ეზოთერიზმი (ძველი ბერძნულიდან Ἐσωτεριχός – “შინაგანი”), ეზოთერიკა –
მხოლოდ რჩეულთათვის ხელმისაწვდომი ცოდნა, რეალობის აღქმის სპეციფიკური გზა, რომლსაც აქვს იდუმალი შინაარსი და გამოხატულება ”ფსიქო-სულიერ პრაქტიკაში”.
ეზოთერული გამოცდილების დროს მიღებული ცოდნა უკიდურესად სუბიექტურად მიიჩნევა, ამიტომ არ არსებობს ერთიანი ეზოთერული სწავლება. იოგა, ასტროლოგია, გნოსტიციზმი, კაბალა, თეოსოფია, სუფიზმი, იოგა, ვაჯრაიანა (ბუდისტური ტანტრიზმი), მაგია, ალქიმია, ნუმეროლოგია, რეინკარნაციოლოგია, ვედები, აიურვერდა – აი მცირე ჩამონათვალი სხვადასხვა ეზოთერიკული სწავლებებისა.
პითაგორა, პლატონი და არისტოტელე “ეზოთერიკა”-ს უწოდებდნენ საიდუმლო სწავლებას, რომელიც მხოლოდ რჩეულებს (ეზოთერიკოსებს) შეიძლება რომ გადაეცეს. დროთა განმავლობაში ეზოთერიციზმი ფარული სწავლების პრაქტიკული ინტერპრეტაციის სხვადასხვა ფორმას იღებდა. ამავე დროს, რიგი ავტორები განიხილავენ ეზოთერიზმს, როგორც სპეციალური ტიპის რაციონალობას, რომელიც ამჟამად განიცდისკ ონცეპტუალიზაციას. ზოგიერთი ავტორები ეზოთერიკას “პარა(ახლო, გარშემო, მიახლოებული) მეცნიერებად” თვლიან.
ადამიანში სულიერების განვითარებისთანავე გაჩნდა კითხვა: როგორ უკავშირდება გარე სამყაროში მომხდარი მოვლენები ჩვენს შინაგან სამყაროს და რა ზეგავლენას ახდენს კოსმიური პროცესები ჩვენზე. მაკრო და მიკროსამყარო ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ამაზე ეჭვი არცერთ ფილოსოფიურ, რელიგიურ თუ მისტიკურ თეორიას არ მიუტანია! მაგრამ ზუსტად როგორ ხდება ეს ურთიერთქმედება? რა კავშირია ამ ორ სამყაროს შორის? სხვადასხვა ეზოთერული სწავლება ცდილობდა და ცდილობს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.
თუ გსურთ იცოდეთ სამყაროს ღრმა საიდუმლოებები, მაშინ
შემოგვიერთდით ეზოთერიკის 6 თვიან კურსზე!
როგორც წესი, ეზოთერიზმი წარმოდგენილია გარკვეული სწავლების სახით, რომელიც შეიცავს სამყაროს და ადამიანის შესახებ ცოდნის კვინტესენციას.
ეს ცოდნა ყოველთვის იყო საიდუმლო და მას მხოლოდ ამა თუ იმ სკოლის მიმდევრები ფლობდნენ.
გახსოვდეთ: თითოეულ მოძრაობაში არსებობს საკუთარი ეზოთერიზმი. იოგების, ასტროლოგების, ალქიმიკოსების, მაგების და სხვათა იდეები შეიძლება გარკვეულწილად განსხვავდებოდეს ერთიმეორისაგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს კვეთის წერტილებიც, თუმცაღა სწავლებებში სრული იდენტურობა არ არის.
ეს მოცემულობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს, სხვადასხვა ეზოთერული თეორიებს გააზრება და პარალელების გავლება/აღმოჩენა, კიდევ უფრო ამდიდრებს ადამიანის თვალსაწიერს და გვაძლევს უშუალოდ გამოყენებად ენერგეტიკულ ინსტრუმენტებს საკუთარი ცხოვრებისა და რეალობის გასაუმჯობესებლად, სასურველის მისაღებად, საკუთარი სიღრმეებისა და სიმაღლეების აღმოსაჩენად!
