯნის რიფებთან და თევზებთან ერთად გაცურვა.
შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ ორი გზით: მნიშვნელოვანია, თქვენი მოსაზრება (საზღვარგარეთი), დააყენოთ წინ, ხოლო სპეციალისტების მოსაზრებები და მათ შორის, ვისი მოსაზრებებიც უნდა იქნას გათვალისწინებული, ახლომდებარედ. ან იღებთ მათ აზრთა დეტალებს და ამატებთ თქვენსას.
4. მართვა
აუცილებლობის ხარისხის მიხედვით დაალაგეთ მოსაზრებების სურათები (ხმები).
გაიმეორეთ მთელი ეს პროცესი მინიმუმ სამი სხვადასხვა კონტექსტისთვის.
მოდი IBEL აკადემიაში, შეისწავლე ქოუჩინგის მთავარი ტექნიკები და პარალელურად დაეუფლე პრაქტიკული ფსიქოლოგიის უძლიერეს და სწრაფ შედეგის მომცემ ტექნიკებსა და მეთოდებს!
სწავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან