მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიყვარე…
მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამ , რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.
აღმოვაჩინე, რომ გულიდან წამოსულ ღიმილს და მადლიერებას შეუძლია, სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს.
გავიაზრე, რომ თუ ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრება გინდა, უნდა იყო აქ და ახლა.
მივხვდი, რომ სიზარმაცეს შეუძლია ოცნებების შთანთქმა ისე, რომ მისგან არაფერი დარჩეს.
გავაცნობიერე, რომ დიადი მიზნების მიღწევას დაუღალავი შრომა სჭირდება.
მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიყვარე მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრია ჩემს საკუთარ ცხოვრებაში.
მგონია, რომ ყველაზე ძლიერი გრძნობა, რომელსაც რაიმეს შეცვლა შეუძლია ეს სიყვარული და თანადგომაა.
მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიყვარე მე ვარ ის, ვინც სინამდვილეში ვარ შენ წინაშე
მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიყვარე, შეგიყვარე შენც, ისეთი, როგორიც ხარ.
ანა კურტანიძე