რა არის ემოციონალური/ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი (EI) არის ადამიანის უნარი გაიგოს და მართოს საკუთარი ემოციები, იგი წარმატების, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისა და კარიერული წინსვლის საქმეში გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე IQ, ანუ გონებრივი ინტელექტი. მიუხედავად მისი ასეთი მნიშვნელობისა, ემოციური ინტელექტის დონის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არსებობს მხოლოდ ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ რამდენად განვითარებული ხართ ემოციურ დონეზე.
ემოციონალური ინტელექტი ეწოდება ადამიანის უნარს აკონტროლოს საკუთარი ემოციები და ამოიცნოს სხვა ადამიანების მიზნები და სურვილები, ემოცია და მოტივაცია.
ემოციონალური ინტელექტის მცნება გაჩნდა როგორც ბუნებრივი რეაქცია ინტელექტის შეფასების ტრადიციული სისტემის უუნარობაზე, რომელსაც არ შეეძლო განესაზღვრა ადამიანის წარმატება ცხოვრებასა და კარიერაში. როგორც აღმოჩნდა, წარმატებული ადამიანი ეფექტურად მართავს საკუთარ ემოციებს და არანაკლებ ეფექტურად ურთიერთობს სხვა ადამიანებთან ემოციონალურ დონეზე.
- ემოციური ინტელექტის სტრუქტურის, ემოციების ამოცნობისა და მართვის მახასიათებლებისა და შაბლონების შესწავლა:
ტექნიკები თქვენი ემოციების სამართავად, - ზოგადი კომუნიკაციური კომპეტენციების ფორმირება
- კლასიკური ტექნიკის დაუფლება, რომელიც გამოიყენება პირადი ცხოვრების სფეროებში და ბიზნესში, სხვის ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად,
- პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზი და თვითდიაგნოსტირების მეთოდების ათვისება,
- სტრესის მართვა და ემოციური გადაწვს თავიდან აცილება.
- კურსი
კურსის გავლის შედეგად, ყალიბდება შემდეგი კომპეტენციები:
- კურსის ძირითადი თეორიული საფუძველების ცოდნა;
- ემოციების მართვის საბაზისო ტექნიკების გამოყენება;
- შეძენილი უმწეობის სინდრომს დიაგნოსცირებისა და მისი დაძლევის ხელის შეწყობა;
- სხვის ემოციებზე ზეგავლენის მეთოდების ფლობა;
- ემოციების ამოცნობის უნარ-ჩვევები
გაიცემა 2 ენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი
ხანგრძლივობა: 1 თვე(+1)
სულ: 9 ლექცია
დასაწყისი: 15 აპრილი
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 18 საათი
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 40
- შეფასებები Self
26 Comments
მოლოდინით მქონდა, რომ ვისწავლიდი როგორ ვმართო ჩემი ემოციები. ხშირად ძალიან ადვილად წამოვეგებოდი პროვოკაციებზე, ადვილად მწყინდა, ადვილად ვბრაზდებოდი და შემდეგ დიდხანს ვატრიალებდი ამ ემოციებს ჩემში. რაც კარგ შედეგს ნამდვილად არ იძლევა. მე სანამ თქვენ პროგრამას ვნახავდი სულ მინდოდა რამენაირად დამეძლია და მემუშავა ჩემს თავზე , მაგრამ არ გამომდიოდა. და ერთ მშვენიერ დღესაც ვნახე თქვენს გვერდზე ეს ჩემთვის ძალიიან საჭირო პროგრამა და რაღათქმაუნდა დაუფიქრებლად ჩავერთე🥰კურსმა