რისი მიღწევა გსურთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში?
«წარმატების მოპოვებისთვის საჭირო თვისებებს შორის მთავარია მიზნის სიცხადე და ამოცანის შესრულების მწველი სურვილი».
ნაპოლეონ ჰილი
ვიდრე გაარკვევთ, რა არის თქვენთვის „ბაყაყი“ და როგორ უნდა მოახერხოთ მისი შეჭმა, ჯერ გადაწყვიტეთ, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.
სიცხადე და გარკვეულობა, შეიძლება ითქვას, ადამიანის საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებებია.
როგორ ახერხებს ზოგიერთი ნაკლებ დროში სხვაზე მეტი საქმის შესრულებას? პირველ ყოვლისა, ამისათვის საჭიროა მიზნის დასახვა და მის მისაღწევად აუცილებელი პირობების განუხრელად შესრულება.
რაც უფრო უკეთ იცით, რა გინდათ და რის გაკეთებას აპირებთ მიზნის მისაღწევად, მით უფრო ადვილად გადალახავთ სიძნელეებს და საქმეც ნაკლებად გაჭიანურდება, „ბაყაყის შეჭმასაც“ შეძლებთ და დასახულ ამოცანებსაც შეასრულებთ.
გაჭიანურებისა და მოტივაციის უქონლობის მიზეზი არის გაურკვევლობა, დაბნეულობა და ბუნდოვანი წარმოდგენა იმაზე, თუ რა, რატომ და რისთვის უნდა გაკეთდეს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუღალავად ეცდებით, რაც შეიძლება მეტი სიცხადე შეიტანოთ თქვენს მთავარ მიზნებსა და ამოცანებში.
ერთ კარგ წესს შემოგთავაზებთ: თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი ნააზრევი.
ზრდასრული ადამიანების მხოლოდ სამ პროცენტს აქვს უნარი, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი მიზნები.
ეს ადამიანები მათზე ბევრად განათლებულ და უნარიან თანამშრომლებზე ხუთჯერ და ათჯერ მეტს ასწრებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ზოგიერთი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს წერილობით ზუსტად ჩამოაყალიბოს, რა უნდა.
არსებობს მიზნის დასახვისა და მიღწევის ძლიერი ფორმულა, რომლითაც შეგიძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისარგებლოთ. ის შვიდი მარტივი საფეხურისგან შედგება. სცადეთ და დაინახავთ, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია გააორმაგოს და გააასმაგოს თქვენი საქმიანობის ხარისხი.
ამ მარტივი, შვიდსაფეხურიანი მეთოდის წყალობით ბევრმა ჩემმა მსმენელმა შეძლო რამდენიმე წელიწადში ან სულაც რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად გაეზარდა შემოსავალი.
პირველი საფეხური: ზუსტად ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ. იფიქრეთ მარტო ან თქვენს უფროსთან ერთად, ისაუბრეთ თქვენს მიზნებსა და ამოცანებზე მანამ, სანამ მთელი სიზუსტით არ გააცნობიერებთ მთავარ მიზანს, მისი განხორციელების გზებსა და თანამიმდევრობას.
საკვირველია, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი კარგავს სამსახურს და იძულებულია, დაბალი კვალიფიკაციის ამოცანებზე იმუშაოს; ეს იმის გამო ხდება, რომ თავიანთ მენეჯერებთან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ არ თათბირობენ.
დროის ყველაზე ფუჭი ხარჯვა არასაჭირო სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაა.
სტივენ კოვეი ამბობს: „ვიდრე წარმატების კიბეზე ასვლას შეუდგები, დარწმუნდი, რომ საჭირო შენობაზეა მიდგმული».
მეორე საფეხური: დაწერეთ, ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი ნააზრევი.
წერის დროს მიზანი აღქმად ფორმას იძენს და ხელშესახები ხდება.
თქვენ ქმნით ისეთ რამეს, რისი თვალით დანახვა და ხელით შეხება შეიძლება.
ე ხუთჯერ და ათჯერ მეტს ასწრებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ზოგიერთი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს წერილობით ზუსტად ჩამოაყალიბოს, რა უნდა.
არსებობს მიზნის დასახვისა და მიღწევის ძლიერი ფორმულა, რომლითაც შეგიძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისარგებლოთ. ის შვიდი მარტივი საფეხურისგან შედგება. სცადეთ და დაინახავთ, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია გააორმაგოს და გააასმაგოს თქვენი საქმიანობის ხარისხი.
ამ მარტივი, შვიდსაფეხურიანი მეთოდის წყალობით ბევრმა ჩემმა მსმენელმა შეძლო რამდენიმე წელიწადში ან სულაც რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად გაეზარდა შემოსავალი.
