როგორ ფიქრობ- გაქვს იღბალი? მოდი შევამოწმოთ!
მნიშვნელობა არ აქვს,რამდენად ნათლად ხედავთ სასურველი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას-გადადგით პირველი ნაბიჯი!!!!!
ხშირად გვესმის ფრაზები: იღბლიანია, ყველაფერში უმართლებს, ბედნიერ ვარსკვლავზეა გაჩენილი… ვისაც ამ თეორიის გჯერათ იმედი უნდა გაგიცრუოთ: “იღბალი” არ არსებობს!!!!
მაშინ რატომ არის, რომ ვიღაცას უმართლებს, თქვენ-არა? ვიღაც ბედნიერია, თქვენ კი არა??? “იღბლიან” და “უიღბლო” ადამიანს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: ” აზროვნების ხარისხი”!!
“იღბლიან ადამიანს” ღრმად სწამს,რომ ე.წ. ფორტუნა მუდმივად მის მხარესაა,ნებისმიერი ახალი წამოწყება მისთვის სასურველი შედეგით დასრულდება,მას არ ეშინია სიახლის,იმედგაცრუების და მიზნისკენ მიმავალ გზაზე,ნებისმიერ წინაღობასა და კრახსაც კი ცხოვრებისეულ გამოწვევად იღებს.მან იცის,რომ წინასწარ უნდა შეიძინოს აუცილებელი ცოდნა და უნარები,წინასწარ უნდა “შეკაზმოს ცხენი”,რომ როდესაც ის,საჭირო დროს,საჭირო ადგილას აღმოჩნდება მზად იყოს ამისთვის.
- იღბალი-არ მიდის ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანთან;
- იღბალი არ მიდის ზარმაც ადამიანთან;
- იღბალი არ მიდის მშიშარა ადამიანთან;
- იღბალი არ მიდის ადამიანთან,ვინც რისკს არ აღიარებს;
- იღბალი არ მიდის მერყევ და ცვალებად ადამიანთან;
- იღბალი არ მიდის ადამიანთან, რომელსაც სწამს,რომ ბედის მწერალმა შუბლზე დააწერა ცხოვრების ყველა ეტაპი და რაც უწერია მაინც არ აცდება.
ნუ დააბრალებთ საკუთარ შეცდომებს და სისუსტეებს “ბედის მწერალს”, დაიჯერეთ, რომ თქვენ, თავად ხართ თქვენი ბედის შემოქმედი, ნუ შეგეშინდებათ დაიწყოთ ცხოვრება ნულიდან, ჩამოწერეთ ყველა გზა, რომელიც მიგაჩნიათ რომ სასურველ ცხოვრებამდე მიგიყვანთ,ირწმუნეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი!!!
მნიშვნელობა არ აქვს დღეს რა მდგომარეობაში იმყოფებით,
მნიშვნელობა არ აქვს როგორია თქვენი არსებული რეალობა;
ირწმუნეთ,საკუთარი შესაძლებლობების
და გადადგით პირველი ნაბიჯი!!!!!
ნუცი გონაშვილი