ბევრი ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია , ცოდნა და ემოციებთან გამკლავების , დაძლევის ხერხები გვასწავლა. ეს ზუსტად ისაა რაც მე მჭირდებოდა… ბევრი ისეთი ტრავმა აღმოვაჩინე რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა, გამიჭირდა ტრავმებზე მუშაობა თუმცა საბოლოოდ შედეგიანი აღმოჩნდა, გავანეიტრალე და მოვიხსენი ბლოკები რომლებიც აქამდე ბევრ რამეში მზღუდავდა. ამოვისუნთქეეე☺️🙏 💫 ამ პროგრამის დახმარებით ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა და შეიცვლება კიდევ დარწმუნრბული ვარ, ნაბიჯ – ნაბიჯ. ეს ცოდნა ჯერ საკუთარ თავთან დამეხმარა, ვისწავლე როგორ გავუმკლავდე ნეგატიურ ემოციებს , გამოვიყენე ზოგიერთი მეთოდი ბავშვებთან, ჩემს ოჯახში და რათქმაუნდა კარგი შედეგებით….. იმ ადამიანებთანაც ვინც მუდმივად
მსტრესავდა და მავამპირებდა თავისი უარყოფითი ენერგიებით… აქაც იდეალური შედეგი. შევცვალე ჩემი აზრები დადებითი კუთხით შევხედე ბევრ რამეს… ვფიქრობ ყველგან , და ყოველთვის გამოვიყენებ ამ ძალიან სასარგებლო ცოდნას 💫მადლობა ქალბატონ ინგას ❤️ ძალიიან დიდი მადლობა . ჩემთვის თქვენი პროგრამა ნამდვილად საჩუქარი, აღმოჩენა იყო. 🔮💫 ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება ეს პროგრამა. მე სურვილი გამიჩნდა კიდევ ვისწავლო თქვენთან , ისეთი საინტერესოა თქვენი პროგრამები…. თითქოს ახლიდან ვეცნობი სამყაროს☺️. დიდი სიყვარულით და პატივისცემით
გვანცა თაყაძე
ემოციური ინტელექტის კურსი, დღევანდელ სამყაროს გამოწვევებთან და საკუთარი ემოციების გაანალიზებისთვის უკეთესად შეცნობისთვის და ემოციური ინტელექტია განვითარებისთვის ნამდვილას საუკეთესო კურსია, ამ კურსის მეშვეობით შევძელი საფუძლიანად შემესწავლ ჩემი ემოციები და დამოკიდებულებები, ამ კურსის ფარგლებში მოცემული ტექნიკები დიდი შთაბაზჭდილების ქვეშ მაყოფებდა. სხვა ადამიანების ენოციების აღქმა და გაზიარება, მათი გააზრება და შენი დამოკიდებულება, ამბობენ რომ 21 საუკუნეში ემოციური ინტელექტი უფრო წარმატების მომტანია ვიდრე ინტელექტი, ბევრი წარმატებული ადამიანის მაგალითია ამის. საოცარია ♥️ მადლობა აიბელ აკადემიას
ამ კურსში ჩართვა მინდოდა, იმისთვის, რომ ჩემი ემოციები ამომეცნო, შემეფასებინა, სახელი დამერქმია, მათზე კონტროლი შემძლებოდა, მოლოდინი მქონდა, რომ ამ ყველაფრის შესწავლას შევძლებდი კურსის ფარგლებში. კურსმა მოლოდინს გადააჭარბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ემოცების მართვა შემიძლია, ასევე შემიძლია გამოვიცნო სხვა ადამიანების ემოციები, რა შედეგის მიღებაც მსურს იმის მიხედვით ვიმოქმედო და ის ემოცია გამოვიწვიო სხვა ადამიანში რაც იმ კონკრეტულ მომენტში მჭირდება. რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს ჩემს მეგობრებში. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი გარანტირებულია და მოლოდინს აჭარბებს აქ მიღებული ცოდნა. მადლობა ვინც მონაწილოება მიიღო და შრომა ჩადო ყოველივე ამაში.