ეზოთერიკის დახმარებით შევისწავლით ადამიანისა და მის გარშემო არსებული სამყაროს ფარულ, მისტიკურ არსს.
ეზოთერული კვლევები შეისწავლის პროცესებს, რომლებიც ხდება მთელ სამყაროში, არა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე. ეზოთერიკული დოქტრინის თანახმად, ყველა ეს პროცესი თითოეულ ადამიანზე აისახება. ეზოთერიკულ ცოდნას პრაქტიკული გამოყენება აქვს და ის დღემდე გასაიდუმლოებული და დაცულია მრავალ მისტიკურ ტრადიციაში.
სწორად ამ იდუმალ ცოდნას დაეუფლებით და მის პრაქტიკულ გამოყებებაში დახელოვნდებით მოცემულ კურსზე,
რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ
თქვენ მიიღებთ „ენერგო პრაქტიკოსის“ კვალიფიკაციას და ასევე “RPT თერაპევტის” საერთაშორისო სერტიფიკატს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
მთელი სამყარო და თავად ადამიანი ენერგიებისგან შედგება. სამყარო ენერგიის ოკეანეა. ადამიანი მუდმივ ურთიერთქმედებაშია სამყაროს ენერგიებთან, აღიქვამს ენერგიას და ასხივებს ენერგიას, ასევე გავლენას ახდენს საკუთარ თავზე და გერემოზე.
“ენერგეტიკულ პრაქტიკები“ უძველესი დროიდან მოყოლებული არსებობენ და აღიარებულ იქნენ თანამედროვე მეცნიერების მიერაც. პრაქტიკების ეფექტურობა მეცნიერული თვალსაზრისით უკვე დადასტურებულია.
ენერგიის დაკარგვა/გამოლევა იწვევს სხვადასხვა პრობლემებს და შესაძლოა დაავადებების მიზეზიც გახდეს. ამის შესახებ ნათქვამია აიურვედაში, რომელიც ავადმყოფობის მთავარ გამომწვევ მიზეზად ასახელებს ენერგიების დისბალანსს, გრძნობების/ემოციების უმართაობას და პიროვნული შესაძლებლობების არასათანადო გამოყენებას. ამის შედეგად ადამიანი კარგავს ენერგიას, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმას, დეპრესიასა, სტრესს და სხვა სერიოზულ დარღვევებს.
ზოგადად, ძნელია ჩამოვთვალოთ არსებული სკოლები და სფეროები, რომლებიც ჩართულნი არიან ეზოთერიკულ-ენერგეტიკული პრაქტიკების სწავლებაში, რადგან მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
თანამედროვე ადამიანებმა უკვე გაიაზრეს და დააფასეს პრაქტიკების მნიშვნელობა და ამიტომ ცდილობენ არსებული ეზოთერიკული მეთოდების გაუმჯობესებას და ახლის შემუშავებას.
ენერგეტიკული პრაქტიკის მთავარი, ყველაზე ცნობილი ტიპები მოიცავს:
- რესპირატორული პრაქტიკა: ტაოისტური, ტანტრიკული, ჰოლოტროპული
სუნთქვა;
- ციგუნგი;
- მედიტაცია;
- რეკი;
- კუნდალინის ენერგია;
- დაოსური ენერგეტიკული პრაქტიკა;
- ძალის ადგილების მონახულება;
- ენერგიის მიღება ბუნებიდან: მზე, წყალი, ცეცხლი, დედამიწა, სივრცე;
- უძველესი შამანური ენერგეტიკული პრაქტიკები;
- სულიერი პრაქტიკები და სხვ…
ენერგეტოპრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენერგოვამპირიზმთან მუშაობა. ეს არის სოციალური ფენომენი და ასოცირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებასა და ენერგიათა გაცვლა/გადანაწილებასთან. არსებობს სხვადასხვა სახის ენერგეტიკული “თავდაცვა“, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ენერგიის შენარჩუნებას, ასევე „შევსების პრაქტიკები“, რაც ადამიანს აძლევს ენერგიას და ეხმარება შინაგანი წონასწორობის აღდგენა-შენაჩუნებაში.