პირველი საფეხური: ზუსტად ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ. იფიქრეთ მარტო ან თქვენს უფროსთან ერთად, ისაუბრეთ თქვენს მიზნებსა და ამოცანებზე მანამ, სანამ მთელი სიზუსტით არ გააცნობიერებთ მთავარ მიზანს, მისი განხორციელების გზებსა და თანამიმდევრობას.
საკვირველია, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი კარგავს სამსახურს და იძულებულია, დაბალი კვალიფიკაციის ამოცანებზე იმუშაოს; ეს იმის გამო ხდება, რომ თავიანთ მენეჯერებთან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ არ თათბირობენ.
დროის ყველაზე ფუჭი ხარჯვა არასაჭირო სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაა.
სტივენ კოვეი ამბობს: „ვიდრე წარმატების კიბეზე ასვლას შეუდგები, დარწმუნდი, რომ საჭირო შენობაზეა მიდგმული».
მეორე საფეხური: დაწერეთ, ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი ნააზრევი.
წერის დროს მიზანი აღქმად ფორმას იძენს და ხელშესახები ხდება.
თქვენ ქმნით ისეთ რამეს, რისი თვალით დანახვა და ხელით შეხება შეიძლება.
მეორე მხრივ, დაუწერელი მიზანი ან ამოცანა, უბრალოდ, სურვილია, ფანტაზია, რომლის უკან არანაირი ენერგია არ დგას. ამას შედეგად დაბნეულობა, მცდარი გადაწყვეტილებები და შეცდომები მოსდევს.
მესამე საფეხური: დააწესეთ მიზნის შესრულების ვადა და თუ საჭიროა, ქვედა ზღვარი.
ვადის გარეშე მიზანს ან გადაწყვეტილებას ქმედუნარიანობა არ გააჩნია, რადგან სინამდვილეში მას არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული.
კონკრეტული ამოცანის დასახვასა და მის განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე საქმე გაძნელდება და მისი დასრულება გაჭიანურდება.
მეოთხე საფეხური: შეადგინეთ სია ყველაფერზე, რაც, თქვენი აზრით, მიზნის მისაღწევად დაგჭირდებათ.
როგორც კი ახალი აზრი გაგიჩნდებათ, მაშინვე მიუმატეთ სიას და ასე განაგრძეთ, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ ჩამოწერთ.
სია გაძლევთ საშუალებას, დიდი მიზნები და ამოცანები აღიქვათ როგორც ერთიანი სურათი, რაც აადვილებს მუშაობას და მნიშვნელოვნად ზრდის მის დროულად და გეგმის მიხედვით განხორციელების შესაძლებლობას.
მეხუთე საფეხური: აქციეთ სია გეგმად. დაალაგეთ დავალებები თანამიმდევრობისა და მნიშვნელობის მიხედვით. დახარჯეთ რამდენიმე წუთი იმაზე ფიქრში, რომელი საქმე უნდა გაკეთდეს პირველად და რომელი – მოგვიანებით.
უკეთესია, თუ ფურცელზე გეგმას კვადრატებისა და წრეების ფორმით გამოსახავთ და მათ შორის კავშირს ხაზებისა და ისრების მეშვეობით გადმოსცემთ.
თავად გაგიკვირდებათ, რა ადვილია მიზნის მიღწევა, თუ მას ცალკეულ ამოცანებად დაყოფთ.
გაწერილი მიზნებისა და ორგანიზებული სამოქმედო გეგმის დახმარებით დაბნეულობა, მცდარი გადაწყვეტილებები და შეცდომები მოსდევს.
მეექვსე საფეხური: დაუყოვნებლივ შეუდექით დასახული გეგმის განხორციელებას. იმოქმედეთ, იმუშავეთ.
ნიჭიერად შესრულებული საშუალო გეგმა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბრწყინვალე გეგმა, რომელიც სათანადოდ არ განხორციელდა. ნებისმიერ საქმეში წარმატების საწინდარი მისი კარგი შესრულებაა.
მეშვიდე საფეხური: საკუთარ თავს დაავალეთ, ყოველდღიურად გააკეთოთ რაღაც, რაც მთავარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს საქმეები თქვენი ყოველდღიური განრიგის ნაწილი უნდა გახდეს. შესაძლოა, ეს ეხებოდეს წიგნების წაკითხვას, კლიენტებისთვის ან პოტენციური კლიენტებისთვის ტელეფონზე დარეკვას, ფიზიკურ ვარჯიშს ან უცხო ენის შესწავლას – მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, დღე არ გამოტოვოთ.
ყოველთვის წინ იარეთ, თუ დაიწყეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. არ შეჩერდეთ. თქვენი გადაწყვეტილებები და სიბეჯითე მიზნის მიღწევას დააჩქარებს და დაგეხმარებათ, რომ წარმატება მოიპოვოთ ყოველგვარ საქმიანობაში.
ბრაიან თრეისი “შეჭამე ბაყაყი”.