თეონა ბებია
მქონდა ინტერესი გამეგო უფრო მეტი, ქცევით და ურთიერთობების ფორმებზე, ემოციების მართვასა და იმ სიღრმეებზე, საიდან მოდის და როგორ შეიძლება განეიტრალდეს ფეთქებადი ემოციები, სურვილი მქონდა გამეგო ემოციების გაწონასწორების მეთოდების შესახებ. პირადად მე, გავერკვიე ბევრ ფსიქოლოგიურ პროცესში, მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადავხედე ჩემს ემოციურ ქცევას, ჩემს ურთიერთობებს. ემოციური ინტელექტის პრიზმიდან ვუყურებ ჩემს თავს და გარშემო მყოფთა ემოციებს,ვმუშაობ თავზე და ვითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას! დიდი მადლობა,ვარ კმაყოფილი და მაქვს სურვილი შემდეგ სასწავლო-სასერტიფიკატო კურსებშიც ჩავერთო❤️
მარინა ბექაური
ამ კურსში ჩავერთე იმ მოლოდინით რომ ვისწავლიდი უფრო მეტს ადამიანის გონებაზე, საკუთარი და სხვისი ემოციების მართვაზე, ვისწავლიდი ტექნიკებს,უფრო ახლოს მივიდოდი ფსიქოთერაპევტის გახდომასთან,იმის მიუხედავად რომ იქამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი.კურსმა მასწავლა თუ როგორ შემიძლია ბნელი სიტუაციიდან თვითონ გამოვიდე, ვიფიქრო პოზიტიურად, როგორ გავხადო სხვა ადამიანი პოსიტიური,როგორ დავაწყნარო წყობილებიდან გამოსული პიროვნება, ასევე ტექნიკა ცხოვრების ხაზი ძალიან საინტერესო და ძლიერი აღმოჩნდა,იგი დამეხმარა ბერვი წარსულის მოგონების განეიტრალებაში.
ყველაზე ძლიერად ჩემზე იმოქმედა შერწყმის განეიტრალებამ და ამ პროცესის დროს მივხვდი თუ რამდენ რაღაცას უკავშირდებოდა გადამეტებული ემპათია, ძალიან ძლიერი ემოციები ვიგრძენი და როდესაც პროცესი დასრულდა დიდი თავისუფლება დამეუფლა.მადლობა
დავით ყაზახაშვილი
ამ კურსის მოლოდინი იყო იმის, რომ გავიუმჯობესებდი EQ -ს, რათა უფრო მარტივი და სასიამოვნო იყოს სხვებთან და საკუთარ თავთან მუშაობა. აღმოჩენა იმისა, თუ რა უდევს საფუძვლად იმ დაბრკოლებებს რაც მხვდება ცხოვრების გზაზე. ემოციური ინტელექტის მეტი განვითარებით, მეტი წინსვლა და წარმატების მიღწევა.ზემოთ ჩამოთვლილი მომცა ნამდვილად. მივიღე ის, რომ ვიცი რა რისი მიზეზია და როგორ მოვაგვარო, გავიუმჯობესე სხვადასხვა ემოციიდან ერთმანეთში გადასვლა. გავიუმჯობესე ვიყო მეტად მშვიდი, და უკეთ გავუმკლავდე პრობლემებს. მე ბოლო რამოდენიმე თვეა აქტიურად ჩავერთე თქვენს რამდენიმე პროგრამაში (პარალელურად და ცოტა მიჭირს და დროში ხანგრძლივდება :)). ამ პერიოდის განმავლობაში უფრო შემიყვარდა ცხოვრება და დავინახე რომ რაც დიდი პრობლემა მეგონა, სულაც არ არის დიდი პრობლემა. ამ ეტაპზე მაქვს ის პერიოდი, როცა რაღაცეები ცუდისკენ შეიცვალა, მაინც ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, და ეს მდგომარეობა უფრო გამოწვევა გახდა და მეტი მოტივაცია მეტი რამის კეთების. ეს თვენი დახმარებით. მადლობა ამისთვის.
ნათია ხუბუა
ამ კურსის მოლოდინი იყო იმის, რომ გავიუმჯობესებდი EQ -ს, რათა უფრო მარტივი და სასიამოვნო იყოს სხვებთან და საკუთარ თავთან მუშაობა. აღმოჩენა იმისა, თუ რა უდევს საფუძვლად იმ დაბრკოლებებს რაც მხვდება ცხოვრების გზაზე. ემოციური ინტელექტის მეტი განვითარებით, მეტი წინსვლა და წარმატების მიღწევა.ზემოთ ჩამოთვლილი მომცა ნამდვილად. მივიღე ის, რომ ვიცი რა რისი მიზეზია და როგორ მოვაგვარო, გავიუმჯობესე სხვადასხვა ემოციიდან ერთმანეთში გადასვლა. გავიუმჯობესე ვიყო მეტად მშვიდი, და უკეთ გავუმკლავდე პრობლემებს. მე ბოლო რამოდენიმე თვეა აქტიურად ჩავერთე თქვენს რამდენიმე პროგრამაში (პარალელურად და ცოტა მიჭირს და დროში ხანგრძლივდება :)). ამ პერიოდის განმავლობაში უფრო შემიყვარდა ცხოვრება და დავინახე რომ რაც დიდი პრობლემა მეგონა, სულაც არ არის დიდი პრობლემა. ამ ეტაპზე მაქვს ის პერიოდი, როცა რაღაცეები ცუდისკენ შეიცვალა, მაინც ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, და ეს მდგომარეობა უფრო გამოწვევა გახდა და მეტი მოტივაცია მეტი რამის კეთების. ეს თვენი დახმარებით. მადლობა ამისთვის.
