სტრუპის ეფექტი
Stroop effect (სტრუპ ეფექტი) – ფაქტობრივად შეუძლებელია დავინახოთ წარწერა და არ წავიკითხოთ ის. აღნიშნული პროცესი თავის ტვინში ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ეს ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ეფექტია ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ინფორმაციის გადამუშავების დროს გვხვდება და მეხსიერების ავტომატურ ფუნქციონირებასთან ერთად ყურადღების კონცენტრირებასაც მოითხოვს. ფენომენი პირველად მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1935 წელს ჯონ რიდლი სტრუპის კვლევის შედეგად მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტის კვლევით რამდენიმე წლით ადრე გერმანელი ფსიქოლოგები იყვნენ დაკავებული. აღნიშნული გამოქვეყნების შემდეგ Stroop effect-ის კვლევის ასობით ვარიაცია ჩატარდა. კლასიკური Stoop ტესტი შედგება სამი დავალებისგან:
- კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზედაც შავი მელნით დაბეჭდილი (ან დაწერილია) ფერების ჩამონათვალი. მათ შეძლებისდაგვარად სწრაფად და უშეცდომოდ უნდა წაიკითხონ ფურცელზე არსებული ტექსტი.
- კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზეც ფერადი მელნით დაბეჭდილია ფერების ჩამონათვალი. დავალების შინაარსიც იგივეა – სწრაფად და უშეცდომოდ წაიკითხონ ტექსტი. მაგ: სიტყვა „მწვანე“ დაბეჭდილია წითლად. ამ შემთხვევაში სწორი პასუხია მწვანე.
- კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზეც დაბეჭდილია ფერების ჩამონათვალი ფერადი მელნით. ტექსტი და ფერები ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შეძლებისდაგვარად სწრაფად და უშეცდომოდ უნდა დაასახელონ ის ფერი, რომლითაც სიტყვაა დაბეჭდილი. მაგ: „მწვანე“ დაბეჭდილია წითლად, ამ შემთხვევაში სწორი პასუხია წითელი.
მრავალმხრივი ექსპერიმენტების შედეგი მუდამ ერთი და იგივეა – ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეები მესამე დავალების შესრულებას დაახლოებით ორჯერ მეტ დროს ანდომებენ და ბევრად მეტ შეცდომებს უშვებენ, ვიდრე პირველი და მეორე დავალების შესრულებისას. მკვლევრების აზრით, საქმე ინფორმაციის გადამუშავებისა და მეხსიერების ავტომატიზებულ პროცესებშია. კითხვა, ფერები და სხვა მრავალი გარემოება ადამიანის გონებაში მრავალმხრივი „ვარჯიშის“ შედეგად ავტომატიზებულია. შესაბამისად, საპირისპირო რეალობის დადგომისას, როდესაც ყურადღების კონცენტრირებაა აუცილებელი, ადგილი აქვს ერთგვარ კონფლიქტს და არ შეგვიძლია ისევე სწრაფად მოვახდინოთ ორივე სფეროზე რეაგირება, როგორც ამას სხვა შემთხვევაში გავაკეთებდით – ანუ არ შეგვიძლია ორი მოქმედების ერთდროულად შესრულება (Multitaking), რომელიც ყურადღების კონცენტრირებას და მეხსიერების არაავტომატიზებული პროცესების გააქტიურებას მოითხოვს. მსგავსი კლასიკური მაგალითია ავტომანქანის მართვა და მობილურით საუბარი. Strayer და Johnston (2001) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ მანქანის მართვისას მობილურით საუბარი იწვევს საავარიო სიტუაციების დროს დამუხრუჭების შენელებას, რადგან ადამიანის გონებას არ შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება მაშინ, როდესაც ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები მონაცვლეობით აქტივირდება, ხოლო ზეწოლის შემთხვევაში იკლებს რეაგირების სისწრაფე.
Stroop ტესტის მრავალი ვარიაცია არსებობს, როგორც ციფრებით ასევე ფერებით. შედეგი დაახლოებით მსგავსია, რაც კლასიკურ შემთხვევაში – რეაგირების დრო იზრდება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება, ე.წ. „კონფლიქტი“ მეხსიერების ავტომატიზებულ პროცესებსა და ყურადღებას შორის.
ყურადღების შერჩევითობის კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია აუდიალურ მასალაზე, თუმცა სელექციურობის კვლევა ასევე ძალზე საინტერესოა ინფორმაციის ვიზუალური დამუშავებისას.
ამ ტიპის კვლევისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ამოცანა, რომელიც 1935 წელს პირველად ჩამოაყალიბა ჯონ რიდლი სტრუპმა (ჟჰონ ღიდლეყ შტროოპ). მას მერე იგი ცნობილია სტრუპის ეფექტის სახელწოდებით. დავალება ასეთია:
ხმამაღლა წაიკითხეთ შემდეგი სიტყვები: ცისფერი, მწვანე, წითელი, იისფერი.
ეს დავალება საკმაოდ ადვილია. ახლა კი სანამ შემდეგი აბზაცის კითხვას განაგრძობთ, შესრულეთ თანმიმდევრობით დავალებები, რომელიც მოცემულია ცხრილში #7 .
თქვენ ალბათ აღმოაჩინეთ, რომ პირველი ორი დავალება საკმაოდ ადვილია. რაც შეეხება მესამეს, მისი შესრულება არც ისე იოლია, რადგან აქ ხდება სიტყვებისა და მისი ფერების ინტერფერენცია. სტრუპის ეფექტი გვიჩვენებს ყურადღების შერჩევითობის პრობლემას, რომელიც მელნის ფერზე ყურადღების ფოკუსირებასა და სიტყვის იგნორირებაში მდგომარეობს. რატომ არის სტრუპის ტესტი რთული თქვენთვის და ზრდასრულთა უმრავლესობისთვის?
საქმე ისაა, რომ კითხვა თქვენთვის ავტომატური პროცესია, ძნელია მისი ცნობიერი კონტროლი. სწორედ ამიტომ თქვენ გიჭირთ მიზანმიმართულად თავი შეიკავოთ კითხვისაგან და კონცენტრირდეთ მელნის ფერზე, იმ სიტყვების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც დაბეჭდილია ამ ფერის მელნით. ალტერნატიული ახსნა ისაა, რომ სტრუპის ტესტში სიტყვა ააქტიურებს ქერქის ნეირონებს სიტყვის სათქმელად. საწინააღმდეგოდ, მელნის ფერი ააქტიურებს ნეირონებს ფერის დასახასიათებლად. შედეგად, ძველი ნეირონები ინტერფერეციაში მოდის ახალთან.
ამ სიტუაციაში მეტი დრო გვჭირდება, რათა მოვიკრიბოთ აქტივაცის ძალისხმევა და დავასახელოთ ფერი ნაცვლად _ სიტყვისა. არსებობს სტრუპის ეფექტის მრავალი ვარიაცია. ასეთია, მაგალითად, რიცხვების სტრუპის ტესტი.
გამოყენებული ლიტერატურა:
მზია წერეთელი-აღქმა,ყურადღება,მეხსიერება
თამარ ჯკობახიძე-პრეზენტაცია ეფექტებზე