რა არის საჭირო რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ?
უმეტესობას ერთნაირი ჩამონათვალი აქვს, ჯანმრთელობა, სილამაზე, ბევრი ფული, კარიერული მიღწევები, ბედნიერი პირადი ურთიერთობა, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა და ას. შ.
ხშირად ყოფილა, რომ ადამიანს ეს ყველაფერი აქვს მაგრამ, თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობს, რადგან ეს სულაც არ არის ის რაც ადამიანს სჭირდება თავის ბედნიერად შესაგრძნებად. ბედნიერება მხოლოდ შენშია და შიგნიდან განიცდება მიუხედავად იმისა რა ხდება შენს ირგვლივ, შენ აკეთებ არჩევანს იყო ბედნიერი თუ არა, შეიგრძნო თავი ბედნიერად იმისთვის რაც გაქვს, თუ უკმაყოფილო და უბედური იყო მხოლოდ იმის გამო რაც არ გაქვს.
გიფიქრიათ? რატომ არის ზოგს გალაღებული ცხოვრება აქვს და ცხოვრებაში ყველაფერი მზამზარეული ხვდება და სხვებს ძალიან დიდი შრომა უწევს მიზნის მისაღწევად, თუმცა ხშირად ვერც მიზნის მიღწევა ხდის ბედნიერს და ახალ სირთულეებს ისახავს, რომ ისიც გადალახოს და მას შემდეგ გახდეს ბედნიერი, თუმცა სწორედ ამ მიზნიდან-მიზნამდე მსვლელობაშია მთელი საიდუმლო დამალული, ეს სწორედ ის ფორმაა ბედნიერების შეგრძნების, რაც იციან, იწვალო, იშრომო, მსხვერპლად შეეწირო და გააბედნიერო, ამით კი შენც გაბედნიერდე.
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრებისეული ხედვა აქვს, შეიძლება სია მზგავსი იყოს რა გააბედნიერებს, მაგრამ მიღების ფორმა განსხვავდება და სწორედ ამ მიღების ფორმაშია მთელი აზრი, პროცესი, რომელსაც შეუძლია ბედნიერი გაგხადოს, მხოლოდ საბოლოო მიღწევაში სულაც არ არის, გზა, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს, არის მთავარი ბედნიერების შეგრძნებისთვის, უმეტესობისთვის მთელი ხიბლი ეკარგება ,,ლანგრით მირთმეულს’’, რადგან მოქმედების ადამიანია და არ შეუძლია შეიგრძნოს საკუთარი მოქმედების გარეშე მიღებული ბედნიერება.
ყველაფერი კი როგორც ვახსენე შენს წარმოდგენებშია, რა წარმოდგენები გააკეთე ბავშვობიდან მოყოლებული, რა შაბლონები დევს შენში, როგორი შეხედულებები ჩამოგიყალიბდა ბედნიერების მიღებაზე, როგორ იღებდნენ ბედნიერებას შენი მშობლები და ახლობლები ირგვლივ, რა წაიკითხე, რას უყურე და რა დასკვნები გააკეთე, რა რელიგიური მრწამსი და ღირებულებების მქონე ხარ და რა სოციუმში იმყოფები. სწორედ ეს აყალიბებს შემდგომ შენს მოქმედებებს და იმას თუ რა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა შენთვის მნიშვნელოვანი, რა მოდელი გაქვს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შექმნილი, რა ხატები გამოძრავებს და რამდენად ძლიერია შენში კომფორმისტი, რომელიც იყო მოსაწონი და მისაღები სოციუმში, ხშირად ისეთ რამეებს გაკეთებინებს რასც შეიძლება არ გინდა აკეთო და განსხვავდება შენი სურვილებისგან.
ბედნიერებისთვის კი მხოლოდ შენ ხარ საკმარისი, შენი ,,მე’’, ისეთი როგორიც ხარ, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე და იმ სოციუმისთვის შესაბამისობაში მოყვანის გარეშე, რომელიც ამბობს ,,კის’’ როცა ,,არას’’ თქმა უნდა, ან ივიწყებს საკუთარ სურვილებს სხვისი სურვილების სანაცვლოდ, მხოლოდ იმისთვის რომ, მოსაწონი გახდეს და მიიღო სიყვარული! სიყვარული, რომელიც სინამდვილეში სიყვარული არც არის.
სინამდვილეში კი შეგიძლია შენს თავს მისცე ეს სიყვარული, გიყვარდეს საკუთარი თავი და აავსო ის თავად, შემდეგ სიყვარულით სავსემ კი გასცე და არ ელოდო მიღებას, იყო ბედნიერი შენს შიგნით და სამყაროში ხედავდე ბედნიერებისთვის ყვალაზე ძლიერ დასტურს, იმას რომ არსებობ, რომ შეგიძლია იგრძნო, განიცადო, მოუსმინო, დაინახო, შეიგრძნო, შეეხო, გასცე, ემსახურო, იზრუნო, არ ეცადო იყო მოსაწონი და მოგწონდეს შენი თავი ისეთი როგორიც ხარ! შეძლო ტკბობა იმით, რაც შენს ირგვლივ არის! მხოლოდ გინდოდეს გახდე საკუთარი ,,იდიალური მე’’ და არ შეედარო სხვას! შეგეძლოს დაინახო ის წვრილმანები, რომელშიც არის ბედნიერება! მიიღო საკუთარი შეცდომები და აქციო გამოცდილებად! ისწავლო და სხვასაც ასწავლო! არ გინდოდეს სხვისი და შექმნა შენი! იყო შემოქმედებითი და აკეთო ის, რისი კეთებაც გიყვარს! გინდოდეს მხოლოდ ის, რაც მართლა შენ გინდა და არ გქონდეს ისეთი სურვილები, რომლებიც სხვების მზგავს და მოსაწონს გხდის! გიყვარდეს ყოველი წუთი, რომელიც შემოქმედებითად დახარჯე და იყავი იმით კმაყოფილი რაც შექმენი, რადგან ის შენი შექმნილია! გიყვარდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და იყავი ბედნიერი იმით, რაც გაქვს და ვინც გყავს! უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ და იყავი ამით ბედნიერი!
მაკა გორდელაძე
Tag:ბედნიერება, ქოუჩინგი