ნათია ხუბუა
ემოციონალური ინტელექტის კურსში ცავერთე უნარ-თვისებების გაუმჯობესების მიზნით, როგორც ვთქვით ,, სული გამოცდილების მისაღებად მოდის” შესაბამისად მეც მსურს მივიღო ეს გამოცდილება. ეს კურსი გვაძლევს იმის საშუალებას ჩავუღრმავდეთ საკუთარ აზრებსა თუ ემოციებს და აღმოვაჩინოთ ის ძირითადი და პირველადი წყარო რამაც აღმოაცენა ჩვენში ესა თუ ის იმპულსი, რომელმაც გამოძახილი ვერ ჰპოვა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი მისამართით ჩარჩა ჩვენში და დამეტასტაზირდა..შემდეგ ვიწყებთ სწორ მიზანმიმართულ მოქმედებას გავანეიტრალოთ, მოვიშოროთ ყველაფერი უარყოფითი: ადამიანები იქნებიან, საგანები, ადგილები, წარსული თუ აწყმო და დავიწყოთ სწორი პოზიტიური აზროვნება აწყმოში, რათა მომავალი იყოს დროში სწორად გაწერილი რომ არ მოხდეს შეუქცევადი რესურსის ტყუილ-უბრალოდ გაფანტვა და სასიცოცხლო ენერგიის შესუსტება/ დაკარგვა… აღსანიშნავია რომ ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში სადაც უამრავი შემზღუდველი რწმუნებულებაა, რომლის მიხედვითაც მიგვითითებენ ყოველ წუთს თუ წამს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ…ეს იწვევს ჩვენში დაძაბულობას ყოველგვარ უარყოფითს, რადგან შენ პატარა ნორჩ ყლორტს ამოსვლითანავე ფეხი დააბიჯეს, იყვავილე თუ არა ყვავილი მოგაჭრეს… მაგრამ ეს დანებების საშუალებას არ გვაძლევს ვინ განსაზღვრა რა არის სწორი და რა არა, პირიქით როგორც მცენარე გაიმაგრებს ფესვს და მოემზადება მომავალი სეზონისთვის რომ უფრო მაგრად, ძლიერად იყვავილოს აი სწორედაც რომ ასე უნდა გავაძლიეროთ და გავიდგათ ღრმად ფესვები. დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები და ფრთები შევასხათ ყოველგვარ დადებითს პოზიტიურს, სასურველს, რა თქმა უნდა ისე რომ სხვა კი არ დაზარალდეს ჩვენი ქმედებებით არამედ პირიქით მასაც გადაეცეს ეს დადებითი და ცხოვრება მისთვისაც საინტერესო სახალისო და შემეცნებითი გახდეს თუკი მას ნამდვილად აქვს ამის სურვილი…ძალიან კარგია როცა იცი ამა თუ იმ ემოციის არსი და შინაარსი, აცნობიერებ რომ იმ ტალღას რასაც შენში გაუშვებ ის იქნები…ხსნი შენს გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულებებს შენს მიმართ, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მარტივი შეკითხვის პასუხითაც კი იღებ ინფორმაციას რა სოციუმში გაიზარდა, რა იყო ის ძირითადი რასაც მასში თრგუნავდნენ, რატო აქვს ეს მოცემულობები, აზრები, ემოციები, დამოკიდებულება, ქმედებები და ა.შ
მოკლედ რომ ვთქვათ ეს კურსი გვაძლევს საშუალებას აღვიჭურვოთ ყველა იმ იარაღით, რაც გაგვაერთიანებს გაგვამთლიანებს ჩვენ, რათა სულმა მიიღოს ის რისთვისაც არის მოსული…
დიახ, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ სანამ ემოციონალური ინტელეტის კურსში ჩავერთვებოდი გავლილი მქონდა სტრესის მართვის პროგრამა და ჩემთვის ეს ორი პროგრამა განუყოფელია…იმის თქმა მინდა, რომ თუ ერთ პროგრამაში გააერთიანებთ ძალიან მაგარი იქნება, ვინაიდან სტრესის მართვის პროგრამაში ღრმა ძიებაში ხარ საკუთარ თავთან აკეთებ უამრავ მედიტაციებს, ტექნიკებს, მიზანმიმართულს ,,ისწავლო სუფთად წერა ახალ ფურცელზე”… ხოლო ემოციონალური ინტელექტის პროგრამა ამ ყველაფერს უფრო დეტალურად შლის…
