ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასოდეს არ უნდა დავნებდეთ
მოგიყვებით ჩემს განვლილ ცხოვრების შესახებ, საიდან დავიწყე და ახლა სად ვარ. 2008 წელს გავხდი დევნილი, იძულებით დაგვატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი , დროებით გადმოვედი საცხოვრებლდ თბილისში, კერძოდ ისნის გოსპიტალში, სადაც მომცეს ერთი ოთახი , ისიც დროებითი თავშესაფარი იყო ჩემთვის, არანაირი პირობები არ იყო შექმნილი ცხოვრებისათვის სწორედ იმ პერიოდში დავეუფლე ჩემს საყვარელ პროფესიას(ფსიქოლოგიას).ჩემთვის შექმნილ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია , მისი ერთგული ვიყავი დაუღალავად ვშრომობდი რომ შედეგი მიმეღო.
ჩემი მიზნების და სურვილების ერთგული ვიყავი და დღემდე ვარ.ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანებზე ზრუნვა და სწორედ ვიცოდი რომ ჩემი პროფესიით ადამიანებს დავეხმარებოდი.წარმოგიდგენიათ ალბათ როგორ დაძაბულ მომენტში მომიწია სწავლა, მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი დაძაბული ვითარება იყო.ასევე არაკომფორტულმა გარემომ ჩემზე ,ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა, დაუღალავად ვსწავლობდი და სწავლით ვიღებდი სიამოვნებას.სიამოვნებას ის მანიჭებდა რომ წარმოვიდგენდი საკუთარ თავს , როგორი სასარგებლო ვიქნებოდი ადამიანებისათვის ფროფესიის დაუფლების შემდეგ.მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა ,პასუხისმგებლობა, მოთმინების უნარი, დამოუკიდებლობა და კიდევ სხვა უნარები დამეხმარა ჩემი მიზნები სისრულეში რომ მომეყვანა.სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გავიარე ტრენინგები და მუშაობა დავიწყე , საბავშვო ბაღში ბავშვთა ფსიქოლოგად.მოვხვდი არაჩვეულებრივ გარემოში , სადაც იყო სითბო და სიყვარული.ჩემმა პატარებმა თავი ძალიან შემაყვარეს, მათი ბრჭყვიალა და სიყვარულით ანთებული თვალები არასოდეს დამავიწყდება.
დასაწყისში ავღნიშნე რომ მიყვარს ადამიანებზე ზრუნვა და სწორედ ყველაფერი ხო საჭირო მომენტში ხდება ჩვენთვის .ჩემმა მეგობარმა გამიზიარა თინათინ ბასილაიას პროგრამის შესახებ :,, ბაირონ ქეითის სამუშაო ინსტრუმენტი’’.რომელსაც პროფესიული კუთხით დავეუფლე სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე საკუთარ თავში , ჩემი საყვარელი საქმე.
სამუშაოს ძალა პირველ რიგში საკუთარ თავზე გამოვცადე და ახლა უკვე ადამიანებს ვეხმარები ამ სამუშაოს საშუალებით.მაბედნიერებს ადამიანების ცხოვრებას რომ ვცვლი უკეთესობისაკენ და ასეთი სასარგებლო რომ ვარ მათთვის .
ეს ყველაფერი მაძლევს მეტ ძალას და მოტივაციას უფრო მეტი ვისწავლო და განვითარდე.რომ დავეხმარო , როგორც საკუთარ თავს ისე გარშემო ადამიანებს.შემდეგ სწავლა დავიწყე IBEL ACADEMY დავეუფლე ქოუჩის პროფესიას, კიდევ უფრო მეტად გავიზარდე და წინ წავედი.არ უნდა შეუშინდეთ ჩვენ გამოწვევებს გამოწვევები ჩვენ გვზრდიან.პარალელურ რეჯიმში გავდივარ ტრენინგებს, პროფესიული წინსვლისთვის და განვითარებისათვის.ეხლა ვსწავლობ პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კურს, მომენიჭება პოზიტიური ფსიქოთერაპევტის, კონსულტანტის კვალიფიკაცია.
დღეს მე მაქვს საყვარელი საქმე და ადამიანებს ვეხმარებიცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში.სამომავლოდ მაქვს კიდევ სხვა გეგმები და მიზნები,განზრახვა მაქვს ეს მიზნები და სურვიები სისრულეში მოვიყვანო.ჩემი სლოგანია არ შეჩერდე.მარცხმა არ უნდა შეგვაშინოს რადგან თუ არ დავმარცხდით ვერ გავიზრდებით.მარცხი უნდა ვაქციოთ ჩვენს წარმატებად.
ქეთი ქოქაშვილი