ამრიგად, ყველა ენერგეტიკული პრაქტიკის მთავარი ამოცანაა ადამიანის ენერგეტიკული ველის დაცვა, ჰარმონიზაცია და გაძლიერება.
“ენერგო პრაქტიკოსის“ ეზოთერიკულ კურსში ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მიმდინარეობებიდან და სწავლებებიდან ამორჩეულ საუკეთესო მარგალიტებს.
შემოგვიერთდით!
ეზოთერიკის სკოლა შედგება 3 მოდულისაგან:
– მყისიერი პერსონალური გარდაქმნები (RPT) მოდული I
– ენერგეტიკული პრაქტიკების მოდული I
– ენერგეტიკული პრაქტიკების მოდული II
ტექნიკა RPT-ს “მყისიერი პერსონალური გარდაქმნა” (დონე 1) სასერტიფიკატო კურსი (განახლებული ვერსია).
RPT არის მეთოდი, რომელიც მუშაობს ცხოვრებისეულ პრობლემებზე, კერძოდ კი ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად ჩადებულ მიზეზე, იკვლევს თუ რატომ წარმოიშვა პრობლემა. მოცემული ტექნიკის მეშვეობით გვეძლევა წვდომა არა მხოლოდ იმაზე, რასაც ინახავს ჩვენი მეხსიერება, არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ტრავმებსა და პრობლემებზე (მათ შორის მუცლად ყოფნის და ჩასახვის პერიოდის), არამედ ვაღწევთ ჩვენს წინაპართა ცხოვრების გენეტიკურ მეხსიერებასში, ჩვენი საგვარეულოს ტრავმებსა და ენერგიებში. შესაბამისად, RPT არასოდეს მუშაობს სიმპტომზე, თუნდაც ეს სიმპტომი ტრავმის სახით იყოს, არამედ მთავარ გამომწვევ მიზეზებზე!
ღრმა ასპექტებზე მუშაობის მეშვეობით, ჩვენ გვეძლევა საშუალება სწრაფად და მარტივად აღმოფხრათ ის მიზეზები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პრობლემებს გვიქმნის, ე.ი. იკურნება ზუსტად ის რაც საჭიროა – საწყისი და ფესვი!
სწავლის უფლება აქვთ 18 წლიდან ასაკის ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს. სწავლას არ აქვს უკუჩვენებები.
თქვენ იღებთ:
– საკუთარ გამოცდილებას RPT პროცესის გავლის და სხვა ადამიანისთვის პროცესის წარმართვისა,
– ავითარებთ თქვენს ინტუიციას და ემპათიას,
– თქვენ ასევე იღებთ საკუთარ გაზომვად შედეგებს, რესურსების სახით, რომელიც მუდამ თქვენთან დარჩება!
– უძლიერეს ინსტრუმენტს რთული პრობლემების მოსაგვარებლად!
ენერგეტიკული პრაქტიკები (1ლი და მე2 მოდული)
აქ თქვენ შეისწავლით:
- ჩაკრალურ თეორიას
- ჩაკრების გაჯანსაღებისა და გაძლიერების პრაქტიკულ ტექნიკებს
- ქალისა და მამაკაცის ენერგეტიკული დონეების თეორიას
- გაიგებთ თქვენს ენერგეტიკულ დონეს და შეძლებთ მომდევნო საფეხურზე ასვლას
- არასასურველი ენერგეტიკული კავშირების ჩახსნას რაც ყოფილ მეწყვილეებთან, ასევე სტრესულ ფატებსა და მოვლენებთან
- ენერგეტიკული განწმენდის ტექნიკების
- 7 სხეულის თეორიას
- ენერგეტიკულ ინსტრუმენტებს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის
- საგვარეულოსთან სამუშაო ენერგეტიკული ტექნიკებს
რაც მოგცემთ საშუალებას დაეხმაროთ პირველ რიგში საკუთარ თავს, გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და აიხდინოთ სურვილები, ასევე დაეხმაროთ სხვა ადამიანებს თვითგამორკვევაში, ჰარმონიის დამკვიდრებასა და წინსვლაში!
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 6 თვე
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართულად
- სტუდენტები 50
- შეფასებები დიახ