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო და დახვეწილი პროგრამებისთვის ქალბატონო ინგა მოხარული ვარ რომ ჩემი მასწავლებელი ხართ, მიყვარხართ და მეამაყებით ❤
ნინო მაისურაძე
ძალიან მინდოდა ჩემი ემოციების დალაგება, გარკვევა მათი ნამდვილი წარმომავლობის ადგილის. ამ კურსის დაწყების პირველივე დღიდან ნამდვილად ვიცოდი რომ ბევრს მივაღწევდი. ყოველთვის მჯერა ინგასი რადგან ის ყოველთვის იწყებს ჩვენთან მოსაწოდებელ ინფორმაციას საფუძვლებიდან . ასეთ დაწყებულ საქმეს კი ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა ჩემი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ემოციები დამელაგებინა და არა ერთჯერადად ,სამომავლოდაც უმეტესწილად მეცოდინება როგორ ვმართო ისინი და არა მარტო ჩემთვის სასიკეთოდ არამედ ჩემს ირგვლივ მყოფთათვის. რადგან უფრო ჰარმონიული იყოს ცხოვრება და დრო არ დავკარგო არაფრის მომტანი ნერვების წეწვისთვის.დიდი მადლობა თქვენ ამისთვის
მარი ჩუბინიძე
მჯეროდა რომ კურსი მომცემდა საშუალებას გადამემოწმებინა საკუთარი შესაძლებლობები. როგორც აღვნიშნე მსურდა საკუთარი შესაძლებლობების გადამოწმება და ამის შესაძლებლობა მომცა კურსმა. მომცა ახალი ტექნიკები, გავინთავისუფლე (არა სრულად დამრჩა ალბათ 5%) თავი თანმდევი ემოციებისგან. ზუსტი კურსი ავიღე იმ გზაზე რომელზეც უნდა ვიარო. მქონდა უამრავი “ინსაიტი“ რომლებსაც ჩემთვის დავიტოვებ, თუმცა რომ არა ეს კურსი ამ მიმართულებით აღმოჩენებს ნაკლებად ან გვიან შევძლებდი. ვისწავლე უკეთ ეკოლოგიურობა სხვების ემოციების მართვისას. მადლიერება ჩემგა ძალიან დიდი. სურვილი მქონდა უფრო მეტი მიმეღო ბუნებრივია და თუ იქნება ბევრის მომცემი ასეთი კურსი, რომელიც შეძლებს ჩემს ძალიან მაღალ საფეხურზე აყვანას სიამოვნებით მიგულეთ თქვენთან.
სოფიო ციცვიძე
პროფესიული განვითარების მიზნით ჩავერთე “ემოციონალური ინტელექტის” ონლაინ კურსში. მომცა სასწაული შედეგი როგორც ყოველთვის. ემოციური გადახალისება მოხდა ჩემში ნამდვილად. ძალიან ბევრი ინსაიტები მქონდა ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე და გამოვასწორე ეს რათქმა უნდა გზა და გზა მოხდება კიდე ამისი უკუკავშირი საკუთარ თავში. მთელი პროგრამით დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში საერთო ჯამში. ყველა მხრის ვიცვლები ყველანაირად ვძლიერდები საზღვრები მაგრდება და მეტად ტავდაჯერებული ვხდები საერთო ჯამში. ნამდვილად არაფერი პირიქით მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ, და ვისურვებდი კიდევ ურო და უფრო მეტი საინტერესო და სიახლეები დაგეანონსებინოთ <3
თინა ბუთხუზი
მოლოდინი იყო დიდი გამეგო ემოციონალური ინტელექტის შესახებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია. მოლოდინი გამართლდა და მივიღე ძალიან სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია ემოციების მართვის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი ემოციონალური მდგომარეობის გაგება.ვურჩევდი ყველას გაიაროს მოცემული კურსი.
ქრისტინე დობორჯგინიძე
მსურდა გავცნობოდი სრული,სიღრმისეული ინფორმაციას ადამიანის ემოციური ინტელექტის შესახებ. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ცოდნა მადლობა.ყოველთვის თქვენთან ერთად სიყვარულით
ბაია ბექაია.
კურსში ჩავერთე,რადგან მსურდა განვითარება ემოციონალური თვალსაზრისით. მოცემულმა კურსმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი, სრულად მივიღე ის, რაც მსურდა. ვისწავლე საკუთარ თავზე მუშაობა, ემოციების გაკონტროლება, ასევე სხვა ადამიანების ემოციებისგან თავდაცვა. გავხდი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული. ბედნიერი ვარ,რომ გიპოვეთ.გისურვებთ ულევ წარმატებას.
თამარ ჩივაძე
მსურდა ემოცოების მართვის ტექნიკების გაუმჯობესება და შესწავლაამ. კურსმა მე კიდევ სხვა თვალით დამანახა როგორც ჩემი თავი ჩემივე ემოციებით ასევე სხვა გარშემო მყოფი ხალხი და მათი ემოციების ამოცნობა მასწავლა..
მადლობა თქვენ ამისათვის. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ💜💜 მადლობა
ეკატერინე ღვინიაშვილი
ჩემი მოლოდინი იყო ემოციონალური ინტელექტის ამაღლება გავეცანი ბევრ ინფორამციას გამომწვევ მიზეზევს თუ რა იწვევდა ჩემში ამ საკითხს. გავაცნობიერე და გავერკვიე იმაში თუ როგორ შეიძლება, რა გზებით და ხერხებით EQ ამაღლება
ბევრი ახალი ტექნიკის საფუძველზე
დარიკო სიჭინავა
ძალიან საინტერესო იყო .საერთოᲓ მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და ამ მიზნით ჩავერთე ამ კურსზე.Ვფიქრობ რომ ყველამ უნდა შეისწავლოს ემოციების მართვის ტექნიკები და განოიყენოს ისინი ცხოვრებაში.კირადად ჩემზე ძალიან იმოქმედა რადგან გავხდი გაწონასწორებული და მშვიდი.უკვე ვიცი როგორ ვმართო ესა თუ ის ემოცია.ძალიან დიდი მადლობა ამ ცოდნის გაზიარებისთვის ❤💜
საკუთარი თავის განვითარებისთვის ჩავერთე ამ კურსში. ბევრი დადებითი რამ მომცა ემოციონალური ინტელექტის კურსმა, მაგალითად უკეთ ვცნობ და ვერკვევი ადამიანების მდგომარეობაში, და ჩემს მდგომარეობაშიც უკეთ შემიძლია გარკვევა. მადლობა ყველაფრისთვის.
ლიკა გობაძე
ამ კურსში ჩავერთე, იმიტომ , რომ მსურდა სიახლეს შეცნობა საკუთარ თავში. ბევრ რაიმეზე დამაფიქრა თქვენმა კურსმა.
სხვანაირად ვფიქრობ უკვე.
თქვენით შეიძლება ყოველი კურსის გავლის შემდეგ, კვლავ ახლებურად, ახალი ფურცლიდან დაიწყო საკუთარი ცხოვრება💖 მიხარია. რომ არსებობთ.და ამასთან დავამატებ. რომ მიხარია ყოველი თქვენი კურსი ხელმისაწვდომ ფასებშია. ამიტომ ბევრს მოუტანთ სიკეთეს
შორენა სვიანიძე-მაჭავარიანი
ამ კურსში ცავერთე, რადგან ჩემი ემოციების კონტროლის მოლოდინი მქონდა. გავერკვიე ემოციებში, სწორად გავიგე და აღვიქვი თუ საიდან მოდის ჩემი ემოციების შაბლონები. ძალიან საინტერესო და გამოსადეგი იყო “ცხოვრების ხაზის” ტექნიკა და გამომადგება სამომავლოდ კლიენტებთან მუშაობაში.
ჯინა გოგლიძე
ამ კურსში ჩავერთე, იმისთვის, რომ დავუფლებოდი ღრმა ტექნიკებს, რათა გამომეტენებინა კლიენტთან სამუშაოდ.1-ემოციონალური ინტელექტის კურსმა მომცა მეტი რესურსი როგორც ქოუჩს რომ უფრო ღრმად და ნაყოფიერად ვიმუშაო კლიენტთან, ასევე ჩემში დაგროვილი ემოციების გამენეიტრალებინა. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ინგა ბლესს და მთელს თქვენს კოლექტივს!
ნათია ფარემუზოვი
მიყვარს ეს კურსი-)
ემოციონალური ი ტელექტის კურსში ᲩავერᲗე პირველ რიგში საკუთარი ემოციებში გასარკვევად, ასევე გარᲨემომყოფებᲗან ჯანსაღი ურᲗიერᲗობის ᲨესანარᲩუბებლად და მინდა გიᲗხრაᲗ რომ რასაც მოველოდი იმაზე მეტი მომცა ამ კურსმა და ვთვლი რომ ეს არის ის კურსი რომელიც ყველამ უნდა გაიაროს.
ჩემი მიზანი იყო გამეგო ჩემი ემოციონალური ინტელექტის დონე, ასევე გამეუმჯობესებინა იგი. ამ კურსის გავლამდე ვფიქრობდი, რომ საკმაოდ კარგი ემოციონალური ინტელექტი მქონდა, მაგრამ კურსის ფარგლებში დავინახე, რომ კიდევ ბევრი მაკლდა ემოციონალური ინტელექტის მაღალი დონის მისაღწევად. ბევრ ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციებს ამოცნობა, აღიარება, გაანალიზება და მისი მართვა.ამ კურსმა საშუალება მომცა ამ ყველაფრის ცოდნა მიმეღო, ტექნიკები დამეხმარა, რომ უკეთესად მესწავლა საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა და ასევე სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობასა და მართვაში. დიდი მადლობა IBEL ACADEMY-ს და ინგა ბლესს ამ ძალიან მრავლის მომცემი კურსისთვის.
ამ კურსმა უამრავი რამ შემძინა, ვისწავლე როგორ ვმართო საკუთარი ემოციები,როგორ ვაკონტროლო სხვა ადამიანებთან მიმართებაში ემოციები და როგორ მოვიქცე სწორად კონკრეტულ სიტუაციებში.ემოციების გამოხატვა სულაც არაა სისუსტე,თუმცა ზედმეტ ემოციებში გადავარდნაც დაბალი ემოციონალური ინტელექტის მაჩვენებელია.კურსის განმავლობაში ბევრი ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრამვა აღმოვაჩინე,რამაც ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა შემდეგ პერიოდში. პრაქტიკული მეთოდების დახმარებით შევძელი საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და თავდაჯერებულობის ამაღლება და ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ ♥️ ამ კურსის გავლის შემდეგ ნებისმიერ სიტუაციას ვაფასებ მეორე ადამიანის მხრიდანაც და ვცდილობ მაქსიმალურად სწორად ვაკონტროლო საკუთარი ემოციები.მადლობა დიდი ამ ყველაფრისთვის ♥️
მოცემული პროგრამა საჩუქრად მერგო ტრანსფორმაციული ქოუჩინგის პროგრამის შეძენისას, რაც ნამდვილი აღმოჩენა აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ორი პროგრამის პარალელური დამუშავებით, მუდმივად ვიღებდი ახალ და ძალიან გამოსადეგ ინფორმაციას, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ემოციების კუთხით. დავფიქრდი ბევრ ისეთ ასპექტზე, რაც ჩემთვის ამ დრომდე სამუშაო საკითხს არ წამოადგენდა და ნორმად მივიჩნევდი. განსაკუთრებით კი გამოვარჩევდი თემას ტკივილის სხეულზე, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, მოუთმენლად ველოდები ამ პრიგრამის ჩაშვებასაც და აუცილებლად დავესწრები, დიდ მადლობას ვუხდი აკადემიას მოცემული ცოდნისთვის.